საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w94 9/15 გვ. 3-4
  • პატიობ თუ არა შენ?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • პატიობ თუ არა შენ?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1994
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • პატიება ძალისხმევას მოითხოვს
  • „მიუტევეთ ერთმანეთს“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • მთელი გულით მიუტევეთ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • რატომ უნდა ვიყოთ მიმტევებლები?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1994
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1994
w94 9/15 გვ. 3-4

პატიობ თუ არა შენ?

ბილისა და თავისი 16 წლის ქალიშვილისთვის, ლიზასთვის, ძნელი იყო შეგუებოდნენ ერთმანეთს. უმნიშვნელო უთანხმოებები მათ შორის ხშირად გადაიზრდებოდა ხოლმე ხმამაღალ კონფლიქტში. ბოლოს, დაძაბულობა იმ დონემდე გაიზარდა, რომ ლიზას სთხოვეს, დაეტოვებინა სახლიa.

რამდენიმე ხნის შემდეგ ის მიხვდა, რომ დამნაშავე იყო და ცდილობდა მამისგან პატიება მიეღო. მაგრამ მისი წარსული შეცდომების პატიების ნაცვლად, გაღიზიანებულმა მამამ უარყო მისი შერიგების მცდელობა. წარმოიდგინე! მას სურვილიც კი არ ჰქონდა, ეპატიებინა საკუთარი შვილისთვის!

საუკუნეების წინ უდანაშაულო ადამიანს სიკვდილი მიუსაჯეს დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. მოწმეებმა ცრუ ჩვენება მისცეს და პოლიტიკურმა მოხელეებმა თვალი დახუჭეს სამართლიანობაზე. ეს უდანაშაულო პიროვნება იყო იესო ქრისტე. სიკვდილის წინ, ის ღმერთს ევედრებოდა: „მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ“ (ლუკა 23:34).

იესო მზად იყო მთელი გულით ეპატიებინა და მისი მიმდევრებიც მოწოდებული არიან ამ საკითხში მას მიბაძონ (ეფესელთა 4:32). მაგრამ, ბილის მსგავსად, ბევრს არ სურს, რომ გულწრფელად აპატიოს. შენ როგორ შეესაბამები ამ მოთხოვნას? გაქვს თუ არა სურვილი აპატიო სხვებს, როცა ისინი სცოდავენ შენს წინაშე? ან რა, თუ შენს მიმართ მძიმე ცოდვა ჩაიდინეს? უნდა იყოს თუ არა ისიც მიტევებული?

პატიება ძალისხმევას მოითხოვს

გავითვალისწინოთ, რომ პატიება ყოველთვის ადვილი არ არის. ამ კრიტიკულ დროში ადამიანების ურთიერთობა უფრო და უფრო პრობლემატური ხდება. ოჯახური ცხოვრება განსაკუთრებით სავსეა სტრესებით და დაძაბულობებით. ქრისტიანმა მოციქულმა, პავლემ, დიდი ხნის წინ შეგვატყობინა, რომ ასეთი ვითარება გაბატონდებოდა „უკანასკნელ დღეებში“. მან თქვა: „ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი. . . კეთილის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, გაბღენძილნი“ (2 ტიმოთე 3:1–4).

გარდა ამისა, თითოეული ჩვენგანი აუცილებლად ხვდება გარეშე ძალების ზეგავლენის ქვეშ და ეს ცდის სხვებისადმი ჩვენი მიტევების უნარს. და უფრო მეტიც, ჩვენ ვეწევით შინაგან ბრძოლას. პავლე წუხდა: „არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მნებავს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მნებავს ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არა მნებავს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული“ (რომაელთა 7:19, 20). აქედან გამომდინარე, მრავალი ჩვენგანი არ პატიობს ისე, როგორც გვსურდა გვეპატიებინა. და ბოლოს, მემკვიდრეობით გადმოცემული არასრულყოფილება და ცოდვა უდიდეს გავლენას ახდენს ყოველ ჩვენგანზე და ზოგჯერ გვართმევს ადამიანებისადმი თანაგრძნობის უნარს.

როცა ერთი ქალი აღძრეს ეპატიებინა მეორისთვის უმნიშვნელო წყენა, მან განაცხადა: „არავინ არის პატიების ღირსი“. ერთი შეხედვით რომ ვთქვათ, ასეთი შენიშვნა შეიძლება მოგეჩვენოს ცივი, უგულო, ცინიკურიც კი. მაგრამ, თუ ღრმად ჩავუკვირდებით, ის არის იმედის გაცრუების მაჩვენებელი, რომელსაც გრძნობს ადამიანთა უმრავლესობა, როდესაც ისინი წუთისოფელში პირისპირ ხვდებიან ისეთ მოვლენებს, როგორიცაა: ეგოიზმი, მტრობა და დაუდევრობა. ერთმა მამაკაცმა თქვა: „ადამიანები სარგებლობენ შენი მიმტევებლობით. ისინი თავზე გასხდებიან“.

გასაკვირი არ არის, რომ მიმტევებლური პოზიციის განვითარება ამ უკანასკნელ დღეებში ძნელია. ბიბლია მაინც მოგვიწოდებს, ვაპატიოთ მთელი გულით (შეადარე 2 კორინთელთა 2:7). რატომ უნდა ვიყოთ მიმტევებლები?

[სქოლიოები]

a სახელები შეცვლილია.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება