საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w95 4/15 გვ. 20-31
  • „დღე, თონესავით ავარვარებული“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „დღე, თონესავით ავარვარებული“
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1995
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • არის თუ არა იეჰოვა სასტიკი ღმერთი?
  • „მზე“ ბრწყინავს
  • დიდებული საგანმანათლებლო პროგრამა
  • ვინ გადარჩება იეჰოვას დღეს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მალაქია“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • ბიბლიის წიგნი 39 — მალაქია
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • იეჰოვას საშინელი დღე ახლოს არის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1995
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1995
w95 4/15 გვ. 20-31

„დღე, თონესავით ავარვარებული“

„აჰა, მოდის დღე, თონესავით ავარვარებული“ (მალაქია 3:19).

1. რომელი კითხვები იბადება მალაქიას 3:19-თან დაკავშირებით?

ბედნიერები არიან უკანასკნელ დღეებში მცხოვრები ადამიანები, ვის სახელებსაც იეჰოვა ირჩევს თავის სამახსოვრო წიგნში ჩასაწერად. მაგრამ რა შეიძლება ითქვას მათზე, ვინც არ ემზადება ამ უპირატესობისთვის? რა მოუვათ მმართველებს ან უბრალო ადამიანებს, თუ აბუჩად იგდებენ ღმერთის სამეფოს მქადაგებლებსა და მათ ცნობას? მალაქია მოგვითხრობს პასუხისგების დღის შესახებ. მესამე თავის მეცხრამეტე მუხლში ვკითხულობთ: „რადგან, აჰა, მოდის დღე, თონესავით ავარვარებული და ყველა ამპარტავანი და ავისმოქმედი ჩალა იქნება და გადაბუგავს მათ მომავალი დღე, ამბობს ცაბაოთ უფალი; ისე რომ არ შეარჩენს არც ძირს და არც რტოს“.

2. როგორ თვალსაჩინოდ აღწერა იეჰოვას განაჩენი ეზეკიელმა?

2 ასევე, ერებისადმი იეჰოვას განაჩენს სხვა წინასწარმეტყველებიც ადარებენ ქურაში გავარვარებულ ცეცხლს. რამდენად სათანადოდ აღწერს ღმერთის განაჩენს განდგომილი ქრისტიანული სამყაროს სექტების მიმართ ეზეკიელის 22:19–22! ჩვენ ვკითხულობთ: „ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი წიდა და ხენჯი გახდით ყველანი, ამიტომაც, აჰა, შეგკრებთ ყველას. . . როგორც აგროვებენ ვერცხლს, სპილენძს, რკინას, ტყვიას და კალას ქურაში, რომ ცეცხლი მიუბერონ გადასადნობად, ასე შეგაგროვებთ ჩემი რისხვითა და წყრომით, ჩაგდებთ და გადაგადნობთ. შეგყრით და მოგბერავთ ჩემი რისხვის ცეცხლს და გადადნებით. . . როგორც ვერცხლი დნება ქურაში, ასე გადადნებით. . . და მიხვდებით, რომ მე, უფალმა, დაგანთხიეთ ჩემი რისხვა“.

3, 4. ა) რას აცხადებს თვალთმაქცურად სამღვდელოება? ბ) როგორი საძაგელი რეპუტაცია აქვს რელიგიას?

3 ნამდვილად შემაძრწუნებელი სურათია! ეს შურისგების დღე აუცილებლად ეწევა სამღვდელოებას, რომელმაც გაბედა გამოყენებიდან იეჰოვას სახელის ამოღება და კიდეც გმობს ამ წმინდა სახელს. ისინი თავდაჯერებულად აცხადებენ, რომ თვითონ და მათი პოლიტიკური მოკავშირეები დაამყარებენ ღმერთის სამეფოს დედამიწაზე ან, უკიდურეს შემთხვევაში, დედამიწას გახდიან ამ სამეფოსთვის შესაფერის ადგილად.

