საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „სტეფანე“
  • სტეფანე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სტეფანე
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • „მადლითა და ძალით სავსე სტეფანე“
    საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
  • სტეფანეს ჩაქოლვა
    ბიბლიური მოთხრობები
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • იცოდით თუ არა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2018
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „სტეფანე“

სტეფანე

[ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს გვირგვინს]

პირველი წამებული ქრისტიანი. მას ბერძნული სახელი ერქვა, თუმცა იგი იუდეველი იყო, რომელმაც აღიარა მესია და მისი მიმდევარი გახდა (სქ. 7:2).

განსაკუთრებული დავალება. სტეფანეს სახელი ბიბლიაში პირველად მოხსენიებულია იქ, სადაც საუბარია მამაკაცებზე, რომლებმაც იერუსალიმის ქრისტიანულ კრებაში განსაკუთრებული დავალება მიიღეს. მასში ვკითხულობთ: „იმ დროს, როცა მოწაფეების რიცხვი მატულობდა, ბერძნულენოვანმა იუდეველებმა დრტვინვა დაიწყეს იმის გამო, რომ ებრაულენოვან იუდეველებს საკვების ყოველდღიური განაწილების დროს მხედველობიდან რჩებოდათ მათი ქვრივები“. მოციქულებმა დაინახეს, რომ ეს საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა, ამიტომ კრებებს მიუთითეს: „ძმებო, თავად გამონახეთ თქვენ შორის შვიდი სანდო კაცი, სულითა და სიბრძნით სავსე, რათა ისინი ამ საჭირო საქმეზე დავნიშნოთ“. მათ ამ საქმისთვის გამოსადეგი მამაკაცები შეარჩიეს, რომლებიც შემდეგ მოციქულებმა დანიშნეს (სქ. 6:1—6).

ამგვარად სტეფანემ განსაკუთრებული დავალება მიიღო. ის და კიდევ ექვსი ძმა, რომელთაც ეს „საჭირო საქმე“ ანუ საკვების განაწილება დაევალათ, შესაძლოა უკვე მსახურობდნენ უხუცესებად ანუ ზედამხედველებად. ისინი „სულითა და სიბრძნით“ იყვნენ სავსე, რაც ნამდვილად საჭირო იყო იმ ვითარებაში, რადგან მათ უბრალოდ კი არ უნდა გაენაწილებინათ საკვები (შესაძლოა ეს იყო მარცვლეული ან სხვა ძირითადი საკვები პროდუქტები), არამედ საყოფაცხოვრებო საკითხებიც უნდა მოეგვარებინათ. მათ მოვალეობაში შესაძლოა შედიოდა საკვების ყიდვა, აღრიცხვის წარმოება და ა. შ. იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმე უფრო მცირე მასშტაბის იქნებოდა ან ვითარება იქნებოდა განსხვავებული, შესაძლოა მომსახურესაც (დიაკონოს) შეესრულებინა, მაგრამ ამ შემთხვევაში მეტად დელიკატური მიდგომა იყო საჭირო, რადგან კრებაში ამ საკითხთან დაკავშირებით განხეთქილება იყო. ამასთანავე, ასეთი საქმის შესასრულებლად საღად მოაზროვნე, გამჭრიახი, გაგების უნარის მქონე და გამოცდილი მამაკაცები იყვნენ საჭირო. სინედრიონის წინაშე სტეფანეს მიერ წარმოთქმული სიტყვიდან კარგად იკვეთება, რომ ის ზუსტად აკმაყოფილებდა ამ მოთხოვნებს.

ამ საქმის შესრულებასთან ერთად სტეფანე გულმოდგინედ განაგრძობდა სასიხარულო ცნობის ქადაგებას. მოწაფე ლუკას წერილის მიხედვით, ამ „მადლითა და ძალით სავსე“ მამაკაცს, რომელიც „ხალხში დიდ საკვირველებებსა და ნიშნებს ახდენდა“, სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ იუდეველები ე. წ. გათავისუფლებულთა სინაგოგიდან და აზიისა და აფრიკის მკვიდრნი. მაგრამ სტეფანე ისეთი სიბრძნითა და სულით ლაპარაკობდა, რომ ისინი წინ ვერ აღუდგნენ. ამიტომ მისმა მოწინააღმდეგეებმა ისეთივე ტაქტიკა გამოიყენეს, როგორიც იესოს მტრებმა — მათ ჩუმად შეაგულიანეს ზოგიერთები, რომ სინედრიონის წინაშე სტეფანესთვის ცილი დაეწამათ (იხ. გათავისუფლებული, თავისუფალი).

სინედრიონის წინაშე. სტეფანემ გაბედულად დაამოწმა სინედრიონის წინაშე. მან იქ შეკრებილთ შეახსენა, როგორ ექცეოდა ღმერთი ებრაელებს მათი წინაპრის, აბრაამის დროიდან მოყოლებული. საუბრის ბოლოს კი მკაცრად განსაჯა იქ შეკრებილი მწიგნობრები და ფარისევლები და იქით წაუყენა მათ ბრალდება. შეუძლებელი იყო მათ უარეყოთ მისი სიტყვების ჭეშმარიტება, ამიტომ „გულზე სკდებოდნენ და კბილებს უღრჭიალებდნენ“. ამ დროს ღმერთმა სტეფანეს ხილვაში თავისი დიდება და თავის მარჯვნივ მდგომი იესო ახილვინა. როცა სტეფანემ ხმამაღლა თქვა, თუ რას ხედავდა, ყველამ შეჰყვირა. ისინი მისცვივდნენ მას და ქალაქიდან გააგდეს. მისი ტანსაცმელი სავლეს ფეხებთან დააწყვეს, თვითონ სტეფანე კი ჩაქოლეს. სანამ სიკვდილის ძილით დაიძინებდა, სტეფანემ შეღაღადა ღმერთს: „იეჰოვა, ნუ ჩაუთვლი მათ ამ ცოდვას“. სტეფანეს ცხედრის დასამარხად რამდენიმე ღვთისმოშიში კაცი მივიდა. მათ დამარხეს იგი და დიდი გლოვა გამართეს. ამის შემდეგ ქრისტიანების საშინელი დევნა დაიწყო, რის გამოც ისინი მიმოიფანტნენ (თუმცა მოციქულები იერუსალიმში დარჩნენ). ამან ხელი შეუწყო სასიხარულო ცნობის გავრცელებას (სქ. 6:8—8:2; 11:19; 22:20).

სინედრიონის წინაშე სტეფანეს მიერ წარმოთქმული სიტყვები ისრაელის ისტორიის ისეთ დეტალებს ჰფენს ნათელს, რაზეც ებრაულ წერილებში არაფერია ნათქვამი. მაგალითად, ის, რომ მოსემ ეგვიპტელთა მთელი სიბრძნე ისწავლა, 40 წლისამ დატოვა ეგვიპტე და უკან დაბრუნებამდე მიდიანში 40 წელს დარჩა. აგრეთვე ვიგებთ იმას, თუ რა როლი შეასრულეს ანგელოზებმა მოსესთვის ღვთის კანონის გადაცემაში (სქ. 7:22, 23, 30, 32, 38).

სტეფანე პირველი იყო, ვინც ფსალმუნის 110:1-ში წარმოთქმული წინასწარმეტყველების შესრულების მოწმე გახდა. მან ზეცაში დაბრუნებული და ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო იხილა და დაამოწმა ამის შესახებ (სქ. 7:55, 56).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება