სოსიპატრე
[მამის ხსნა]
ქრისტიანი, რომელიც კორინთში პავლესთან ერთად მსახურობდა. მოციქული მას თავის ნათესავად მოიხსენიებს და კორინთიდან რომაელებისთვის მიწერილ წერილში რომში მცხოვრებ და-ძმებს მის მოკითხვას გადასცემს (რმ. 16:21). შესაძლოა, სოსიპატრე საქმეების 20:4-ში მოხსენიებული სოპატრე იყოს, რომელიც პავლეს საბერძნეთში ახლდა.