4 განდგომილი ქრისტიანული სამყარო შეუერთდა პოლიტიკურ მთავრებს საშინელ ომებში. ისტორია გვატყობინებს შუა საუკუნეების ჯვაროსნულ ლაშქრობებზე, ესპანეთის ინკვიზიციის მიერ რწმენაში ადამიანების იძულებით მოქცევაზე, ოცდაათწლიან ომზე, რომელიც მასიურად სპობდა XVII საუკუნის ევროპას და ესპანეთში 1930-იან წლებში მომხდარ სამოქალაქო ომზე, რომელიც ამ ქვეყანაში კათოლიციზმის შენარჩუნების გამო მიმდინარეობდა. ყველაზე დიდი სისხლისღვრა მოჰყვა ჩვენი საუკუნის ორ მსოფლიო ომს, როცა ხოცვა-ჟლეტაში ჩაბმული კათოლიკეები და პროტესტანტები განურჩევლად ხოცავდნენ თანამორწმუნეებსა და ასევე სხვა რელიგიების წარმომადგენლებს. უფრო თანამედროვე დროს მომხდარ შეტაკებებს მიეკუთვნება სასიკვდილო ბრძოლა კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის ირლანდიაში, რელიგიურ ფრაქციებს შორის ინდოეთში და რელიგიურ ჯგუფებს შორის ყოფილ იუგოსლავიაში. ასევე, რელიგიური ისტორიის გვერდები დასვრილია იეჰოვას ათასობით ერთგული მოწმის სისხლით, რომლებსაც აწამებდნენ (გამოცხადება 6:9, 10).

5. როგორი განაჩენი ელოდება ცრუ რელიგიას?

5 შეუძლებელია არ დავაფასოთ იმ მოახლოებული განაჩენის სამართლიანობა, რომელიც იეჰოვამ გამოუტანა დიდ ბაბილონს, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელს, მის მხარდამჭერებთან ერთად. განაჩენი აღწერილია გამოცხადების 18:21, 24-ში: «ასწია ერთმა ძლიერმა ანგელოზმა დიდი დოლაბის მსგავსი ქვა და გადააგდო ზღვაში და თქვა: „ასეთი დაცემით დაემხობა დიდი ქალაქი ბაბილონი და აღარ იქნება. მასშია ნაპოვნი წინასწარმეტყველთა, წმიდათა და დედამიწაზე ყველა მოკლულის სისხლი“».

6. ა) ვინ უნდა იქცეს ჩალად და რატომ? ბ) რაში არიან დარწმუნებული ადამიანები, რომლებსაც იეჰოვას შიში აქვთ?

6 თავის დროზე, სიმართლის ყველა მტერი და ყოველი, ვინც მათ მიჰყვება, „ჩალა იქნება“. იეჰოვას დღე თონესავით დაწვავს მათ. „არ შეარჩენს არც ძირს და არც რტოს“. ამ შურისგების დღეს, პატარა ბავშვები, ანუ რტოები სამართლიანად დაექვემდებარებიან ფესვებისთვის, მშობლებისთვის გამოტანილ განაჩენს, რომლებმაც აღზარდეს ისინი. ბოროტ მშობლებს აღარ ეყოლებათ შთამომავლობა, რომელიც სამარადისოდ დააწესებდა მათ ბოროტ გზებს. ხოლო ადამიანები, რომლებიც ღმერთის სამეფოს აღთქმებისადმი რწმენას ავლენენ, არ შეირყევიან. ამიტომ ებრაელთა 12:28, 29 შეგვაგონებს: „ვიქონიოთ მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოწიწებითა და მოშიშებით. რადგან ჩვენი ღმერთი მჭამელი ცეცხლია“.

არის თუ არა იეჰოვა სასტიკი ღმერთი?

7. რა მხრივ შეიცავს იეჰოვას განაჩენი სიყვარულს?

7 ნიშნავს თუ არა ყოველივე ეს, რომ იეჰოვა სასტიკი და შურისმაძიებელი ღმერთია? სრულიადაც არა! იოანეს პირველი წერილის 4:8-ში მოციქული ძირითად ჭეშმარიტებას აცხადებს: „ღმერთი სიყვარულია“. შემდეგ, მეთექვსმეტე მუხლში ის ხაზგასმით უმატებს: „ღმერთი სიყვარულია, ხოლო სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი — მასში“. იეჰოვა კაცობრიობისადმი სიყვარულის გამო აპირებს ყოველი ბოროტებისგან დედამიწის გაწმენდას. ჩვენი მოსიყვარულე, მწყალობელი ღმერთი აცხადებს: „ცოცხალიმც ვარ. . . თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი, თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს! მოიქეცით, მოიქეცით თქვენი გზიდან, ბოროტეულნო! რისთვის უნდა დაიხოცოთ“ (ეზეკიელი 33:11).

8. როგორ გაუსვა ხაზი იოანემ სიყვარულს, თუმცა, ამავე დროს, ქუხილის ძედ გამოავლინა თავი?

8 იოანე უფრო ხშირად მიუთითებს „ა·გაʹპე“-ზე, პრინციპებზე დაფუძნებულ სიყვარულზე, ვიდრე სამი სახარების მწერლები ერთად, მაგრამ მარკოზის 3:17-ში თვითონ იოანე „ქუხილის“ ძედ არის წოდებული. იეჰოვას შთაგონებით ამ ქუხილის ძემ დაწერა ბიბლიის ბოლო წიგნის, გამოცხადების აპოკალიფსური ცნობები, რომელიც იეჰოვას სამართლიანად განმკითხველ ღმერთად აღწერს. ეს წიგნი სავსეა სამსჯავრო გამოთქმებით, როგორიცაა: ‘ღვთის მძვინვარების დიდი საწნახელი’, „ღვთის მძვინვარების შვიდი თასი“ და ‘ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვა’ (გამოცხადება 14:19; 16:1; 19:15).

9. როგორ გამოთქვა იესომ იეჰოვას სასჯელები და როგორ შესრულდა მისი წინასწარმეტყველებები?

9 ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რომელიც არის „უხილავი ღვთის ხატება“, გაბედულად აცხადებდა იეჰოვას მრავალ განაჩენს, როცა აქ , დედამიწაზე იყო (კოლასელთა 1:15). მაგალითად, მათეს 23-ე თავში (აქ) შვიდჯერ გვხვდება „ვაი“, რომელსაც პირდაპირ უცხადებდა იმდროინდელ რელიგიურ პირმოთნეებს. საბრალდებო განაჩენი მან დაასრულა ამ სიტყვებით: „იერუსალიმო, იერუსალიმო, დამხოცველო წინასწარმეტყველთა და ჩამქოლავო შენთან მოვლინებულთა! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ. აჰა, გრჩებათ ოხრად თქვენი სახლი“. ოცდაჩვიდმეტი წლის შემდეგ განაჩენი შესრულდა რომის ჯარის საშუალებით გენერალ ტიტუსის მეთაურობით. ეს დღე შემაძრწუნებელი იყო და წინასწარმეტყველებდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელ დღეზე — იეჰოვას დღეზე, რომელიც ძალიან მალე იფეთქებს.

„მზე“ ბრწყინავს

10. როგორ მოაქვს ‘სიმართლის მზეს’ სიხარული ღმერთის ხალხისთვის?

10 იეჰოვა გვამცნობს, რომ იქნებიან ადამიანები, რომლებიც გადაურჩებიან მის დღეს. ის მიუთითებს ამაზე მალაქიას 3:20-ში მოყვანილი სიტყვებით: „ამოგიბრწყინდებათ, ჩემი სახელის მოშიშნო, მზე სიმართლისა და კურნება იქნება მის ფრთებზე“. სიმართლის მზე სხვა არავინ არის თუ არა თვითონ იესო ქრისტე. ის არის ‘წუთისოფლის’ სულიერი ‘ნათელი’ (იოანე 8:12). როგორ ბრწყინავს ის? ის ამოდის და განკურნება აქვს ფრთებზე — პირველად, სულიერი განკურნება, რომელსაც დღეს განვიცდით ხოლო შემდეგ, მომავალ ახალ ქვეყნიერებაში, ყველა ერის ადამიანთა ფიზიკური განკურნება (მათე 4:23; გამოცხადება 22:1, 2). მალაქიას სიტყვების თანახმად, განკურნებულები, გადატანითი მნიშვნელობით, ბაგიდან აშვებული ‘ხბოებივით გამოვლენ და აკუნტრუშდებიან’. ასევე, რამდენად დიდ სიხარულს განიცდიან აღდგენილი ადამიანები, რომლებსაც ექნებათ პერსპექტივა, მიაღწიონ ადამიანურ სრულყოფილებას!

11, 12. ა) როგორი დასასრული ელოდება ბოროტებს? ბ) როგორ ‘გათელავს ბოროტეულთ’ ღმერთის ხალხი?

11 მაგრამ რას ვიტყოდით ბოროტებზე? მალაქიას 3:21-ში ვკითხულობთ: „გათელავთ ბოროტეულთ, რადგან უნდა გაცამტვერდნენ ისინი თქვენს ტერფებქვეშ იმ დღეს, რომელსაც მე ვამზადებ, ამბობს ცაბაოთ უფალი“. ამ დროს, თავის მოყვარულთა დაცვისას, ჩვენი მეომარი ღმერთი გაწმენდს დედამიწას ტირანული მტრებისგან იმით, რომ მოსპობს მათ. სატანა და მისი დემონები აილაგმებიან (ფსალმუნი 144:20; გამოცხადება 20:1–3).

12 ღმერთის ხალხი არ იღებს მონაწილეობას ბოროტი ადამიანების განადგურებაში. მაგრამ როგორ ‘თელავენ ბოროტეულთ’? ამას ისინი გადატანითი მნიშვნელობით აკეთებენ, დიდებული გამარჯვების დღესასწაულში მონაწილეობის მიღებით. გამოსვლის 15:1–21 აღწერს ასეთ დღესასწაულს. ეს დღესასწაული მოჰყვა ფარაონისა და მისი ჯარის განადგურებას მეწამულ ზღვაში. რათა შესრულდეს ესაიას 25:3–9, „მტარვალთა“ ჩამოშორებას უნდა მოჰყვეს ღმერთის აღთქმასთან დაკავშირებული გამარჯვების ნადიმი: „შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს, წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს მთელი ქვეყნიდან, რადგან უფალმა ბრძანა. იტყვიან იმ დღეს: აჰა, ეს არის ღმერთი ჩვენი. . . ეს არის უფალი, მას ვესავდით! ვიშვათ და გავიხაროთ მისმიერი ხსნით!“ ამ სიხარულში არ იქნება შურისგების სული ან ღვარძლიანი კმაყოფილება, არამედ ლხენა, რადგან გაერთიანებული კაცობრიობა იხილავს იეჰოვას სახელის განწმენდას და მშვიდობიანი ცხოვრებისთვის გაწმენდილ დედამიწას.

დიდებული საგანმანათლებლო პროგრამა

13. როგორი განათლება იქნება ‘ახალ დედამიწაზე’?

13 მალაქიას 3:22-ში იუდეველებს ურჩევდნენ ‘გაეხსენებინათ მოსეს რჯული’. ამიტომ, გალატელთა 6:2-ში მოხსენიებულის თანახმად, დღეს ჩვენ „ქრისტეს რჯულს“ უნდა მივყვებოდეთ. უეჭველია, რომ არმაგედონგადატანილები უზრუნველყოფილი იქნებიან ამ რჯულზე დაფუძნებული მომდევნო მითითებებით, და ეს მითითებები, შესაძლოა, ჩაწერილი იყოს გამოცხადების 20:12-ში მოხსენიებულ „წიგნებში“, რომლებიც აღდგომის დროს გაიხსნება. რამდენად დიდებული დღე იქნება, როცა მკვდრეთით აღდგენილი ადამიანები განსწავლული იქნებიან, რომ მიჰყვნენ ‘ახალი დედამიწის’ ცხოვრებას! (გამოცხადება 21:1, აფ).

14, 15. ა) როგორ გამოიცნობა დღევანდელი ელია? ბ) რომელ პასუხისმგებლობას ასრულებს ელიას კლასი?

14 ეს იქნება ფართოდ გავრცელებული საგანმანათლებლო საქმიანობა, რომლის შესახებაც იეჰოვამ შეგვატყობინა, როგორც ეს მალაქიას 3:23-ში წერია: „აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დღის, დიდის და საშინელის დადგომამდე“. ვინ არის დღევანდელი ელია? მათეს 16:27, 28-ში ნაჩვენების თანახმად, ‘თავის სასუფეველში მოსვლაზე’ მითითებისას, იესომ თქვა: „მოვა კაცის ძე თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულ კაცს მისი ნამოქმედარის მიხედვით“. ექვსი დღის შემდეგ, პეტრესთან, იაკობსა და იოანესთან ერთად მთაზე ყოფნისას „ფერი იცვალა მათ წინაშე: გაბრწყინდა მისი სახე მზესავით, ხოლო მისი სამოსელი ნათელივით გასპეტაკდა“. მარტო იყო ამ ხილვაში? არა, რადგან „აჰა, გამოეცხადნენ მათ მოსე და ელია, მასთან მოსაუბრენი“ (მათე 17:2, 3).

15 რისი აღმნიშვნელი შეიძლება ყოფილიყო ეს? ეს მიუთითებდა იესოზე, როგორც დიდ მოსეზე, როცა გასამართლებისთვის მოვიდოდა (მეორე რჯული 18:18, 19; საქმეები 3:19–23). შემდეგ ის დღევანდელ ელიასთან დაამყარებდა კავშირს, დიდმნიშვნელოვანი სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც დაკავშირებულია სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებასთან მთელ დედამიწაზე, სანამ იეჰოვას დიადი და საშინელი დღე იფეთქებდა. ამ „ელიას“ საქმიანობის აღწერისას მალაქიას 3:24 გვამცნობს: „ის შეარიგებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლისას ქვეყანა შეჩვენებით არ შევმუსრო“. ამრიგად „ელია“ წარმოადგენს დედამიწაზე მცხოვრები ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარ ერთგული და გონიერი მონის კლასს, რომელსაც ბატონმა, იესომ, მიანდო თავისი საბადებელი. ეს შეიცავს რწმენით სახლეულებისთვის საჭირო სულიერი ‘საზრდოს დროულად’ მიწოდებას (მათე 24:45, 46).

16. რომელი სასიხარულო შედეგები გამოიღო ელიას კლასის საქმიანობამ?

16 დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ამ მასაზრდოებელი პროგრამის სასიხარულო შედეგები. ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“, რომლის ყოველი გამოცემა 120 ენაზე, ამათგან 97 ენაზე ერთდროულად, 16 100 000-იანი ტირაჟით გამოდის, ავსებს დედამიწას ‘კეთილი ცნობით სამეფოს შესახებ’ (მათე 24:14, აქ). მრავალ ენაზე გამოცემული სხვა პუბლიკაციები გამოიყენება იეჰოვას მოწმეთა სამქადაგებლო და სასწავლო მსახურების სხვადასხვა სფეროში. ელიას კლასი, ერთგული და გონიერი მონა, ფხიზლობს, რათა უხვად დააკმაყოფილოს ყველა, ‘ვისაც შეგნებული აქვს სულიერი მოთხოვნილებები’ (მათე 5:3, აქ). გარდა ამისა, ადამიანები, რომლებსაც სამეფოს იმედი აქვთ და მასთან შეთანხმებულად მოქმედებენ, შესანიშნავი საერთაშორისო ერთობის ნაწილს შეადგენენ. ეს ერთობა შეიცავს უამრავ ხალხს „ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან“ (გამოცხადება 7:9). როცა ეს საქმიანობა შესრულდება ისეთი მასშტაბით, როგორსაც იეჰოვა თვლის საჭიროდ, მაშინ მის დიდებულ და საშინელ დღეს მოვა აღსასრული.

17. როდის იფეთქებს იეჰოვას საშინელი დღე?

17 ზუსტად როდის დაგვატყდება ეს საშინელი დღე? მოციქული პავლე პასუხობს: „უფლის დღე ღამით ქურდივით მოვა. ვინაიდან, როცა [ისინი] იტყვიან [შესაძლოა განსაკუთრებულად]: მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ მოულოდნელად დაატყდებათ თავს განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობის ტკივილები, და ვერ დააღწევენ თავს“ (1 თესალონიკელთა 5:2, 3).

18, 19. ა) როგორ ცხადდება ‘მშვიდობა და უსაფრთხოება’ ? ბ) როდის გათავისუფლდება იეჰოვას ხალხი?

18 ვინ არიან ამ წინასწარმეტყველებაში „ისინი“? პოლიტიკური წინამძღოლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ამ მოძალადე ქვეყნიერების დაქუცმაცებული ნაწილებისგან შეუძლიათ ერთიანი ახალი წესრიგის დამყარება. მათმა გრანდიოზულმა ქმნილებებმა — ერთა ლიგამ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ — ვერ გააკეთეს ეს. იეჰოვას წინასწარმეტყველის სიტყვების თანახმად, ისინი ახლაც კი „ამბობენ: მშვიდობააო, მშვიდობა! თუმცა არ არის მშვიდობა“ (იერემია 6:14; 8:11; 14:13–16).

19 ამასობაში, იეჰოვას ხალხი ითმენს უღმრთო ქვეყნიერების მხრიდან მრავალნაირ ზემოქმედებასა და დევნებს. მაგრამ ძალიან მალე, როგორც მეორე თესალონიკელთა 1:7, 8-ში არის მოხსენიებული, ისინი გათავისუფლდებიან, „როდესაც უფალი იესო გამოცხადდება ციდან, თავისი ძალის ანგელოზებითურთ, რომელიც ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას“.

20. ა) რას ამბობენ საფონიასა და აბაკუმის წინასწარმეტყველებები დღის შესახებ, რომელიც ‘თონესავით არის ავარვარებული’? ბ) როგორ რჩევასა და გამხნევებას გვაძლევენ ეს წინასწარმეტყველებები?

20 რამდენად მალე მოხდება ეს? მრავალი ჩვენგანი დიდი ხანია ელოდება ამას. ამასობაში, თავმდაბალი ადამიანების დიდ რაოდენობას, რომლებიც გადარჩებიან, პასუხად ეძლევა სოფონიას 2:2, 3-ში ჩაწერილი მოწოდება: „ეძიეთ უფალი. . . ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს“. შემდეგ, სოფონიას 3:8 შეიცავს შეგონებას: „ამიტომაც მელოდეთ მე, ამბობს უფალი, იმ დღემდე, როცა მოწმედ დავდგები, რადგან ჩემი განგებით მოიყრიან თავს ხალხები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი რისხვა, მთელი ჩემი წყრომა, რადგან ჩემი შურის ცეცხლში უნდა შთაინთქას მთელი ქვეყანა“. აღსასრული ახლოს არის! იეჰოვამ იცის ის დღე და საათი და არ შეცვლის თავის განრიგს. მოდი, ვიყოთ უდრეკად მომთმენნი. „რადგან უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება“ (აბაკუმი 2:3). იეჰოვას საშინელი დღე უფრო ახლოა, ვიდრე ოდესმე უწინ. გახსოვდეს, ეს დღე არ დაბრკოლდება!

გამეორებისთვის:

◻ როგორ გადაიტანენ იეჰოვას საშინელ დღეს მმართველები და მათი ქვეშევრდომები?

◻ როგორი ღმერთია იეჰოვა?

◻ როგორი განათლება არის აღწერილი ღმერთის ხალხისთვის?

◻ რას შეგვაგონებენ ღმერთის წინასწარმეტყველები აღსასრულის მოახლოებასთან დაკავშირებით?

[სურათი 27-ე გვერდზე]

ესპანეთის ინკვიზიციის განმავლობაში მრავალ ადამიანს იძულებით აქცევდნენ კათოლიციზმში.

[საავტორო უფლება]

The Complete Encyclopedia of Illustration/J. G. Heck

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება