საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w94 2/15 გვ. 3-4
  • სექტები — რა არის ეს?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სექტები — რა არის ეს?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1994
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რა არის სექტა?
  • სექტანტები არიან იეჰოვას მოწმეები?
    ხშირად დასმული კითხვები
  • წარმოადგენენ თუ არა იეჰოვას მოწმეები სექტას?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1994
  • საიდუმლო უფლის სახელით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • „იეჰოვას მოწმეები“
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1994
w94 2/15 გვ. 3-4

სექტები — რა არის ეს?

სამართლებრივი ორგანოების ასობით წარმომადგენელმა 1993 წლის 28 თებერვალს ალყა შემოარტყა მრავალი მამაკაცით, ქალითა და ბავშვით დასახლებულ ტერიტორიას. ამ თავდასხმის მიზეზი იყო არაკანონიერად შენახული იარაღის მოძებნა და ეჭვმიტანილის დაპატიმრება. მაგრამ წესრიგის დამცველნი საკმაოდ გაოცდნენ, როცა სახლებიდან მათი მიმართულებით ტყვიების სეტყვა წამოვიდა. საპასუხოდ ასევე ატყდა სროლა.

ამ შეტაკების შედეგად მოკვდა ათი ადამიანი და რამდენიმე დაიჭრა. საკმაოდ დიდი რაოდენობის ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი მთავრობის ორგანოების ასობით წარმომადგენელი, მომდევნო 50 დღის განმავლობაში ებრძოდა ალყაში მყოფ უბანს. გამოუვალი მდგომარეობა დამთავრდა აშკარა ბრძოლით, რომელშიც დაიღუპა 86 ადამიანი, მათ შორის არანაკლებ 17 ბავშვი.

მაგრამ ვინ იყო მოწინააღმდეგე? ნარკოტიკებით მოვაჭრე განგსტერების ბანდა? პარტიზანული ფრაქცია? — არა. როგორც შენ შესაძლოა იცი, „მოწინააღმდეგეები“ იყვნენ სექტის თავგანწირულად მორწმუნე წევრები. ცენტრალური ტეხასის (აშშ) პრერიებში მცხოვრები შეუმჩნეველი დაჯგუფების მიერ გამოწვეულმა ტრაგედიამ საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ფანატიკური სექტების საშიშროების შესახებ ცნობებით, მიმოხილვებითა და კომენტარებით აივსო.

საზოგადოებრიობას გაახსენდა ადრინდელი შემთხვევები, რომლებშიც სექტის წევრები თავიანთი წინამძღოლების მიერ სიკვდილამდე იყვნენ მიყვანილნი: 1969 წელი — მენსონის მიერ ჩადენილი მკვლელობები კალიფორნიაში; 1978 წელი — სექტის წევრების მასობრივი თვითმკვლელობა ჯონსტაუნში (გაიანა); 1987 წელი — კორეაში ერთ-ერთი სექტის ხელმძღვანელის პაკ სუნ-ჯას მიერ თანამორწმუნეებთან მკვლელობასა და თვითმკვლელობაზე ხელშეკრულების დადება, რომელსაც მოჰყვა 32 წევრის სიკვდილი. საყურადღებოა, რომ ამ ადამიანთაგან უმეტესობა ქრისტიანად იწოდებოდა და ბიბლიის მიმართ რწმენას აცხადებდა.

გასაგებია, რომ მრავალი, ვინც ბიბლიას პატივს სცემს, როგორც ღმერთის სიტყვას, შეძრწუნებულია ასეთი სექტების მიერ საღვთო წერილის უსირცხვილოდ და ბოროტად გამოყენებით. ამის შედეგად, წლების განმავლობაში სექტების საქმიანობის მეთვალყურეობისა და მათი სახიფათო მოქმედებების მხილების მიზნით შეიქმნა ასობით ორგანიზაცია. სექტების ადათ-წესების მცოდნე კვალიფიცირებული სპეციალისტები წინასწარმეტყველებენ, რომ რამდენიმე წელში, ახალი ათასწლეულის დადგომისას, შესაძლებელია სექტების მომრავლება. ერთ-ერთი საინფორმაციო ჟურნალი აღნიშნავს, რომ ანტისექტანტური ორგანიზაციების მტკიცების თანახმად არსებობს ათასობით სექტა, რომელიც „მზად არის მართოს თქვენი სხეული, დაეუფლოს თქვენს გონებას, გახრწნას თქვენი სული. . . მათ შორის სულ რამდენიმეა შეიარაღებული, ხოლო უმრავლესობა სახიფათოდ ითვლება. ისინი მიგიტყუებენ და გაგძარცვავენ, დაგაქორწინებენ და დაგმარხავენ“.

რა არის სექტა?

გამოთქმა „სექტა“ ფართოდ გამოიყენება იმ ადამიანთა შორის, რომლებმაც, შესაძლოა, არ იციან ამ გამოთქმის სრული მნიშვნელობა. ზოგიერთი ღვთისმეტყველი, დაბნეულობის გამომწვევი პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ამ გამოთქმის გამოყენებას, ფაქტობრივად, ერიდება.

„მსოფლიო ენციკლოპედია“ (ინგლ.) განმარტავს: „ტრადიციულად, გამოთქმა სექტა მიეკუთვნება თაყვანისცემის ან წეს-ჩვეულების დაცვის რაიმე ფორმას“. ამ კრიტერიუმიდან გამომდინარე, სექტა შეიძლება ეწოდოს ყველა რელიგიურ ორგანიზაციას. და მაინც, დღეს საზოგადოდ ცნობილ სიტყვა „სექტა“-ს განსხვავებული მნიშვნელობები აქვს. იგივე ენციკლოპედია შენიშნავს: „XX საუკუნის შუა წლებიდან სექტების ფართოდ გავრცელებამ შეცვალა ამ გამოთქმის მნიშვნელობა. დღეს ეს გამოთქმა ეხება ჯგუფებს, რომელთაც ხელმძღვანელობს, ახალი და არაორთოდოქსული მოძღვრებებისა და ადათ-წესების ჩამომყალიბებელი ლიდერი“.

ჟურნალი „ნიუსუიკ“-ი ადასტურებს ამ გამოთქმის სახალხოდ გამოყენებას; ის ხსნის, რომ სექტები „ჩვეულებრივ, პატარა, ექსტრემისტული ჯგუფებია, რომელთა წევრები ბაძავენ ცალკეულ ღვთის მიერ შთაგონებულ პიროვნებას და ისაკუთრებენ მის მიზანს“. მსგავსად ამისა, ჟურნალი „ეიჟაუიკ“-ი შენიშნავს: „თვითონ გამოთქმა [სექტა] გაურკვეველია, მაგრამ ჩვეულებრივ ნიშნავს ღვთის მიერ შთაგონებული ლიდერის გარშემო ჩამოყალიბებულ ახალ სარწმუნოებას, რომელიც ხშირად საკუთარ თავს ღმერთის განსახიერებად აცხადებს“.

ენა, რომელიც გამოიყენეს მერილენდის შტატის (აშშ) მე-100 კონგრესის ორივე პალატის საერთო დადგენილებაში, ასევე გადმოსცემს სიტყვა „სექტა“-ს დამამცირებელ მნიშვნელობას. დადგენილება იუწყება: „სექტა არის დაჯგუფება ანუ მოძრაობა, რომელიც ამჟღავნებს გადაჭარბებულ თავდადებას პიროვნების ან იდეის მიმართ და რომელიც თავისი ლიდერების მიზნების მისაღწევად დარწმუნების და ზეგავლენის უზნეო ხერხებს იყენებს“.

ნათელია, რომ სექტებად ძირითადად ითვლება რელიგიური ჯგუფები, რომლებიც ეყრდნობიან უკიდურეს განზრახვებსა და წეს-ჩვეულებებს და არ ეთანხმებიან დღეს საყოველთაოდ აღიარებულ საზოგადოებრივ ნორმებს. ჩვეულებრივად, მათი რელიგიური საქმიანობა ტარდება საიდუმლოდ. სექტანტური ჯგუფების უმრავლესობა, ფაქტობრივად, თემებად ცალკევდება. თვითმარქვია ლიდერის მიმართ მათი თავდადება, როგორც წესი, უდავო და განსაკუთრებულია. ხშირად ეს ლიდერები ტრაბახობენ იმით, რომ ღმერთის რჩეულები არიან ან ღვთაებრივ თვისებებს ფლობენ.

ზოგჯერ, ანტისექტანტური ორგანიზაციები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იეჰოვას მოწმეებს მოიხსენიებენ, როგორც სექტას. ახლახან გამოქვეყნებული გაზეთების სტატიებში იეჰოვას მოწმეებს ათავსებენ საეჭვო მოღვაწეობით ცნობილ რელიგიურ ჯგუფებთან ერთად. მაგრამ, იქნებოდა კი მართალი გვეფიქრა იეჰოვას მოწმეებზე, როგორც ექსტრემისტულ რელიგიურ ჯგუფზე? სექტების წევრები ხშირად განცალკევებულნი არიან მეგობრებისგან, ოჯახისა და საერთოდ საზოგადოებრიობისგანაც კი. იქცევიან თუ არა ასე იეჰოვას მოწმეები? იყენებენ თუ არა მოწმეები მაცდუნებელ და უზნეო ხერხებს წევრების ჩასათრევად?

ცნობილია, რომ თავისი მიმდევრების გონების მართვისთვის სექტების ლიდერები მზაკვრულ ხერხებს იყენებენ. არის თუ არა იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რომ იეჰოვას მოწმეები აკეთებენ ამას? არის კი მათი თაყვანისცემა საიდუმლო? მისდევენ თუ არა ლიდერ-ადამიანს და თაყვანს სცემენ მას? უბრალოდ რომ ვთქვათ, წარმოადგენენ თუ არა იეჰოვას მოწმეები სექტას?

[საავტორო უფლება მე-3 გვერდზე]

Jerry Hoefer/Fort Worth Star Telegram/Sipa Press

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება