საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „სიჯიუტე“
  • სიჯიუტე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სიჯიუტე
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • შემდეგი ექვსი სასჯელი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • ძალა, სასწაულები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • გამოსვლა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ‘იაჰ არის ჩემი მხსნელი’
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „სიჯიუტე“

სიჯიუტე

რამდენიმე დედნისეული სიტყვა, რომლებიც სიჯიუტის აზრს ატარებს, ძირითადად ნიშნავს სიმტკიცეს, ძალას, და უმეტესად უარყოფით კონტექსტებში იხმარება, მაგალითად, როცა საუბარია ღვთის ნებისა და მითითებებისადმი განზრახ დაუმორჩილებლობაზე (ფს. 78:8; 81:12; ეს. 1:23; 65:2; იერ. 3:17; 5:23; 7:23—26; 11:8; 18:12; ოს. 4:16; სქ. 7:51). ბიბლიაში ხშირად ესმება ხაზი იმას, რომ ვინც ჯიუტად აგრძელებს ურჩობას, თავს უბედურება ატყდება (კნ. 29:19, 20; ნემ. 9:29, 30; იგ. 28:14; ეს. 30:1; იერ. 6:28—30; 9:13—16; 13:10; 16:12, 13; დნ. 5:20; ოს. 9:15; ზქ. 7:12; რმ. 2:5). მაგალითად, ისრაელისთვის მიცემული ღვთის კანონის თანახმად, ჯიუტი და ურჩი ვაჟი უნდა ჩაექოლათ (კნ. 21:18, 20).

კაცობრიობის ისტორიის მანძილზე იეჰოვა მოთმინებით ეპყრობოდა ცალკეულ ადამიანებსა თუ ერებს, და მიუხედავად იმისა, რომ ისინი სიკვდილს იმსახურებდნენ, მათ არსებობის უფლებას აძლევდა (დბ. 15:16; 2პტ. 3:9). ზოგი აფასებდა იეჰოვას მოთმინებას და იეჰოვაც მათ მიმართ გულმოწყალებას ავლენდა (იეს. 2:8—14; 6:22, 23; 9:3—15), ზოგი კი სულ უფრო ჯიუტდებოდა და იეჰოვასა და მისი ხალხის წინააღმდეგ მიდიოდა (კნ. 2:30—33; იეს. 11:19, 20). როცა ადამიანი ჯიუტდება, იეჰოვა არ აკავებს მას, ამიტომ ბიბლიაში წერია: „მე [იეჰოვა] კი დავუშვებ, რომ გული გაუჯიუტდეს“, „[იეჰოვამ] გულები გაუქვავა“. როცა იეჰოვა საბოლოოდ სჯის ჯიუტებს, ამით ვლინდება მისი უდიდესი ძალა და მისი სახელი ყველასთვის ცნობილი ხდება (შდრ. გმ. 4:21; ინ. 12:40; რმ. 9:14—18).

გავიხსენოთ, რა მოიმოქმედა ღმერთმა, როცა ფარაონმა უარი განაცხადა ეგვიპტიდან ისრაელების გაშვებაზე. იეჰოვამ ეგვიპტეს ათი გამანადგურებელი სასჯელი დაატეხა თავს. როდესაც ფარაონი სასჯელის მერე გულს იქვავებდა, იეჰოვა ამ შესაძლებლობას თავისი უდიდესი ძალის გამოსავლენად იყენებდა და უფრო დიდ სასწაულებს ახდენდა (გმ. 7:3—5, 7:14—11:10). შედეგად, ზოგიერთი ეგვიპტელი მიხვდა, რომ იეჰოვა იყო ის ღმერთი, რომელსაც უნდა დამორჩილებოდნენ. მაგალითად, როდესაც იეჰოვას ეგვიპტისთვის მეშვიდე სასჯელი უნდა დაეტეხა, ფარაონის ზოგიერთმა მსახურმაც კი „თავიანთი მსახურები და საქონელი სახლებში შეაფარეს“ სეტყვისგან დასაცავად (გმ. 9:20, 21). ბოლოს, ისრაელების გაშვების შემდეგ, როდესაც კვლავ გაიჯიუტა ფარაონმა გული და თავისი ჯარით დაედევნა მათ, რათა ამოეწყვიტა ისინი (გმ. 14:8, 9; 15:9), იეჰოვამ ფარაონი და მისი ჯარი წითელ ზღვაში ჩაახრჩო (გმ. 14:27, 28; ფს. 136:15). ამის შემდეგ ღვთის სახელი საყოველთაოდ ცნობილი გახდა, რადგან ერები წლების მერეც იხსენებდნენ იმას, თუ რა გაუკეთა იეჰოვამ ეგვიპტელებს მათი სიჯიუტის გამო (გმ. 18:10, 11; იეს. 2:10, 11; 9:9; 1სმ. 6:6).

ვინაიდან ჯიუტებს დასჯამდე იეჰოვა აფრთხილებს, შეუძლებელია სასჯელის სისრულეში მოყვანა სხვა ვინმეს ან რამეს მივაწეროთ. ჯიუტ ისრაელებს იეჰოვამ წინასწარმეტყველ ესაიას პირით უთხრა: «რაკი ვიცოდი, რომ ჯიუტი ხარ, რომ შენი კისერი რკინის ძარღვია და შენი შუბლი სპილენძია, იმ დროიდან გეუბნებოდი ყველაფერს. სანამ ეს მოხდებოდა, გაგაგებინე, რომ არ გეთქვა: „ჩემმა კერპმა გააკეთა ეს, ჩემმა გამოთლილმა და ჩამოსხმულმა ქანდაკებებმა ბრძანეს ეს“» (ეს. 48:4, 5; შდრ. იერ. 44:16—23).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება