საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „შიტიმი“
  • შიტიმი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შიტიმი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • აბელ–შიტიმი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბეთ-იეშიმოთი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • აკაცია [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მოაბი, მოაბელები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „შიტიმი“

ᲨᲘᲢᲘᲛᲘ

[აკაციის [ხეები]]

1. ადგილი მოაბის ხრიოკ ველზე, სადამდეც გადაჭიმული იყო ისრაელების ბანაკი, რომელიც ბეთ-იეშიმოთიდან იწყებოდა (რც. 25:1; 33:49; იეს. 2:1). სახელწოდება „შიტიმი“ „აბელ-შიტიმის“ (ნიშნავს „აკაციის [ხეების] წყლის ნაკადს“) შემოკლებული ფორმა უნდა იყოს. ზოგიერთები შიტიმს აიგივებენ დაბალ გორაკთან — თელ-ელ-ქეფრაინთან, რომელიც ბეთ-იეშიმოთიდან (თელ-ელ-აზაიმე, რომელიც მკვდარი ზღვის ჩრდ.-აღმ. სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს) ჩრდ.-აღმ.-ით დაახლ. 8 კმ-ში მდებარეობს. თუმცაღა მრავალი თვლის, რომ შიტიმი არის თელ-ელ-ჰამამი, უფრო მსხვილი გეოგრაფიული წერტილი, რომელსაც მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა გააჩნია და რომელიც თელ-ელ-ქეფრაინის აღმოსავლეთით 2,5 კმ-ში მდებარეობს.

წინასწარმეტყველ მიქას პირით იეჰოვამ შეახსენა ისრაელებს, თუ რა ჰქონდა მათთვის გაკეთებული: „ჩემო ხალხო, გაიხსენეთ, რა ჰქონდა განზრახული მოაბის მეფე ბალაკს, რა უპასუხა მას ბალაამმა, ბეორის ძემ, და რა მოხდა შიტიმიდან გილგალამდე, რათა იცოდეთ, რომ იეჰოვა სამართლიანად მოქმედებს“ (მქ. 6:5). მაშინ, როდესაც ისრაელი დაბანაკებული იყო მოაბის ველზე, რომელზეც შიტიმიც მდებარეობდა, იეჰოვამ ხელი შეუშალა ბალაკს და არ დააწყევლინა ისრაელები ბალაამის მეშვეობით; მან არ დართო ნება მოაბელებს, რომ მისი ხალხი დაეღუპათ. ღმერთმა ისრაელს დაამარცხებინა მიდიანელები, რომლებმაც მოაბელებთან ერთად მრავალი ებრაელი უზნეობასა და კერპთაყვანისმცემლობაში ჩაითრიეს. იეჰოვამ სასწაულებრივად გადაატარა ისრაელი იორდანეზე და გილგალში ჩამოაშორა ეგვიპტის სირცხვილი (რც. 22:4—25:8; 31:3—11, 48—50; იეს. 3:1, 14—17; 5:9).

2. თუ იოელის 3:18-ში მოხსენიებულ აკაციის (შიტიმის) ხევში კონკრეტული ხევი იგულისხმება, შესაძლოა ეს იყოს კედრონის ხევის დაბლობი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება