გახსოვთ თუ არა?
წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? თუ დიახ, შეძლებთ თუ არა, უპასუხოთ მომდევნო კითხვებს:
• რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ ესაიას 65:17—19-ში მოცემული წინასწარმეტყველება ‘ახალი ცისა და ახალი მიწის’ შესახებ, მხოლოდ იუდაელების ტყვეობიდან დაბრუნებას არ ეხებოდა?
იმიტომ რომ მოციქულები პეტრე და იოანე, ახ. წ. I საუკუნეში წერდნენ, რომ ეს მომავალში უნდა შესრულებულიყო. მას მოჰყვებოდა კურთხევებიც, რომლებიც, ასევე, მომავალში შესრულდებოდა (2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:1—4) (15.04, გვერდები 10—12).
• რა შეიძლებოდა დადებოდა საფუძვლად მოძალადე ღმერთკაცების შესახებ ბერძნულ მითებს?
ისინი შეიძლება წარღვნამდელი ფაქტების შელამაზებისა თუ დამახინჯების შედეგად წარმოშობილიყო; როდესაც ანგელოზებმა ხორცი შეისხეს და ძალადობასა და უზნეობას სჩადიოდნენ დედამიწაზე (დაბადება 6:1, 2) (15.04, გვერდი 27).
• რა საშიშროებები არსებობს ქორწილის დროს, რომლებსაც მოწიფულმა ქრისტიანებმა თავი უნდა აარიდონ?
მნიშვნელოვანია, რომ მოვერიდოთ ხმაურიან წვეულებას, რომელიც შეიძლება ალკოჰოლური სასმელების დიდმა რაოდენობამ და ხმამაღალი მუსიკის ფონზე თავაწყვეტილმა ცეკვამ გამოიწვიოს. დაუპატიჟებლები არ უნდა მივიდნენ ქორწილზე. ნეფე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ პასუხისმგებელი ქრისტიანები წვეულების დროულად დამთავრებამდე დარჩებიან (01.05, გვერდები 19—22).
• რა იგულისხმება ფსალმუნის 127:3-ში მოხსენიებულ ვაჟებში, რომლებიც არიან „ვითარცა ყლორტები ზეთისხილისა“ სუფრის გარშემო?
ხშირად ზეთისხილი ძირიდან ახალ ყლორტებს ამოიყრის ხოლმე. როდესაც ბებერ ხეს მეტად აღარ შეუძლია ბევრი ნაყოფის გამოღება, მის გარშემო ახალი ყლორტები იზრდება. ამის მსგავსად მშობლები ხარობენ, როდესაც შვილები მათ გვერდით ემსახურებიან იეჰოვას და ნაყოფი გამოაქვთ (15.05, გვერდი 27).
• რა სარგებლობას იღებენ ბავშვები ჯანსაღი ოჯახური ატმოსფეროდან?
ის საფუძვლად უდევს სწორ თვალსაზრისს ხელმძღვანელობის მიმართ, ნამდვილი ფასეულობებისთვის მადლიერებასა და სხვებთან სიხარულის მომტან ურთიერთობებს. ასეთი ატმოსფერო ოჯახის წევრებს ღმერთთან მეგობრობის განვითარებაშიც დაეხმარება (01.06, გვერდი 18).
• რა გაკეთდა შორეული აღმოსავლეთის ერთ ქვეყანაში იმ აზრის განსამტკიცებლად, რომ ქრისტიანები ძმები არიან?
ყველა კრებას მოუწოდეს, რომ გარკვეული პირებისთვის განსაკუთრებული პატივსაცემი წოდებებით არ მიემართათ, არამედ ყველასთვის — ერთნაირად, როგორც ძმებისთვის (15.06, გვერდი 21, 22).
• იღებენ თუ არა იეჰოვას მოწმეები სისხლის კომპონენტების შემცველ სამედიცინო პრეპარატებს?
გვჯერა, რომ ბიბლიის გაფრთხილება „თავი შეიკავეთ სისხლისგან“ გამორიცხავს სისხლის გადასხმას ან მისი მთავარი კომპონენტების (პლაზმა, წითელი უჯრედები, თეთრი უჯრედები და თრომბოციტები) გამოყენებას (საქმეები 15:28, 29). როდესაც საქმე სისხლის კომპონენტებისგან მიღებულ ფრაქციებს ეხება თითოეული ქრისტიანი გადაწყვეტილებას პირადად იღებს, ითვალისწინებს ღვთის სიტყვას და ღმერთთან თავის ურთიერთობას (15.06, გვერდები 29—31).
• ნამდვილად შესაძლებელია შინაგანი სიმშვიდის პოვნა დღეს?
დიახ. იესო ქრისტე ბიბლიის საშუალებით, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გზითა და ესაიას 32:18-ში აღწერილი მშვიდობით ატარებს ხალხს. გარდა ამისა, ვინც ამ მშვიდობას იძენს, პერსპექტივა აქვს, დატკბეს მარადიული მშვიდობით დედამიწაზე, როდესაც ფსალმუნის 36:11, 29-ში მოცემული დანაპირები შესრულდება (01.07, გვერდი 7).
• რა როლი შეასრულა ჯორჯ იანგმა თანამედროვე თეოკრატიის ისტორიაში?
1917 წლიდან დაწყებული ის მრავალ ქვეყანაში სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის სინათლის მატარებელი იყო. მსახურებამ შემოატარა მთელი კანადა, კარიბის კუნძულები, ბრაზილია და სამხრეთი და ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნები, ესპანეთი, პორტუგალია, ყოფილი საბჭოთა კავშირი და შეერთებული შტატები (01.07, გვერდები 22—27).
• რა იგულისხმება 1-ლი კორინთელთა 15:29-ში, რომელშიც „სიკვდილისთვის (აქ) მონათლულნი“ არიან მოხსენიებული?
საქმე ის არის, რომ სულიწმიდით ცხებული ქრისტიანები მიჰყვებიან ცხოვრების იმ გზას, რომელსაც სიკვდილისკენ და შემდეგ ზეციერი ცხოვრებისთვის მკვდრეთით აღდგომისკენ მიჰყავს ისინი (15.07, გვერდი 17).
• რას აკეთებდა მოციქული პავლე იმ პერიოდში, რომლის შესახებაც არაფერი მოიხსენიება?
შეიძლება ეს ის პერიოდია, როდესაც იგი სირიისა და კილიკიის კრებების ჩამოყალიბებაში იღებდა მონაწილეობას. მე-2 კორინთელთა 11:23—27-ში აღწერილ მრავალ სიძნელეს პავლე ამ პერიოდში უნდა შეხვედროდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის აქტიურად მსახურობდა (15.07, გვერდები 26, 27).
• რა დაგვეხმარება მოლოდინის დროს კეთილგონიერების გამოვლენაში?
გახსოვდეს, რომ იეჰოვას ესმის ჩვენი მდგომარეობა. ლოცვა გაწონასწორებული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში შეგვიწყობს ხელს; აგრეთვე თავმდაბლობის მაჩვენებელია. მოწიფულ მეგობრებთან საუბარიც დაგვეხმარება, რომ სულ სხვაგვარად შევხედოთ ამა თუ იმ საკითხს (01.08, გვერდები 29, 30).