საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w04 9/15 გვ. 3-4
  • „ასე ილოცეთ“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „ასე ილოცეთ“
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • მსგავსი მასალა
  • რას ვსწავლობთ ლოცვიდან „მამაო ჩვენო“?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • რას ნიშნავს თქვენთვის ლოცვა „მამაო ჩვენო“?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • ერთგულებო, ლოცვით აღაპყარით ხელები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • იწონებს ღმერთი ლოცვისას რელიგიური ნივთების გამოყენებას?
    გამოიღვიძეთ! — 2008
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
w04 9/15 გვ. 3-4

„ასე ილოცეთ“

იცით ლოცვა „მამაო ჩვენო“? ეს ლოცვის ნიმუშია, რომელიც იესო ქრისტემ გვასწავლა. მთაზე წარმოთქმული ცნობილი ქადაგებისას მან თქვა: „ასე ილოცეთ“ (მათე 6:9). ვინაიდან ეს ლოცვა იესომ წარმოთქვა, ის აგრეთვე ცნობილია როგორც უფლის ლოცვა.

მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა დაიზეპირა „მამაო ჩვენო“ და ხშირად, შესაძლოა ყოველდღეც კი, იმეორებენ მას. ბოლო წლებში ბევრი ხმამაღლა წარმოთქვამს მას სკოლებში და სხვადასხვა ღონისძიებების დროს. რატომ აფასებენ ასე ძალიან ლოცვას „მამაო ჩვენო“?

კიპრიანემ, III საუკუნეში მოღვაწე ღვთისმეტყველმა, დაწერა: „რომელი ლოცვა შეიძლება იყოს უფრო წმინდა, ვიდრე იესოს მიერ დატოვებული ლოცვა? . . მამისადმი მიმართული რომელი ლოცვა შეიძლება იყოს ისე სარწმუნო, როგორც იესოს მიერ წარმოთქმული ლოცვა, რადგან იესოა თავად ჭეშმარიტება?“ (იოანე 14:6).

კათოლიკური კატეხიზმოს თანახმად, „მამაო ჩვენო“ არის „ქრისტიანების ძირითადი ლოცვა“, ხოლო ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“ ნათქვამია, რომ ამ ლოცვას საყურადღებო ადგილი ეთმობა ქრისტიანული სამყაროს ყველა რელიგიაში; ის „ქრისტიანული მრწამსის მთავარი გამოხატულებაა“.

თუმცა ბევრი წარმოთქვამს „მამაო ჩვენო“-ს, უნდა ვაღიაროთ, რომ მრავალს ბოლომდე არ ესმის მისი მნიშვნელობა. «თუ რომელიმე ქრისტიანულ რელიგიას მიეკუთვნებით, ალბათ, შეგიძლიათ „მამაო ჩვენო“ სულმოუთქმელად წარმოთქვათ, — ნათქვამია ერთ კანადურ გაზეთში, — მაგრამ შესაძლოა უფრო გაგიჭირდეთ მისი ნელა და გააზრებულად წარმოთქმა» (Ottawa Citizen).

ნამდვილად მნიშვნელოვანია, გვესმოდეს ჩვენ მიერ წარმოთქმული ლოცვების არსი? რატომ დაგვიტოვა იესომ ლოცვის ნიმუშად „მამაო ჩვენო“? რას ნიშნავს ის თქვენთვის? ამ საკითხებს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება