საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g97 იანვარი გვ. 27-28
  • იან.—მარ. მკითხველთა შეკითხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იან.—მარ. მკითხველთა შეკითხვები
  • გამოიღვიძეთ! — 1997
  • მსგავსი მასალა
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • იან.—მარ. ოჯახის დაგეგმარება ქრისტიანების თვალსაზრისი
    გამოიღვიძეთ! — 1997
  • ახალდაქორწინებულებო, უმთავრესი ადგილი დაუთმეთ იეჰოვას მსახურებას!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
  • მშობლებო, შეაყვარეთ შვილებს იეჰოვა!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2019
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1997
g97 იანვარი გვ. 27-28

მკითხველთა შეკითხვები

■ თუ გავითვალისწინებთ ფაქტებს, რომ ექიმებს შესწევთ უნარი, ნებაყოფლობითი სტერილიზაციის შემდეგ აღადგინონ დაკარგული ფუნქცია, შეუძლია თუ არა ქრისტიანს შობადობის კონტროლის ეს მეთოდი აირჩიოს?

ბიბლია გვიჩვენებს, რომ ღვთის თვალში მნიშვნელოვანია გამრავლების უნარი. მან განიზრახა, რომ ადამიანებს დედამიწა თავიანთი შთამომავლებით აევსოთ (დაბადება 1:28; 9:6, 7). მოგვიანებით ისრაელები მრავალშვილიან ოჯახებს იეჰოვას კურთხევად მიიჩნევდნენ და გამრავლების უნარში ჩარევა ღვთისმოწონებას არ იმსახურებდა (ფსალმუნი 126:3–5; მეორე რჯული 1:11; 23:1; 25:11, 12). ებრაულ წერილებში მოცემულმა ასეთმა მითითებებმა გავლენა მოახდინა ღვთის მრავალ მსახურზე ნებაყოფლობით სტერილიზაციასთან დაკავშირებითa.

რას ამბობს ამის შესახებ ქრისტიანულ-ბერძნული წერილები? ერთი მხრივ, ვგებულობთ იმას, რომ ქრისტიანები არ ექვემდებარებიან მოსეს რჯულს (გალატელთა 3:24, 25). მოგვიანებით იესო ქრისტიანობის გავრცელებისკენ შთამომავლობის გამრავლებით კი არ მოუწოდებდა, არამედ კეთილი ცნობის ქადაგებით. რადგანაც მოწაფეების დიდი მკა იქნებოდა, იესო მოწაფეებს ურჩევდა, რომ, ვინც შეძლებდა სულიერი გაგებით საჭურისი გამხდარიყო, გამოეჩინა თავშეკავება, როგორც მარტოხელას. იმავე თვალსაზრისით ურჩევდა პავლე ქრისტიანებს, რომ არ დაქორწინებულიყვნენ და ჰქონოდათ უფრო მეტი თავისუფლება ქადაგებისა და სწავლებისთვის. ამგვარად შეძლებდნენ ისინი სულიერი შვილების მოგროვებას. თვით დაქორწინებულებსაც შეახსენებს ბიბლია, რომ „ჟამი იწურება“; და მათი მიზანი უნდა იყოს ‘უზრუნველი’ ოჯახური ცხოვრება (1 კორინთელთა 7:29–32, 35; მათე 9:37, 38; 19:12).

როდესაც ჩვენ ბოლოს განვიხილეთ საკუთარი სურვილით სტერილიზაციის საკითხი ამ თემასთან დაკავშირებული სტატიების სერიაში, მოვიხსენიეთ, რომ ექიმთა უმეტესობა ამ პროცედურის შედეგს შეუქცევადად და მუდმივად მიიჩნევდა. მაგრამ ბოლო ათწლეულებში მედიცინის განვითარებამ გარკვეულწილად შეცვალა მდგომარეობა. მაგალითად, „პოპულეიშნ რეპორტი“ (ნოემბერი-დეკემბერი 1983, ჯონ ჰოპკინზის უნივერსიტეტი) ვაზექტომიის შესახებ ამბობს: „უკანასკნელმა ცნობებმა დაკარგული ფუნქციის აღდგენის შესახებ აშკარად გვიჩვენა, რომ მამაკაცების დაახლოებით 67-100 პროცენტს ეაკულტში აღმოუჩინეს სპერმა. პროცედურის წარმატება: მათი მეუღლეების ფეხმძიმობამ, რომლებმაც მიმართეს ვაზექტომიას, მიაღწია 16-დან 85 პროცენტს“. ახალი ქირურგიული ოპერაციები და მეთოდები იმპლანტაციის დროებითი ბლოკირებისთვის გვიჩვენებს, რომ კიდევ მოხდება საფუძვლიანი, წარმატებული მიღწევები ფუნცქიის აღდგენაში.

რადგანაც ქრისტიანულ-ბერძნული წერილები პირდაპირ მითითებებს არ იძლევა ამ საკითხთან დაკავშირებით, ქრისტიანებმა პირადი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ოჯახის სიდიდისა და შობადობის კონტროლთან დაკავშირებით. რაც შეეხება სტერილიზაციას, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაკარგული ფუნქციის აღდგენა თეორიულად დღეს უფრო შესაძლებელია, ვიდრე წარსულში, ათწლეულების წინ, დღეს ექიმებს მაინც არ შეუძლიათ გარანტიის მოცემა, რომ გამრავლების უნარის აღდგენას შეძლებენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ წყვილს ჰქონდეს სუფთა სინდისი იეჰოვასა და თანაქრისტიანების წინაშე. თუ წყვილს სტერილიზაცია შობადობის კონტროლის საშუალებად მიაჩნია, მათ ისიც უნდა გაითვალისწინონ, თუ როგორ იმოქმედებს მათი გადაწყვეტილება სხვებზე. მიუხედავად იმისა, რომ დაქორწინებული წყვილი საქვეყნოდ არ აცხადებს, თუ როგორ უწევს შობადობას კონტროლს შესაძლოა სხვებისთვის მაინც ცნობილი გახდეს, რომ მათ ნებაყოფლობით მიმართეს სტერილიზაციას და ამიტომ წყვილმა საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვას: ძალიან ხომ არ შეაშფოთებს კრებას ჩვენი გადაწყვეტილება და მათ თვალში პატივისცემას ხომ არ დაგვიკარგავს? (1 ტიმოთე 3:2, 12, 13). ეს ფაქტორები ძალიან დიდი სერიოზულობით უნდა განიხილებოდეს თვით ასეთ პირადულ და ინდივიდუალურ საკითხებშიც. საბოლოო ანალიზისთვის შესაფერისია პავლეს სიტყვები: „თავისი უფლის [იეჰოვას] წინაშე იგი დგას ან ეცემა“ (რომაელთა 14:4, 10–12).

[სქოლიოები]

a მაგალითად, იხილე 1975 წლის 1-ლი მარტის „საგუშაგო კოშკის“ გამოცემაში რუბრიკა „მკითხველთა შეკითხვები“, (ინგლ.).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება