საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ჭკუა“
  • ჭკუა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ჭკუა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • იგავები (ბიბლიის წიგნი)
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • როგორ დაგიცავს განსჯის უნარი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • ვინ გიყალიბებთ აზროვნებას?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2018
  • ცოდნა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ჭკუა“

ჭკუა

ებრაული მეზიმმაჰ აღნიშნავს აზროვნების უნარს, საფუძვლიანი ცოდნიდან გამომდინარე საკითხის ბრძნულად და გონივრულად გაანალიზებას (იგ. 5:2; 8:12); ბოროტთა ზრახვებსა და სულელურ აზრებს (ფს. 10:2, 4; 21:11; 37:7; 139:19, 20; იგ. 12:2; 24:8; იერ. 11:15); აგრეთვე იეჰოვა ღმერთის განზრახვებს ანუ „გულის“ ზრახვებს (იობ. 42:2; იერ. 23:20; 30:24; 51:11).

იგავების წიგნის ერთ-ერთი მიზანი ახალგაზრდებისთვის ცოდნისა და ჭკუის მიცემაა (იგ. 1:1—4). ეს წიგნი ადამიანს ეხმარება სწორი აზროვნების ჩამოყალიბებაში, რაც მას აზრიანად ცხოვრებაში დაეხმარება. ჭკუა კაცს მცდარი ნაბიჯისგან და მათთან ურთიერთობისგან იცავს, ვისაც უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია, ვინაიდან ჭკვიანი განჭვრეტს თავისი საქციელის შედეგებს, რასაც თავის მხრივ სასიკეთო შედეგი მოაქვს. სიბრძნე და ჭკუა იცავს მას დამღუპველი ქმედებებისგან და ამ გაგებით ის სიცოცხლეა მისი სულისთვის. ასეთი კაცი თავს უსაფრთხოდ გრძნობს და არ ეშინია, რადგან იცის, ცუდი არაფერი ჩაუდენია და შესაბამისად არც პასუხისგება მოუწევს (იგ. 3:21—25).

ვინც ჭკუით იქცევა, შეიძლება საძულველი გახდეს. როგორც ჩანს, სწორედ ეს არის ნაგულისხმევი იგავების 14:17-ში: „ჭკვიანი კაცი მოძულებულია“. ხშირად ისინი, ვინც ფიქრს არ არიან ჩვეული, ცუდი თვალით უყურებენ ჭკვიან ადამიანს. გარდა ამისა, ვინც თავის ჭკუა-გონებას ღვთის ნების შესასრულებლად იყენებს, საძულველი ხდება. იესო ქრისტემ თქვა: „რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას“ (ინ. 15:19). იგავების 14:17-ში ჭკუად ნათარგმნი ებრაული სიტყვა შეიძლება ბოროტ აზროვნებასაც გულისხმობდეს. ასე რომ, ეს მუხლი შეიძლება ისეც გავიგოთ, რომ ბოროტგანმზრახველი საძულველია. ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში ვკითხულობთ: „ავისმზრახველი კაცი შეძულებულია“ (ბსგ).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება