საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ხელის დაბანა“
  • ხელის დაბანა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ხელის დაბანა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ბანაობა, დაბანა, განბანა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ყველაზე დიდებული ადამიანი თავმდაბლურად ემსახურება სხვებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • ფეხების დაბანა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ხელი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ხელის დაბანა“

ᲮᲔᲚᲘᲡ ᲓᲐᲑᲐᲜᲐ

ძველად ხელებს იბანდნენ არა წყლით სავსე ჭურჭელში ხელების ჩაყოფით, არამედ წყლის დასხმით. ჭუჭყიანი წყალი ჩაედინებოდა ჭურჭელში ან ტაშტში, რომლის ზემოთაც ხელებს იბანდნენ (შდრ. 2მფ. 3:11).

კანონი ავალდებულებდა მღვდლებს, რომ სამსხვერპლოსთან მსახურების დაწყებამდე ან შეხვედრის კარავში შესვლამდე ხელ-ფეხი დაებანათ საწმინდარსა და სამსხვერპლოს შორის მდებარე სპილენძის აუზიდან (გმ. 30:18—21). კანონში ისიც იყო ნათქვამი, რომ თუ იპოვიდნენ გვამს და შეუძლებელი იქნებოდა იმის დადგენა, თუ ვინ ჩაიდინა მკვლელობა, გვამთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქის უხუცესებს უნდა გამოერჩიათ უღელდაუდგმელი დეკეული, რომელსაც არასოდეს ემუშავა, ჩაეყვანათ ეს დეკეული ხევში, სადაც წყალი მოედინებოდა, და იქ გადაემტვრიათ მისთვის კისერი. ამის შემდეგ, უხუცესებს ხელები უნდა დაებანათ დეკეულზე, რითაც გამოხატავდნენ თავიანთ უდანაშაულობას მკვლელობაში (კნ. 21:1—8). გარდა ამისა, კანონის თანახმად, ადამიანი გაუწმინდურებულად ითვლებოდა, თუ მას შეეხებოდა გამონადენიანი, რომელსაც ხელები არ ჰქონდა დაბანილი (ლვ. 15:11).

დავითს სურდა, რომ, ასე ვთქვათ, სუფთა ხელებით ეცა თაყვანი იეჰოვასთვის მისი სამსხვერპლოს წინაშე (ფს. 26:6). პილატემ კი ამაოდ დაიბანა ხელები ხალხის წინაშე იმ მიზნით, რომ მოეხსნა საკუთარი ბრალეულობა იესოს სისხლის დაღვრაში. სინამდვილეში კი ის თავიდან ვერ მოიხსნიდა პასუხისმგებლობას იესოს სიკვდილში, რადგან მას, და არა გახელებულ ბრბოს, ჰქონდა განაჩენის გამოტანის ძალაუფლება (მთ. 27:24).

ახ. წ. პირველ საუკუნეში მწიგნობრები და ფარისევლები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ხელების დაბანას და იესო ქრისტეს საყვედურობდნენ, რომ მისი მოწაფეები არ იცავდნენ წინაპართა ტრადიციას და ჭამის წინ არ იბანდნენ ხელებს. საუბარი იყო არა ჰიგიენური თვალსაზრისით ხელების ჩვეულებრივ დაბანაზე, არამედ ცერემონიალურ რიტუალზე. „ფარისევლები და იუდეველები ისე არ ჭამენ, თუ ხელები იდაყვებამდე არ დაიბანეს“ (მრ. 7:2—5; მთ. 15:2). ბაბილონის თალმუდის თანახმად (სოტა 4ბ) ის, ვინც დაუბანელი ხელებით ჭამდა, ისევე იყო შეფასებული, როგორც მეძავთან სქესობრივი კავშირის მქონე; მასშივეა ნათქვამი, რომ ხელების დაბანის უგულებელმყოფელი „ამოიძირკვებოდა ქვეყნიერებიდან“ (იხ. ᲑᲐᲜᲐᲝᲑᲐ, ᲓᲐᲑᲐᲜᲐ).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება