საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w03 7/1 გვ. 8
  • აღმატებული სიყვარული

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აღმატებული სიყვარული
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • მსგავსი მასალა
  • მიჰყვებით სიყვარულის „აღმატებულ გზას“?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • სიყვარული (აგაპე) — რა არ არის და რა არის ის
    „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები-5
  • „გულითადად გიყვარდეთ ერთმანეთი“
    იფხიზლეთ!
  • „ჯერ მან შეგვიყვარა“
    დაუახლოვდი იეჰოვას
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
w03 7/1 გვ. 8

აღმატებული სიყვარული

ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში, ანუ „ახალ აღთქმაში“ „სიყვარულად“ უმეტესწილად ნათარგმნია ბერძნული სიტყვა „აგაპე“.

„წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“a ამ სიტყვის მნიშვნელობის ახსნისას აღნიშნავს: «[„აგაპე“] არ არის მხოლოდ გრძნობებზე დაფუძნებული სიყვარული (ჩვეულებრივ, სიყვარულის შესახებ ასეთი შეხედულებაა გავრცელებული). ეს არის სიყვარული, რომელსაც ნების შეგნებულად გამოხატვა უდევს საფუძვლად და ამ დროს ის პრინციპებით ხელმძღვანელობს, ითვალისწინებს მოვალეობის გრძნობას და იმას, თუ რის გაკეთებაა მართებული. აგრეთვე, სწორი ნორმებიდან გადახვევის გარეშე გულწრფელად ცდილობს სხვების სასიკეთოდ მოქმედებას. „აგაპე“ სიძულვილის მძლეველი სიყვარულია და მტრობას არასოდეს აძლევს იმის საშუალებას, რომ სწორი პრინციპები დაარღვევინოს და ბოროტებაზე ბოროტად აპასუხებინოს».

„აგაპე“ ღრმა გრძნობებსაც მოიცავს. «იქონიეთ გულითადი სიყვარული [„აგაპე“] ერთმანეთისადმი», — წერდა მოციქული პეტრე (1 პეტრე 4:8). ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ „აგაპე“ ეხება როგორც გულს, ისე გონებას. ხომ არ განიხილავდით რამდენიმე ბიბლიურ მუხლს, რომლებიც ცხადყოფს, თუ რამხელა ძალისა და მასშტაბების მომცველია ეს აღმატებული სიყვარული? ამაში დაგეხმარებოდათ შემდეგი მუხლების გამოკვლევა: მათე 5:43—47; იოანე 15:12, 13; რომაელთა 13:8—10; ეფესელთა 5:2, 25, 28; 1 იოანე 3:15—18; 4:16—21.

[სქოლიოები]

a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ მრავალ ენაზე.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება