საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w99 2/15 გვ. 24-25
  • „წმინდა ადგილებისთვის“ ბრძოლა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „წმინდა ადგილებისთვის“ ბრძოლა
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • მსგავსი მასალა
  • გოლგოთა [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • უწყობს რელიგია ხელს მშვიდობას?
    გამოიღვიძეთ! — 2011
  • რას ნიშნავს, იყო წმინდა?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ქრისტიანული სამყაროს პირველსახე იყო იერუსალიმი?
    წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
w99 2/15 გვ. 24-25

„წმინდა ადგილებისთვის“ ბრძოლა

პირველმა ჯვაროსნულმა ლაშქრობამ, რომელიც რომის პაპის წაქეზებით დაიწყო, 1099 წლის 15 ივლისს მიზანს მიაღწია და ჯვაროსნებმა იერუსალიმი აიღეს. ეს ლაშქრობა საშინელი ხოცვა-ჟლეტით გამოირჩეოდა! მოსახლეობიდან მხოლოდ მმართველი და მისი პირადი მცველი გადარჩნენ, ისიც დიდი ქრთამის წყალობით. წიგნში „ჯვაროსნული ლაშქრობები“ სასულიერო პირი ანტონი ბრიჯი აღნიშნავს, რა მოუვიდათ დანარჩენ მუსლიმანებსა და იუდეველებს: «როგორც კი ჯვაროსნებმა ქალაქი აიღეს, უდიდესი და საშინელი სისხლის ღვრა გამართეს. . . ისინი ხოცავდნენ ქალაქში მყოფ ნებისმიერ კაცს, ქალსა და ბავშვს. . . როდესაც ყველა ამოჟლიტეს, გამარჯვებულები ქალაქის ქუჩებიდან. . . „უფლის საფლავის“ ეკლესიისკენ გაემართნენ, რათა ღვთისთვის მადლობა შეეწირათ».

ჯვაროსნების გამარჯვების შემდეგ იერუსალიმის ქრისტიანული სამყაროს, კერძოდ კი, რომის კათოლიკურ, აღმოსავლეთის მართლმადიდებელ და სხვა ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ რელიგიებს შორის განხეთქილება არსებობდა. 1850 წელს სხვადასხვა ეკლესიის წინამძღოლთა შორის იერუსალიმისა და მისი შემოგარენის „წმინდა ადგილების“ გამო გამართული კამათი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ყირიმის ომის გაჩაღებაში. ინგლისი, საფრანგეთი და ოსმალეთის იმპერია რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რასაც ნახევარი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ომმა ვერ აღმოფხვრა ქრისტიანულ სამყაროში იერუსალიმისა და მისი „წმინდა ადგილების“ შესახებ არსებული სხვადასხვა შეხედულება. ოსმალები, რომლებსაც იმ დროისთვის ქვეყანაში გაბატონებული მდგომარეობა ეჭირათ, მშვიდობის შენარჩუნების მიზნით შეეცადნენ, სხვადასხვა რელიგიებს შორის დაენაწილებინათ ეს „წმინდა ადგილები“. «ეს პრინციპი, — განმარტავს მენაშე ჰარელი თავის წიგნში „ეს იერუსალიმია“, — მიღებული იყო. . . გაეროს 1947 წლის ნოემბრის „დაყოფის რეზოლუციაში“. ამგვარად, ის საერთაშორისო კანონის ნაწილი გახდა». შედეგად, „უფლის საფლავის“ ეკლესია რომის კათოლიკურმა, ბერძნულ მართლმადიდებელმა, სომხურმა, სირიულმა და კოპტურმა ეკლესიებმა დაიყვეს. ბოლოს აბისინიელმა ბერებმა წამოაყენეს პრეტენზია, რომ მის ჭერქვეშ მათ ზოგ წევრსაც შეეფარებინა თავი. დღეს მრავალი „უფლის საფლავის“ ეკლესიას ქრისტიანული სამყაროს უწმინდეს ადგილად მიიჩნევს. მასში არის სამარხები და მრავალი ხატი. კიდევ ერთი ეგრეთ წოდებული წმინდა ადგილი არის „გორდონის ბორცვი“, რომელიც ზოგი პროტესტანტისთვის თაყვანისცემის ადგილია, რადგან მათი აზრით, იქ აწამეს და დაკრძალეს იესო.

დიდი ხნის წინათ იესომ ქალს, რომელსაც „წმინდა ადგილების“ სწამდა, უთხრა: „დგება ჟამი, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში თაყვანს აღარ სცემთ მამას. . . ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:21–24). ამგვარად, ჭეშმარიტი ქრისტიანები თაყვანს არ სცემენ „წმინდა ადგილებს“. ახ. წ. 70 წელს რომაელთა ჯარების მიერ მოღალატე იერუსალიმის განადგურება ქრისტიანული სამყაროსთვის გამაფრთხილებელი მაგალითია. ამ უკანასკნელთა კერპთაყვანისმცემლობა, მათ მიერ განხეთქილებების შემოტანა და სისხლის ღვრაში დამნაშავეობა ეწინააღმდეგება მათ განაცხადს, რომ ქრისტიანები არიან. ამიტომ მათაც იგივე მოელით, რაც დიდი ბაბილონის შემადგენლობაში მყოფ სხვა ყველა რელიგიას (გამოცხადება 18:2–8).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება