ყოველწლიური შეხვედრა (2 ოქტომბერი, 1999)
ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ (პენსილვანია) წევრების ყოველწლიური შეხვედრა ჩატარდება 1999 წლის 2 ოქტომბერს იეჰოვას მოწმეთა საკონგრესო დარბაზში (მისამართი: 2932 Kennedy Boulevard, Jersey City, New Jersey). 9.15 საათზე მხოლოდ წევრთა წინასწარი შეხვედრა შედგება, რასაც 10.00 საათზე საერთო ყოველწლიური შეხვედრა მოჰყვება.
თუ გასულ წელს კორპორაციის წევრებმა მისამართი შეიცვალეს, ახლავე უნდა შეატყობინონ სამდივნო განყოფილებას, რომ შეძლონ მოსაწვევებისა და ხმის მისაცემი ბარათების მიღება.
ხმის მისაცემი ბარათები, რომლებიც ყველა წევრს მოსაწვევებთან ერთად გაეგზავნება, საზოგადოების სამდივნო განყოფილებას უნდა დაუბრუნდეს არა უგვიანეს 1 აგვისტოსი. თითოეულმა წევრმა დაუყოვნებლივ უნდა შეავსოს და დააბრუნოს ეს ბარათები და აღნიშნოს, აპირებს თუ არა ამ შეხვედრაზე დასწრებას. ბარათში მოცემული ინფორმაცია ზუსტი უნდა იყოს, რადგან მის მიხედვით განსაზღვრავენ, ვინ დაესწრება.
მთლიანი პროგრამა, ოფიციალური საქმიანი შეხვედრისა და ანგარიშების ჩათვლით, 13.00-საათზე ან ცოტა გვიან დამთავრდება. სადილის შემდეგ შეხვედრა აღარ გაგრძელდება. ადგილების სიმცირის გამო შესვლა მხოლოდ ბილეთებით იქნება შესაძლებელი. სხვა დარბაზებში ამ შეხვედრის ტრანსლაცია არ იქნება.