საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w97 8/1 გვ. 3-4
  • სინდისი — ტვირთია თუ მადლი?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სინდისი — ტვირთია თუ მადლი?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • სინდისი — ბიბლიის თვალსაზრისი
  • კარგად არის განსწავლული თქვენი სინდისი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • როგორ შეგიძლია შეინარჩუნო სუფთა სინდისი?
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
  • სინდისი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მოუსმინეთ შინაგან ხმას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
w97 8/1 გვ. 3-4

სინდისი — ტვირთია თუ მადლი?

„სინდისი მაწუხებს!“ დროდადრო თითქმის ყოველი ჩვენგანი გრძნობს სინდისის ქენჯნას. მსგავსმა გრძნობამ შეიძლება სხვადასხვა შეგრძნებები გამოიწვიოს მსუბუქი დისკომფორტიდან მტანჯველ ტკივილამდე. შეშფოთებულმა სინდისმა შეიძლება დეპრესია ან წარუმატებლობის ღრმა გრძნობაც კი გამოიწვიოს.

ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, ტვირთი ხომ არ არის სინდისი? ზოგი შეიძლება ასეც ფიქრობს. ადრინდელი თაობის მოაზროვნეებს ხშირად სინდისი შინაგან, თანდაყოლილ უნარად მიაჩნდათ. მრავალი ფიქრობდა, რომ ის უშუალოდ ღვთისგან იყო ბოძებული და ზნეობას ხელმძღვანელობდა. ამიტომ სინდისს „ადამიანში ღვთის არსებობას“, „ჩვენს თავდაპირველ ბუნებასა“ და „ღვთის ხმასაც“ კი უწოდებდნენ.

მაგრამ ბოლო წლებში პოპულარული გახდა მტკიცება, რომ სინდისი უმეტესწილად შეძენილი უნარი, მშობლებისა და სოციალური გარემოს გავლენის შედეგია. მაგალითად, ზოგი ფსიქოლოგი ამტკიცებს, რომ ბავშვი უმთავრესად დასჯის შიშით სწავლობს არასასურველი მოქმედებებისგან თავის არიდებას და სწამთ, რომ, რასაც ჩვენ სინდისს ვუწოდებთ, უბრალოდ, ჩვენი მშობლებისგან გადმოღებული ფასეულობები და შეხედულებებია. სხვები ფასეულობებისა და საყოველთაოდ მიღებული ნორმების გადაცემაში წამყვან ფაქტორად საზოგადოების როლზე მიუთითებენ. ზოგისთვის სინდისის ქენჯნა სხვა არაფერია, თუ არა წინააღმდეგობა საკუთარ სურვილსა და იმას შორის, რის გაკეთებასაც მკაცრი საზოგადოება მოითხოვს!

სინდისის შესახებ თეორიების მიუხედავად, ხშირად ადამიანები უძლებენ მშობლების, ოჯახის და მთელი საზოგადოების გავლენას და მოქმედებენ ისე, როგორც სინდისი კარნახობთ. ზოგი სინდისის გამო მზად იყო საკუთარი სიცოცხლეც კი გაეწირა! და მსოფლიო კულტურებში არსებული საკმაოდ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ისეთი საქმეები, როგორიცაა: მკვლელობა, ქურდობა, მრუშობა, სიცრუე და სისხლის აღრევა, თითქმის ყველგან ცუდად მიაჩნიათ. ნუთუ ეს იმის დამამტკიცებელი არ არის, რომ სინდისი თანდაყოლილი თვისებაა?

სინდისი — ბიბლიის თვალსაზრისი

ამ საკითხში ნამდვილ ავტორიტეტს იეჰოვა ღმერთი წარმოადგენს. ბოლოს და ბოლოს, ხომ „მან შეგვქმნა ჩვენ“ (ფსალმუნი 99:3). მას სრულიად ესმის ჩვენი ფიზიკური, გონებრივი და ზნეობრივი აგებულება. ღვთის სიტყვა, ბიბლია, განმარტავს, რომ ადამიანი ღვთის „ხატად“ იყო შექმნილი (დაბადება 1:26). ადამიანი სწორისა და არასწორის გარჩევის უნარით იყო შექმნილი; დასაწყისიდანვე სინდისი ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია (შეადარე დაბადება 2:16, 17).

მოციქული პავლე ამას ადასტურებს თავის წერილში რომაელთა მიმართ: „როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავიანთი თავის რჯული არიან. ისინი აჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები, ხან ბრალს რომ სდებენ ერთიმეორეს და ხან ამართლებენ“ (რომაელთა 2:14, 15). ყურადღება მიაქციე, რომ მრავალი, ვინც არ გაზრდილა იუდეველებისათვის მიცემული ღვთიური რჯულით, მაინც მიჰყვებოდა ღვთის რჯულის ზოგ კანონს და ეს ხდებოდა არა სოციალური გავლენის გამო, არამედ „ბუნებრივად“!

მაშასადამე, სინდისი სულაც არ არის ტვირთი, არამედ ღვთისგან ბოძებული ძღვენი, ძვირფასი თვისებაა. მართალია, ის ტკივილს იწვევს. მაგრამ სათანადო ყურადღების მიქცევისას მას შეუძლია ღრმა კმაყოფილებისა და შინაგანი მშვიდობის გრძნობით დაგვაჯილდოოს კიდეც. მას შეუძლია გვიხელმძღვანელოს, დაგვიცვას და აღგვძრას. ერთ-ერთი ნაშრომი (The Interpreter’s Bible) აღნიშნავს: „გონებრივი და ემოციური ჯანმრთელობის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება ცდილობს, შეამციროს უფსკრული მათ შორის, რასაც აკეთებს და რასაც ფიქრობს, რომ უნდა აკეთებდეს“. როგორ შეუძლია პიროვნებას ამ უფსკრულის შემცირება? შესაძლებელია თუ არა სინდისის ფორმირება და განსწავლა? ეს საკითხები შემდეგ სტატიაში იქნება განხილული.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება