საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w98 4/15 გვ. 31
  • გახსოვს თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გახსოვს თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • მსგავსი მასალა
  • ახალი კავშირით მიღებული უფრო დიდი კურთხევები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • გრანდიოზული დღესასწაულები ისრაელის ისტორიაში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • „მღვდლების სამეფოდ“ იქცევით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2014
  • სხვა ცხვრები და ახალი კავშირი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
w98 4/15 გვ. 31

გახსოვს თუ არა?

ჰქონდა „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრებს შენთვის პრაქტიკული მნიშვნელობა? თუ დიახ, მაშ რატომ არ შეამოწმებდი შენს მეხსიერებას მომდევნო კითხვებით?

◻ რა განსხვავებაა „უფლის დღესა“ და „იეჰოვას, დღეს“ შორის? (გამოცხადება 1:10; იოველი 2:11, აქ).

‘უფლის დღეში’ შედის გამოცხადების 1-ლიდან 22-ე თავების ჩათვლით აღწერილი 16 ხილვისა და ყველა იმ მთავარი მოვლენის შესრულება, რომლებიც იესომ თავის მოწაფეების კითხვაზე პასუხის გაცემისას იწინასწარმეტყველა თავისი თანდასწრების ნიშნის შესახებ. იეჰოვას შიშის მომგვრელი დღე, უფლის დღის კულმინაცია, დაიწყება, როდესაც ის დაუყოვნებლივ განსჯის სატანის გახრწნილ წუთისოფელს (მათე 24:3–14; ლუკა 21:11) (15.12, გვერდი 11).

◻ რა თვალსაჩინო თავისებურებები აქვს მაკარის ბიბლიას?

სახელი „იეჰოვა“ 3 500-ზე მეტჯერ გვხვდება მაკარის ბიბლიაში. რუსეთის რელიგიურ ლიტერატურაში ჩახედულმა პიროვნებამ თქვა: „[ეს] თარგმანი ზუსტად გადმოსცემს ებრაულ ტექსტს, თარგმნის ენა სუფთაა და შეეფერება შინაარსს“ (15.12, გვერდი 27).

◻ რა არის „ჭეშმარიტება“, რომელზეც იესომ თქვა, რომ გაგვათავისუფლებდა? (იოანე 8:32).

‘ჭეშმარიტებაში’ იესო გულისხმობდა ღვთისგან შთაგონებულ ცნობას — განსაკუთრებით ცნობას ღვთის ნების შესახებ, — რომელიც ბიბლიაშია შემონახული (01.01, გვერდი 3).

◻ ვინ არიან დღევანდელი იეჰუ და იონადაბი?

იეჰუ წარმოადგენს იესო ქრისტეს, რომლის წარმომადგენლებიც დედამიწაზე ‘ღვთის ისრაელი’, ცხებული ქრისტიანები არიან (გალატელთა 6:16; გამოცხადება 12:17). სწორედ ისე, როგორც იონადაბი წავიდა იეჰუს შესახვედრად, „უამრავი ხალხი“ ერებიდან გამოვიდა იესოს მიწიერი წარმომადგენლების მხარდამჭერად (გამოცხადება 7:9, 10; მეოთხე მეფეთა 10:15) (01.01, გვერდი 13).

◻ რას ნიშნავს ‘ღმერთთან სიარული’? (დაბადება 5:24; 6:9).

ეს ნიშნავს, რომ, ვინც ენოქისა და ნოეს მსგავსად იქცეოდა ღვთისადმი მტკიცე რწმენას ავლენდა. ისინი ასრულებდნენ იეჰოვას მითითებებს და, რადგან იცოდნენ, თუ როგორ ეპყრობოდა იეჰოვა ადამიანებს, თვითონაც ამ ცოდნის შესაბამისად მოქმედებდნენ (15.01, გვერდი 13).

◻ რატომ უნდა გაითვალისწინოს პიროვნებამ სიკვდილის შემთხვევა?

გარკვეული გაგებით, ასეთი ორგანიზების გაწევა ოჯახისთვის საჩუქარია. ეს სიყვარულს გამოხატავს. ეს ამტკიცებს, რომ ‘პიროვნებას სურს უზრუნველყოს ოჯახის წევრები’ მაშინაც კი, როცა მათ შორის აღარ არის (1 ტიმოთე 5:8) (15.01, გვერდი 22).

◻ რა შეასრულა ‘ძველმა კავშირმა’? (2 კორინთელთა 3:14).

მასში ახალი კავშირის აჩრდილი შეინიშნებოდა, ხოლო მოცემული მსხვერპლშეწირვის მრავალგზისობა ადამიანის ცოდვასა და სიკვდილისგან გამოსყიდვის უკიდურეს საჭიროებაზე მიუთითებდა. ის ‘ქრისტესკენ წარმმართველი’ იყო (გალატელთა 3:24) (01.02, გვერდი 14).

◻ რა მხრივ არის ახალი კავშირი მარადიული? (ებრაელთა 13:20).

პირველი, რჯულის კავშირისგან განსხვავებით, ის არასოდეს შეიცვლება. მეორე, მისი მოქმედების შედეგი მარადიულია. მესამე, ღვთის სამეფოს მიწიერი ქვეშევრდომები კვლავაც განაგრძობენ ახალი კავშირიდან სარგებლობას ათასი წლის განმავლობაში (01.02, გვერდი 22).

◻ რითაა სასარგებლო მადლიერების გამოხატვა?

მადლიერი გულიდან გამომდინარე სითბო ბედნიერებასა და სიმშვიდეს უწყობს ხელს (შეადარეთ იგავნი 15:13, 15). ვინაიდან მადლიერება დადებითი თვისებაა, ის ისეთი უარყოფითი ემოციებისგან გვიცავს, როგორიცაა: რისხვა, შური და გულისწყრომა (15.02, გვერდი 4).

◻ რომელ კავშირებში არიან შეყვანილნი სულით ნაშობები?

სულიერი ისრაელის წევრებსა და იეჰოვა ღმერთს შორის დადებულ ახალ კავშირში და იესოსა და თავის ცხებულ მიმდევრებს შორის — სამეფო კავშირში (ლუკა 22:20, 28–30) (15.02, გვერდი 16).

◻ რომელ სამ დიდ დღესასწაულზე დასწრება ჰქონდათ ნაბრძანები ისრაელებს?

ხმიადის დღესასწაული, რომელიც 14 ნისანის პასექს მოსდევს; შვიდეულთა დღესასწაული 16 ნისანიდან ორმოცდამეათე დღეს; კრეფის ანუ კარვობის დღესასწაული მეშვიდე თვეს (მეორე რჯული 16:1–15) (01.03, გვერდები 8, 9).

◻ რატომ არის უპირატესობა ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება?

იესომ თქვა: „სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქა ვარ მათ შორის“ (მათე 18:20; 28:20). აგრეთვე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სულიერ კვებას აქვს ადგილი კრების შეხვედრებზე და უფრო დიდ შეკრებებზე (მათე 24:45) (01.03, გვერდი 14).

◻ საიდან წარმოიშვა სახელი ნებროთი?

ზოგი სწავლული იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ნებროთი არ არის დაბადებისას დარქმეული სახელი. მათ მიაჩნიათ, რომ ეს სახელი მას მოგვიანებით მეამბოხე ხასიათის გამოვლენის შედეგად შეარქვეს (15.03, გვერდი 25).

◻ რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახი საზოგადოებისთვის?

ოჯახი კაცობრიობისთვის აუცილებელია. ისტორია აჩვენებს, რომ ოჯახები, როგორც კი ირღვევა, საზოგადოებები და სახელმწიფოები მაშინვე სუსტდება. ასე რომ, ოჯახი საზოგადოების სტაბილურობასთან და მომავალი თაობის კეთილდღეობასთან პირდაპირ კავშირშია (01.04, გვერდი 6).

◻ რომელი სამი მტკიცება არსებობს იმისა, რომ ბიბლია არის წიგნი ღვთისგან?

1) მეცნიერულად ზუსტია; 2) მასში მოცემული პრინციპები მარადიულია, რომელთა გამოყენება დღესაც სარგებლობის მომტანია; 3) შეიცავს წინასწარმეტყველებებს, რომლებიც შესრულდა, როგორც ამას ისტორიული ფაქტები ადასტურებენ (01.04, გვერდი 15).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება