საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w00 12/15 გვ. 30
  • გახსოვს თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გახსოვს თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • მსგავსი მასალა
  • „ყანაში“ მუშაობა მკის დროის დადგომამდე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • „მოდი შევადაროთ ბიბლიური მუხლები ერთმანეთს“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • გახსოვს თუ არა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • ჭიანჭველა [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
w00 12/15 გვ. 30

გახსოვს თუ არა?

ყურადღებით წაიკითხე „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? თუ დიახ, შეამოწმე, შეგიძლია თუ არა უპასუხო მომდევნო კითხვებს:

• რა არის მთავარი სხვებთან უთანხმოების მოსაგვარებლად?

პირველ რიგში, უნდა გავაანალიზოთ ის, რომ ყველას გვაქვს მცდარი ფიქრებისა და არასწორი განწყობის მიდრეკილება. შემდეგ სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, სხვა არის პრობლემის მიზეზი თუ თვითონ ჩვენ (15.08, გვერდი 23).

• საქმეების 3:21-ის თანახმად, ყველაფრის ‘აღდგინების ჟამი’ (სსგ) როდის იქნება?

აღდგინება ორ ეტაპად სრულდება: პირველ რიგში ეს არის სულიერი სამოთხის განახლება, რომელიც 1919 წლიდან მიმდინარეობს. შემდგომი კი მაშინ იქნება, როცა დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა (01.09, გვერდი 17, 18).

• რატომ შეიძლება ითქვას, რომ ჭიანჭველას არ ჰყავს უფროსი, როგორც ეს აღნიშნულია იგავნის 6:6—8-ში, და რატომ არის ის კარგი მაგალითი ჩვენთვის?

ჭიანჭველების ოჯახს ჰყავს დედა ჭიანჭველა, მაგრამ ის დედა იმ გაგებით არის, რომ კვერცხებს დებს. ჭიანჭველები შრომისმოყვარენი არიან და ჩვენც ამნაირადვე უნდა ვცდილობდეთ მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას მაშინაც კი, როცა თვალყურს არ გვადევნებენ (15.09, გვერდი 26).

• „მეოთხე მეფეთას“ 22:20-ში ჩაწერილია ხულდას წინასწარმეტყველება, რომ იოშია „მშვიდობით“ მოკვდებოდა. მაგრამ, როგორც ცნობილია, იოშია სასიკვდილოდ დაჭრეს ბრძოლაში. შეიძლება ითქვას, რომ ხულდას წინასწარმეტყველება ზუსტია?

დიახ. იოშია იმ გაგებით მოკვდა „მშვიდობით“, რომ ის იმ უბედურებამდე დაიღუპა, რომელიც ძვ. წ. 609—607 წლებში დატრიალდა, როცა ბაბილონელებმა ალყა შემოარტყეს იერუსალიმს და გაანადგურეს (15.09, გვერდი 30).

• რატომ შეიძლება ითქვას, რომ სოლომონმა საქები სიტყვებით აღწერა ცოლი, როდესაც მას ‘მოყვარული შველი და ტურფა ქურციკი [„კლდის თხა“, აქ]’ უწოდა? (იგავნი 5:18, 19).

დედალი ნიამორი ანუ კლდის თხა წყნარი ბუნებითა და მოხდენილი მანერებით გამოირჩევა. ის ბინადრობს და თავის ნაშიერს იგებს კლდოვან, მიუვალ ადგილებში, სადაც საკვები ძნელად იშოვება (01.10, გვერდები 30, 31).

• ვინ იყვნენ ჰენრი გრუ და ჯორჯ სტორზი?

ეს ორი პიროვნება ცხოვრობდა XIX საუკუნეში. ისინი ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარები იყვნენ. გრუმ დაინახა, რომ სამების მოძღვრება, ისევე როგორც სულის უკვდავება და ჯოჯოხეთის ცეცხლი, არაბიბლიური იყო. სტორზმა გაიგო, რომ იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც დედამიწაზე მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებდნენ. ორივე ჩარლზ ტეიზ რასელის წინამორბედი იყო, რომელმაც ამ ჟურნალის გამოცემა 1879 წელს დაიწყო (15.10, გვერდები 26—30).

• რა თვალსაზრისი აქვთ იეჰოვას მოწმეებს სამედიცინო პროცედურებში საკუთარი სისხლის გამოყენებაზე?

ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენიდან გამომდინარე, ისინი შესანახად არ აბარებენ სისხლს, რომ მოგვიანებით გადაისხან. თითოეული ქრისტიანი თვითონ წყვეტს, როგორ უნდა გამოიყენონ თავისი სისხლი ოპერაციის, სამედიცინო შემოწმებისა თუ მკურნალობის პროცესში. მან უნდა აწონ-დაწონოს ბიბლიის თვალსაზრისი სისხლთან დაკავშირებით და უნდა ახსოვდეს, რომ ღმერთს მთლიანად მიუძღვნა თავი (15.10, გვერდები 30, 31).

• როგორც ამა წლის დასაწყისში ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რა მნიშვნელოვანი საჭიროება არსებობს იეჰოვას მოწმეებისთვის მსოფლიოში?

11 000-ზე მეტი სამეფო დარბაზია საჭირო განვითარებად ქვეყნებში, სადაც ფინანსურად უჭირთ. მრავალ ქვეყანაში მცხოვრებ ქრისტიანთა მიერ გაღებული შესაწირავები შეხვედრებისთვის განკუთვნილი სათანადო დარბაზების მშენებლობას ხმარდება (01.11, გვერდი 30).

• ბიბლიაში ორიგინალის ენაზე გამოყენებული რომელი სიტყვებია თაყვანისცემასთან დაკავშირებული?

პირველი ეს არის „ლეიტოურგია“, რაც „ხალხისთვის მსახურებად“ ითარგმნება. მეორე სიტყვაა „ლატრეია“, რომელიც „წმინდა მსახურებად“ არის თარგმნილი (ებრაელთა 10:11; ლუკა 2:36, 37) (15.11, გვერდები 11, 12).

• რის სწავლა შეგვიძლია ადამისა და ევას შემთხვევიდან, რომელიც ბიბლიაშია ჩაწერილი?

იეჰოვა ღმერთისგან დამოუკიდებლად ცხოვრების პრეტენზია სრული უგუნურებაა (15.11, გვერდები 24—27).

• რა ბიბლიური მტკიცება არსებობს იმისა, რომ ღმერთი ძალას აძლევს თავის მსახურებს?

დავითი, აბაკუმი და მოციქული პავლე თვითონ აღნიშნავდნენ, რომ იეჰოვა ღმერთი აძლიერებდა მათ (ფსალმუნი 59:14; აბაკუმი 3:19; ფილიპელთა 4:13). ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვას სურს და შეუძლია ჩვენი გაძლიერება (01.12, გვერდები 10, 11).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება