თუბალ-კაენი
ლამექის ვაჟი, რომელიც მას მეორე ცოლთან, ცილასთან შეეძინა. კაენის შთამომავალი და იაბალისა და იუბალის ნახევარძმა. მისი და იყო ნაამა (დბ. 4:17—22). თუბალ-კაენი იყო „სპილენძისა და რკინის ყოველგვარი იარაღის მჭედელი“, რაც შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ მან გამოიგონა ასეთი იარაღები, საფუძველი ჩაუყარა ამ საქმეს ან სახელი გაითქვა ამ საქმიანობით.