საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ციფორა“
  • ციფორა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ციფორა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • გერშომი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ქუშელი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • რატომ გაიქცა მოსე?
    ბიბლიური მოთხრობები
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ციფორა“

ციფორა

[ჩიტი ან შესაძლოა პატარა ჩიტი]

მოსეს ცოლი; ციფორა მოსეს ჭასთან შეხვდა, როცა თავის ექვს დასთან ერთად მამის ფარას არწყულებდა. სხვა მწყემსებს ჩვეულებისამებრ მათი გაყრა უნდოდათ, მაგრამ მოსე დაეხმარა დებს და მათი ცხვარი თვითონ დაარწყულა. ამ სიკეთისთვის მოსე ციფორას სახლში მიიპატიჟეს და მისმა მამამ, მღვდელმა ითრომ, მას ციფორა მიათხოვა (გმ. 2:16—21). ციფორამ ორი ვაჟი, გერშომი და ელიეზერი, გაუჩინა მოსეს (გმ. 2:22; 18:3, 4).

როცა იეჰოვამ მოსე ეგვიპტეში დააბრუნა, ციფორა ვაჟებთან ერთად გაჰყვა ქმარს. გზად მათ სერიოზული რამ შეემთხვათ, რასაც ბიბლია ბუნდოვნად აღწერს: «გზაზე, ღამის გასათევ ადგილას, იეჰოვა [„იეჰოვას ანგელოზი“, LXX] დაუხვდა მას და მოკვლა დაუპირა. აიღო ციფორამ კაჟი, მოკვეთა თავის ვაჟს ჩუჩა, ფეხზე შეახო მას და უთხრა: „ეს იმიტომ, რომ სისხლის ნეფე ხარ ჩემთვის“. ბოლოს გაუშვა მან იგი. მაშინ ციფორამ წინადაცვეთის გამო თქვა: „სისხლის ნეფეა“» (გმ. 4:24—26).

ბიბლეისტები სხვადასხვანაირად განმარტავენ ამ მონაკვეთს და ამ განმარტებებიდან ზოგი ბიბლიის თანამედროვე თარგმანებში შევიდა (იხ. CC, JB, Kx, La, NE, RS, აგრეთვე გერმანული Zürcher Bibel, ესპანური Bover-Cantera და ფრანგული Crampon, Lienart, Segond). მსგავსი განმარტებებით ისინი ცდილობენ, პასუხი გასცენ კითხვებს: ვის ემუქრებოდა საფრთხე — მოსეს თუ ბავშვს? ვის ფეხებს შეეხო ციფორა ჩუჩით — მოსეს, ბავშვის თუ ანგელოზის? აგრეთვე გაჩნდა სხვადასხვა მოსაზრება, თუ რატომ თქვა ციფორამ (და ვის უთხრა): „სისხლის ნეფე ხარ ჩემთვის“.

თუ გავითვალისწინებთ დაბადების 17:14-ში ჩაწერილ წინადაცვეთის კანონს, როგორც ჩანს, საფრთხე ბავშვის სიცოცხლეს ემუქრებოდა. ციფორამ, ალბათ, იმიტომ წინადაცვითა ბავშვი, რომ მიხვდა, მდგომარეობის გამოსასწორებლად ეს უნდა გაეკეთებინა. როგორც ჩანს, ის წინადაცვეთის კანონის მორჩილების ნიშნად ჩუჩით შეეხო ანგელოზის ფეხებს, რომელსაც ბავშვის მოკვლა უნდოდა და ღვთის წარმომადგენელი ანგელოზის მეშვეობით იეჰოვას მიმართა: „სისხლის ნეფე ხარ ჩემთვის“. ამგვარად მან აჩვენა, რომ მზად იყო, წინადაცვეთის შეთანხმებაში იეჰოვას, როგორც ქმრის წინაშე ცოლის ადგილი დაეკავებინა (იხ. იერ. 31:32).

მაგრამ ბიბლია ამ კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს არ იძლევა. ძველი ებრაული ტექსტის ეს მონაკვეთი დაახლოებით 3 500 წლის წინანდელი იდიომებით არის გაბუნდოვნებული. აქედან გამომდინარე, სეპტუაგინტასა და ბევრ სხვა თარგმანში (აქ, ბსგ, სსგ, Ro, Yg, AS, KJ, Da, Dy, JP, Mo, Le) ეს ტექსტი სიტყვასიტყვით არის გადმოტანილი და ბუნდოვანია.

როგორც ჩანს, ციფორა მშობლებთან დაბრუნდა, რადგან ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ის და მისი ორი ვაჟი ითროსთან ერთად მივიდნენ მოსესთან უდაბნოში (გმ. 18:1—6). როგორც ჩანს, ისრაელის ბანაკში ციფორას ყოფნის გამო მირიამმა ეჭვიანობა დაიწყო და მისი ქუშელობა მოსეს წინააღმდეგ სალაპარაკოდ გამოიყენა (ამაში მას აარონმაც აუბა მხარი) (რც. 12:1). მაგრამ მოსეს ცოლის ქუშელად მოხსენიება არ ნიშნავს, რომ ციფორა მოკვდა და მოსე ეთიოპიელზე დაქორწინდა, როგორც ამას ბევრი ამტკიცებს. მიუხედავად იმისა, რომ ქუშელებში, ძირითადად, ეთიოპიელები მოიაზრებოდა, ის არაბეთის მცხოვრებთაც ეწოდებოდათ (იხ. ქუში №2; ქუშელი).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება