სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
ყოველი შესაძლებლობის გამოყენება
იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ბიბლიური განმანათლებელი საქმიანობით არიან ცნობილი. გარდა ამისა, ისინი ატარებენ პროგრამებს, რომლებსაც სხვა სარგებლობებიც მოაქვს საზოგადოებისთვის. როგორც ეკვადორზე მომხდარი ქვემოთ მოყვანილი შემთხვევები გვიჩვენებს, ამ საჯარო მსახურებას კარგად ღებულობენ.
◻ შუშის დამმუშავებელი ერთი დიდი ქარხნის დირექციამ გადაწყვიტა, თანამშრომლებისთვის ოჯახთან დაკავშირებით რამდენიმე ლექცია მოეწყო. კადრების განყოფილების გამგემ მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე კათოლიკე მღვდელი მოიწვია, მაგრამ ისინი არ მოვიდნენ. ერთმა მღვდელმა თქვა, რომ იმდენად ცოტა მღვდელია მომზადებული ამ საკითხზე სასაუბროდ, რომ, ალბათ, ვერც ერთი ვერ შეძლებს მოსვლასო. ამის მოსმენაზე ერთმა თანამშრომელმა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, იზრუნა, რომ ძმა, რომელიც ხშირად ამუშავებდა საქმიან ტერიტორიებს, მოეწვიათ ამ ქარხანაში.
ზუსტად მეორე დღეს, მოწმე მივიდა კადრების განყოფილების გამგესთან და ლექციის თემები წარუდგინა. საკითხები აღებული იყო საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციებიდან. თემებმა გამგეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მან სასაუბროდ სამი თემა ამოარჩია: „ადამიანთა ურთიერთობები“, „ეთიკა სამუშაოზე“, და „ეთიკა ოჯახში“. შემდეგ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს თემები ქარხნის თანამშრომლებთან განეხილათ.
თანამშრომლები 30-კაციან 7 ჯგუფად დაყვეს და მათ ინფორმაციას სამი გამოცდილი ძმა აწვდიდა. როგორი იყო შედეგები? თანამშრომელთა საკმაოდ დიდმა რაოდენობამ მოითხოვა, რომ მისულიყვნენ მათთან სახლში და დატოვებულ იქნა 216 ბიბლიის შესწავლაში დამხმარე პუბლიკაცია. დირექციაზე ამ ლექციებმა იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მათ მოწმეებს სთხოვეს კიდევ მოემზადებინათ საუბრების სერია.
◻ არც ისე დიდი ხნის წინ ეკვადორზე გამოიცა კანონი, რომელიც სკოლებში რელიგიის სწავლებაზე ნებას რთავს. ერთი ჩვენი მისიონერი და მივიდა დაწყებითი კლასების ხელმძღვანელთან და ჰკითხა, თუ რამდენად გამოსადეგი აღმოჩნდა ახალი კანონი. ხელმძღვანელმა აუხსნა, რომ ისინი შეეცადნენ, დაეწყოთ მარიამისადმი თაყვანისცემის პროგრამის ჩატარებას, მაგრამ მიზანი ვერ განახორციელეს. როდესაც დამ აღნიშნა, რომ ასეთი თაყვანისცემა სირთულეებს შეუქმნიდა არა კათოლიკე ბავშვებს, ხელმძღვანელი დაეთანხმა. „მეორე მხრივ, — აღნიშნა მისიონერმა, — ჩვენ გვაქვს ბიბლიაზე დაფუძნებული ზნეობრივი პრინციპების სწავლის პროგრამა, რომელიც არავის არ ავალდებულებს, მიიღოს რომელიმე რელიგია“. ხელმძღვანელმა ჰკითხა: „როდის შეგიძლიათ მობრძანდეთ? ზეგ მოსლვას შეძლებდით?“ მას შემდეგ, რაც მისიონერმა უჩვენა წიგნი „უსმინეთ დიდებულ მასწავლებელს“ და გადაწყვიტეს, რომ განიხილავდნენ თავს: „ბედნიერნი არიან მშვიდობისმოყვარენი“.
მეორედ მისვლისას მისიონერი ეწვია შვიდ საკლასო ოთახს და სამი საათი დაჰყო იქ; ხელმძღვანელიც ისმენდა მის ლექციებს. მეხუთე კლასში ლექციის ჩატარების შემდეგ ერთმა მოსწავლემ უთხრა: „მისს, ძალიან გთხოვთ, მეექვსე კლასსაც ეწვიეთ. ისინი ყოველთვის ცდილობენ ჩვენთან ჩხუბის წამოწყებას.“ ერთმა მასწავლებელმა აღნიშნა: „ძალადობის შესახებ თემა ძალზე მნიშვნელოვანია. ამ თემაზე სასაუბროდ უფრო მეტი დრო გვჭირდება“.
გადაწყვიტეს, რომ მისიონერი კვლავ მისულიყო სკოლაში, რათა ესაუბრათ თემებზე: მორჩილება და მოტყუება. შედეგები საკმაოდ დადებითი აღმოჩნდა. ახლა, როდესაც ეს ბავშვები დას ქუჩაში ხედავენ, ისინი გამორბიან მისკენ, ესალმებიან და ბიბლიურ კითხვებს უსვამენ. სხვები სიამაყით აცნობენ მას თავიანთ მშობლებს. გარდა ამისა, სკოლის ორ მოსწავლესთან დაწყებულ იქნა ბიბლიის საშინაო შესწავლა.