საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w01 8/15 გვ. 30
  • გახსოვთ თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გახსოვთ თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • მსგავსი მასალა
  • იზრუნეთ ქვრივ-ობლებზე მათ გასაჭირში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • ქვრივი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • როგორ შეიძლება უარყოფით გრძნობებთან გამკლავება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • ითხოვს ღმერთი ჩვენგან ცოდვების აღიარებას?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
w01 8/15 გვ. 30

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხე „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? თუ დიახ, შეამოწმე, შეგიძლია თუ არა უპასუხო მომდევნო კითხვებს:

• რატომ არის იობის 38-ე თავში მოცემული კითხვები დღესაც კი დასაფიქრებელი?

ბუნებაში არსებული მრავალი სასწაული, რომლებზეც ღმერთმა ყურადღება გაამახვილა, დღევანდელი მეცნიერებისთვისაც კი ბოლომდე ამოუცნობია. ამაში შედის ის, თუ როგორ აკავებს მიზიდულობის ძალა დედამიწას ორბიტაზე; რა არის სინამდვილეში სინათლე; რატომ არის თოვლის ფიფქები უსაზღვროდ მრავალფეროვანი; როგორ წარმოიშობა წვიმის წვეთები და რა როლს ასრულებს ენერგია ჭექა-ქუხილში (15.04, გვერდები 4—11).

• რომელი ბიბლიური მაგალითები შეიძლება დაგვეხმაროს უარყოფით გრძნობებთან გასამკლავებლად?

ასაფს, ბარუქსა და ნაყომს გულგატეხილობის პერიოდები ჰქონდათ და სხვა უარყოფითი გრძნობები ეუფლებოდათ. საღვთო წერილში ჩაწერილი ინფორმაცია, რომ ისინი წარმატებით გაუმკლავდნენ მათ, მსგავს ვითარებებში შეძლება ჩვენც დაგვეხმაროს (15.04, გვერდები 22—24).

• როგორ შეიძლება პრაქტიკულად დავეხმაროთ ქრისტიან ქვრივებს?

მეგობრებს შეუძლიათ თბილად და პირდაპირ შესთავაზონ დახმარება. ოჯახის წევრები და სხვები შეიძლება ფინანსურად დაეხმარონ მათ, როდესაც ეს ნამდვილად საჭიროა. თანაქრისტიანებსაც შეუძლიათ დახმარების ხელი გაუწოდონ, სულიერად მხარში ამოუდგნენ და ანუგეშონ ისინი (01.05, გვერდები 5—7).

• რატომ არის მნიშვნელოვანი ‘მხოლოდ უფალში’ დაქორწინება, რაც 1-ლი კორინთელთა 7:39-შიც ხაზგასმულია?

ურწმუნოზე დაქორწინება ხშირად დამღუპველია. გარდა ამისა, ღვთის ამ რჩევის გათვალისწინება იეჰოვასადმი ერთგულების გამოვლენაა. როდესაც ღვთის სიტყვის თანახმად ვიქცევით, გული მსჯავრს არ გვდებს (1 იოანე 3:21, 22) (15.05, გვერდები 20, 21).

• თუკი იეჰოვაა ჩვენი ცოდვების მიმტევებელი, რატომ აღიარებენ ქრისტიანები კრების უხუცესებთან თავიანთ ცოდვებს?

დიახ, ქრისტიანს იეჰოვასგან მიეტევება სერიოზული ცოდვები (მეორე მეფეთა 12:13). მაგრამ სწორედ ისე, როგორც წინასწარმეტყველი ნათანი დაეხმარა დავითს, კრების მოწიფულ უხუცესებს შეუძლიათ დაეხმარონ მომნანიებელ ცოდვილებს. ასე რომ, იაკობის 5:14, 15-ში მოცემული მითითების თანახმად, ქრისტიანებმა უხუცესებს უნდა მიმართონ (01.06, გვერდი 31).

• საიდან ვიცით, რომ გაჭირვებულ ქვრივ-ობოლთა დახმარება გვმართებს?

ისტორიული ჩანაწერები ცხადყოფს, რომ ყოველთვის ასე იქცეოდნენ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები, როგორც ძველად ებრაელები, ისე პირველი ქრისტიანები (გამოსვლა 22:21, 22; გალატელთა 2:9, 10; იაკობი 1:27). საღვთო წერილში მოციქული პავლე აშკარა მითითებებს აძლევს ქრისტიანებს, რომ გაჭირვებულ ქვრივებს დაეხმარონ (1 ტიმოთე 5:3—16) (15.06, გვერდები 9—11).

• რა არის აზრით აღსავსე ბედნიერი ცხოვრების გასაღები?

უნდა განვავითაროთ და შევინარჩუნოთ იეჰოვასთან, ჩვენს ზეციერ მამასთან, სათანადო ურთიერთობა. ამაში ბიბლიის შესწავლა გვეხმარება (01.07, გვერდები 4, 5).

• აქვს თითოეულ ადამიანს უკვდავი სული, რომელიც ადამიანის სიკვდილის შემდეგ განაგრძობს სიცოცხლეს?

თუმცა ზოგს სწამს, რომ სული უკვდავია, ბიბლია ამ აზრს არ უჭერს მხარს. ის ცხადყოფს, რომ როდესაც ადამიანი კვდება, უბრუნდება მტვერს და წყვეტს არსებობას. მაგრამ ღმერთი იტოვებს მისთვის სიცოცხლის დაბრუნების შესაძლებლობას; ასე რომ, მკვდრეთით აღდგომის მეშვეობით მომავალი ცხოვრების ნებისმიერი იმედი ღმერთზეა დამოკიდებული (15.07, გვერდები 3—6).

• სად იყო დანიელი, როდესაც დურას ველზე სამი ებრაელი იცდებოდა?

ამის შესახებ ბიბლია არაფერს ამბობს. თავისი მაღალი მდგომარეობის გამო შეიძლება დანიელისგან არ მოითხოვებოდა იქ ყოფნა ან სავარაუდოა, რომ სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად იყო სადმე წასული. მაგრამ, როგორც უნდა ყოფილიყო, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ის იეჰოვას ერთგულების დათმობით კომპრომისზე არ წასულა (01.08, გვერდი 31).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება