საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w97 12/1 გვ. 29-31
  • ჩივილი ყოველთვის ცუდია?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ჩივილი ყოველთვის ცუდია?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ცუდი შედეგები საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის
  • განისჯება ყველა სახის ჩივილი?
  • ქრისტიანული კრება
  • უფლებამოსილ პირთან
  • რატომ არიან მომჩივანნი სიხარულს მოკლებულნი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1993
  • რატომ უნდა მოვერიდოთ ჩივილსა და წუწუნს?
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2021
  • ნუ იდრტვინებთ!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • განაგრძეთ მხარდამხარ მსახურება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
w97 12/1 გვ. 29-31

ჩივილი ყოველთვის ცუდია?

განა არსებობს იმაზე მტკივნეული წყენა, წყენა, რომელზეც არ შეგვიძლია ვიჩივლოთ? (მარკიზ დე კუსტინი, 1790—1857წ.).

ორი წელი იტანდა ახალგაზრდა ქალი თანამშრომლისგან სექსუალურ შეურაცხყოფას. მის პროტესტს შეურაცხყოფით პასუხობდნენ და ყურადღებას არ აქცევდნენ. გაჭირვების დამალვა მის ჯანმრთელობაზე მოქმედებდა, მაგრამ რის გაკეთება შეეძლო? აგრეთვე მოსწავლე, რომელიც კლასში საუკეთესოდ ითვლებოდა, გარიცხეს, რადგანაც მას სინდისი არ რთავდა ნებას, მონაწილეობა მიეღო საბრძოლო ხელოვნებების შესწავლაში, რასაც სკოლა მოითხოვდა. ორივე გრძნობდა, უსამართლოდ მოექცნენ, მაგრამ უნდა ეჩივლათ? თუ იჩივლებდნენ, ექნებოდათ შვების იმედი, ან იქნებ ეს უფრო გააუარესებდა საქმეს?

რადგანაც არასრულყოფილ ადამიანებს შორის არაიდეალურ ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ, ასეთი და კიდევ სხვანაირი საჩივრები დღეს ჩვეულებრივია. ჩივილი შეიძლება გამოიხატებოდეს მთელი რიგი ფორმებით: უკმაყოფილებით, მწუხარებით, ტკივილით, რამეზე გაბრაზებით ან სასამართლოში ჩივილით. ადამიანთა უმრავლესობა ამჯობინებს, თავი აარიდოს ჩივილსა და პირზე დადგომას; მაგრამ ყოველთვის უნდა დუმდეს პიროვნება? რა თვალსაზრისისაა ბიბლია ამასთან დაკავშირებით?

ცუდი შედეგები საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის

უეჭველია, რომ ჩვევად ქცეული ჩივილი საზიანოა, და ბიბლია ამას მსჯავრს სდებს. მომჩივანი საკუთარ თავს ფიზიკურ და სულიერ ზიანს მოუტანს და ვიზეც ჩივის — უსიამოვნებებს. რაც შეეხება მდრტვინავ ცოლს, ბიბლიური იგავი ამბობს: „რაღა საწვიმარი მილი წვიმიან ამინდში და რაღა ანჩხლი ცოლი“ (იგავნი 27:15). იეჰოვას ან მისი რომელიმე ღონისძიების მიმართ დრტვინვა განსაკუთრებულად დასაძრახია. როდესაც ისრაელი ერი დრტვინავდა ორმოცი წელი უდაბნოში ხეტიალის დროს და სასწაულებრივად მოცემულ მანანას ‘უყუათო საჭმელს’ უწოდებდა, იეჰოვამ უმადურ მდრტვინავებს დასასჯელად შხამიანი გველები შეუსია და ბევრი დაიხოცა (რიცხვნი 21:5, 6).

მოგვიანებით იესო ურჩევდა თავის მიმდევრებს, არ ეჩივლათ მოყვასის ‘ბეწვისოდენა’ ნაკლოვანებებზე, არამედ უკეთესად შეეგნოთ საკუთარი ‘დირესოდენა’ ნაკლოვანებები (მათე 7:1–5). მსგავსად ამისა, პავლე განსჯიდა სხვის გასამართლებას (ჩივილის სახეობას), როგორც ‘გაუმართლებელს, რადგან სხვისი განმკითხველი იმავეს სჩადის’. ჩივილის შესახებ ეს გაფრთხილება აღგვძრავს, მოვერიდოთ ტყუილუბრალო კრიტიკას და მომჩივანი სულის განვითარებას (რომაელთა 2:1).

განისჯება ყველა სახის ჩივილი?

მაშ, უნდა დავასკვნათ, რომ ყველა სახის ჩივილი განისჯება? არა. ბიბლია გვიჩვენებს, რომ ამ ბიწიერ ქვეყნიერებაში მრავალი უსამართლობაა, რომელსაც გამოსწორება სჭირდება. იესომ ერთ-ერთ იგავში მოიხსენია უსამართლო მოსამართლე, რომელმაც ნაძალადევად გადაჭრა დაჩაგრული ქვრივის საქმე, ისე რომ ‘აღარ მისულიყო და თავი არ მოებეზრებინა’ (ლუკა 18:1–8). გარკვეულ შემთხვევაში ჩვენც შეგვიძლია დაჟინებით ვიჩივლოთ, სანამ უსამართლობა არ გამოსწორდება.

განა იესო არ მოგვიწოდებდა, დაგვენახა თანამედროვე სისტემის არასრულფასოვნება და გამოსწორებისთვის იეჰოვასთვის მიგვემართა ‘ღაღადით’, როდესაც თქვა ღვთის სამეფოს მოსვლის შესახებ გველოცა? (მათე 6:10). როდესაც ძველი სოდომისა და გომორის უზნეობის შესახებ „სამდურავი“, მისწვდა იეჰოვას ყურს, გაგზავნა თავისი მაცნეები, რომ ‘ენახა დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, მასთან რომ მოაწია’, რომ შემდეგ გამოესწორებინა მდგომარეობა (დაბადება 18:20, 21). იეჰოვამ ეს ვითარება ორი ქალაქისა და მათი უზნეო მოსახლეობის განადგურებით გამოასწორა.

ქრისტიანული კრება

უნდა განსხვავდებოდეს ეს ძმებს შორის ქრისტიანულ კრებაში? მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცები და ქალები არასრულყოფილები არიან, ქრისტიანები გულმოდგინედ ცდილობენ ემსახურონ ღმერთს მშვიდობითა და ერთიანობით. თუმცა კი, შეიძლება მათ შორის ისეთი ვითარებები შეიქმნას, რომ გარკვეული ჩივილის მიზეზი მიეცეთ, ეს კი სიტუაციის გამოსწორებას ითხოვს. პირველ საუკუნეში ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ, მალევე, მსგავსი ვითარება წარმოიშვა ცხებულებისგან შემდგარ კრებაში. ბევრი ახლად გაქრისტიანებული დარჩა იერუსალიმში შემდგომი სწავლებისა და გამხნევებისთვის. იქ საკვების მარაგს ანაწილებდნენ. მაგრამ „ატყდა გაბერძნებულთა დრტვინვა ებრაელების წინააღმდეგ, ვინაიდან უგულებელყოფილი იყო მათი ქვრივების ყოველდღიური მომსახურება“. იმის მაგივრად, რომ განესაჯათ როგორც შფოთისთავები, მოციქულებმა სიტუაციის გამოსწორებას მიმართეს. დიახ, სათანადო პატივისცემით წარმოთქმულ სამართლიან ჩივილს კრების ზედამხედველები თავმდაბლურად მოისმენენ და საჭირო ზომებს მიიღებენ (საქმეები 6:1–6; 1 პეტრე 5:3).

უფლებამოსილ პირთან

შეამჩნიე ზემოხსენებული მაგალითებიდან, რომ სათანადო სულით სათანადო პირთან უნდა იჩივლო? მაგალითად, უაზრობა იქნებოდა მაღალი გადასახადების გამო პოლიციელთან ჩივილი ან მოსამართლესთან — ვინმეს ავადმყოფობის გულისთვის. ასევე უადგილო იქნებოდა კრებაში ან მის გარეთ მომხდარ სიტუაციებზე ისეთ პიროვნებასთან ჩივილი, რომელიც უფლებამოსილი და უნარიანი არ არის დასახმარებლად.

დღეს უმეტეს ქვეყნებში არის სასამართლოები და სათანადო ინსტანციები, რომელთაც შეიძლება მიმართონ იმ იმედით, რომ მიიღებენ დახმარებას. როდესაც სტატიის დასაწყისში მოხსენიებულმა მოსწავლემ სასამართლოში იჩივლა, მოსამართლეებმა დადგენილება მის სასარგებლოდ მიიღეს, სკოლამ მას ბოდიში მოუხადა და აღადგინა. ასევე, მოსამსახურე ქალის სექსუალურ შეურაცხყოფასაც მოეღო ბოლო პროფკავშირების მეშვეობით. ის დააბრუნეს თავის სამუშაოზე და სკოლის პედკოლექტივმა მოუბოდიშა. მისმა დამსაქმებლებმა სექსუალური შეურაცხყოფის შესაწყვეტად ზომები მიიღეს.

მაგრამ არ უნდა მოველოდეთ, რომ ყოველ ჩივილს ანალოგიური შედეგი ექნება. ბრძენი მეფე სოლომონი რეალისტურად შენიშნავდა: „გამრუდებულს ვეღარ გამართავ“ (ეკლესიასტე 1:15). კარგად ვიქცევით, თუ ზოგ საკითხში, უბრალოდ, ღმერთს ველოდებით, რომელიც თავის დროზე გამოასწორებს.

[სურათი 31 გვერდზე]

უხუცესები სამართლიან საჩივრებს უსმენენ და საჭირო ზომებს ღებულობენ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება