საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „სათესლეები“
  • სათესლეები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სათესლეები
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • კანონი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მღვდელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • გამონადენი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • დანაშაული და სასჯელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „სათესლეები“

სათესლეები

მამაკაცის სასქესო ჯირკვლები. ისრაელისთვის მიცემულ ღვთის კანონში დაზიანებული სათესლეები მოხსენიებული იყო იმ ფიზიკურ ნაკლთა შორის, რის გამოც ლევიანი მღვდლად ვერ იმსახურებდა (ლვ. 21:17—21, 23). ვინაიდან მღვდლები თავიანთი მსახურებით ისრაელში იეჰოვას სიწმინდეს წარადგენდნენ, გასაკვირი არ არის, რატომ მოითხოვებოდა მათგან ამ მაღალი სტანდარტის დაკმაყოფილება. გარდა ამისა, ისრაელის სამღვდელოება ქრისტესა და მისი სულით ცხებული ძმებისგან შემდგარ უმანკო ზეციერ სამღვდელოებას განასახიერებდა (ებ. 7:26; ეფ. 5:27; გმც. 14:1, 5; 20:6). იეჰოვას ისიც სურდა, რომ მღვდლებს საქმის გამგრძელებლებად შვილები ჰყოლოდათ. მაგრამ კანონი ფიზიკური ნაკლის მქონეთაც აძლევდა უფლებას, რომ მღვდლებისთვის განკუთვნილი წმინდა ულუფიდან ეჭამათ (ლვ. 21:21, 22).

მსგავსი მიზეზების გამო იკრძალებოდა იმ ცხოველის შეწირვა, რომელსაც სათესლეები ჩაჭყლეტილი, დაჩეჩქვილი, მოგლეჯილი ან მოჭრილი ჰქონდა (ლვ. 22:24; შდრ. მლ. 1:6—8; 1პტ. 1:19). ამიტომ ისრაელები შინაურ ცხოველებს არ კოდავდნენ. კანონის მიხედვით, ყველა დასაკლავი ცხოველი საწმინდართან უნდა მიეყვანათ, იქ დაეკლათ და ეჭამათ, როგორც მშვიდობის მსხვერპლი. აღთქმულ მიწაზე დასახლების შემდეგაც ეს კანონი ვრცელდებოდა მათზე, ვინც იერუსალიმთან ახლოს ცხოვრობდა (ლვ. 17:3—5; კნ. 12:20—25).

კანონში აგრეთვე ნათქვამი იყო: „სათესლეებჩაჭყლეტილი ან ასომოკვეთილი ვერ შევა იეჰოვას კრებულში“ (კნ. 23:1). ამაში დაბადებიდან თანდაყოლილი ან უბედური შემთხვევით გამოწვეული დეფექტი არ იგულისხმებოდა (შდრ. ლვ. 21:17—21; კნ. 25:11, 12). აშკარაა, რომ ეს კანონი ეხებოდა მათ, ვინც ამორალური მიზნებისთვის, მაგალითად ჰომოსექსუალიზმისთვის, ისახიჩრებდა თავს. ისრაელის კრებულის სიწმინდის დასაცავად ასეთები არც კრებულში უნდა გაეჩერებინათ და არც ურთიერთობა ჰქონოდათ მათთან.

კანონიდან ისიც ჩანდა, რომ იეჰოვა იცავდა მამაკაცის უფლებას, ცოლისგან შვილები ჰყოლოდა და დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გამრავლების უნარს, რომელიც მან ქალსა და მამაკაცს მისცა. ლევირატული ქორწინება ემსახურებოდა იმას, რომ გარდაცვლილ მამაკაცს გვარის გამგრძელებელი ჰყოლოდა და მისი მემკვიდრეობა არ დაკარგულიყო (კნ. 25:5—10). ლევირატული ქორწინების შესახებ მიცემული მითითებების შემდეგ კანონში ნათქვამი იყო, რომ თუ ორი მამაკაცი იჩხუბებდა და ქმრის საშველად მისული ერთ-ერთის ცოლი მოჩხუბარს სასირცხოზე სტაცებდა ხელს (რის შედეგადაც მამაკაცს შესაძლოა შვილის ყოლის უნარი დაეკარგა), ქალისთვის ხელი უნდა მოეკვეთათ (კნ. 25:11, 12). ამ შემთხვევაში არ ვრცელდებოდა კანონის შემდეგი პრინციპი: „თვალის სანაცვლოდ თვალი“ (კნ. 19:21). ღმერთი არ მოითხოვდა, რომ ქალისთვის ან მისი ქმრისთვის სასქესო ორგანოები დაეზიანებინათ. ამგვარად ისინი შეინარჩუნებდნენ შვილიერებას, რის წყალობითაც ქმრის საგვარეულო ხაზი გაგრძელდებოდა.

რაც შეეხება ქრისტიანულ კრებას, საჭურისებს შეუძლიათ გახდნენ მისი წევრები, რადგან ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე კანონი გაუქმდა (კლ. 2:13, 14). მაგრამ ზემოთ მოხსენიებული კანონებიდან კარგად ჩანს ღვთის თვალსაზრისი გამრავლების ორგანოებზე. ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქრისტიანი არასწორად იქცევა და არ აფასებს ღვთისგან ბოძებულ ამ ძღვენს, თუ ქირურგიული გზით სერიოზული მიზეზის გარეშე ისპობს გამრავლების უნარს.

სასქესო ორგანო. ლევიანების 15:2, 3-ში გამოყენებული ებრაული სიტყვა ბასარ (სიტყვასიტყვით „ხორცი“) მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცის სასქესო ასოზე მიუთითებს და არა სათესლეებზე (იხ. სიწმინდე; შდრ. ეს. 57:8).

ძველი მსოფლიოს წარმართ ხალხებში მამაკაცის სასქესო ორგანო ერთ-ერთი სათაყვანო ობიექტი იყო. ზოგ ქვეყანაში ეს დღემდე ასეა. ეზეკიელის 8:17-ში მოხსენიებულ ყლორტში შესაძლოა მამაკაცის სასქესო ასო იგულისხმება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეზეკიელის დროს განდგომილ ისრაელთა შორის ასეთ თაყვანისმცემლობას ჰქონდა მოკიდებული ფეხი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება