საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w05 4/15 გვ. 30
  • გახსოვთ თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გახსოვთ თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • მსგავსი მასალა
  • სამსონი იეჰოვას ძალით იმარჯვებდა!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • მიჰბაძეთ სამსონს და მიენდეთ იეჰოვას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
  • სამსონი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • უძლიერესი კაცი
    ბიბლიური მოთხრობები
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
w05 4/15 გვ. 30

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, რამდენად შეძლებთ შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას:

• რატომ იყო არჩეული 25 დეკემბერი იესოს დაბადების დღის აღსანიშნავად?

ღვთის სიტყვაში არ არის მოცემული იესოს დაბადების დღის თარიღი. ესპანური ენციკლოპედია აღნიშნავს: „25 დეკემბერი შობის თარიღად ზუსტი ქრონოლოგიური გამოთვლის შედეგად კი არ არის დადგენილი, არამედ იმის შედეგად, რომ ზამთრის ნაბუნიობასთან დაკავშირებული რომაული დღესასწაულები ქრისტიანულად აქციეს“. რომაელები მზის ამოსვლას ზამთარში დღესასწაულობდნენ, რასაც თან ახლდა ნადიმობა, მხიარულება და საჩუქრების გაცვლა–გამოცვლა (15.12, გვერდები 4, 5).

• ნიშნავს საქმეების 7:59–ში ჩაწერილი სიტყვები იმას, რომ სტეფანე ლოცვით იესოს მიმართავდა?

არა. ბიბლია გვეუბნება, რომ ლოცვით მხოლოდ იეჰოვა ღმერთს უნდა მივმართოთ. ხილვაში იესოს ნახვის შედეგად, სტეფანე, როგორც ჩანს, თავს თავისუფლად გრძნობდა საიმისოდ, რომ ეთქვა: „უფალო იესო, მიიღე ჩემი სული“. სტეფანემ იცოდა, რომ იესოს ჰქონდა მიცემული მკვდრების აღდგენის უფლება (იოანე 5:27—29). ამიტომ ის იესოს სთხოვდა, დაეცვა მისი სასიცოცხლო ძალა იმ დღემდე, სანამ ზეცაში უკვდავად ცხოვრებისთვის აღადგენდა (01.01, გვერდი 31).

• საიდან ვიცით, რომ ჩვენი მომავალი წინასწარ არ არის განსაზღვრული?

ღმერთმა ნების ანუ არჩევნის თავისუფლებით დაგვაჯილდოვა, რაც გამორიცხავს ბედისწერას. რა სისასტიკე და უსამართლობა იქნებოდა იეჰოვა ღმერთის მხრიდან, რომ დაბადებამდე განესაზღვრა ჩვენი მომავალი და შემდეგ პასუხი მოეთხოვა ჩვენგან (მეორე რჯული 32:4; 1 იოანე 4:8) (15.01, გვერდები 4, 5)

• რატომ იქნებოდა არასწორი იმის თქმა, რომ სასწაულები არ ხდება?

მეცნიერები ხედავენ, რომ მწირი ცოდნა აქვთ სამყაროს შესახებ. ამიტომ ზოგი მეცნიერი აღარ თვლის, რომ რაიმე შეუძლებელია. მათ შეიძლება მხოლოდ ის თქვან, რომ ეს „ნაკლებად დასაშვებია“ (15.02, გვერდები 5, 6).

• რატომ უთხრა სამსონმა თავის მშობლებს, რომ ცოლად ფილისტიმელის მოყვანა სურდა? (მსაჯულთა 14:2)

იმ ქალზე დაქორწინება, რომელიც წარმართული ღვთაების თაყვანისმცემელი იყო, ღვთის კანონს ეწინააღმდეგებოდა (გამოსვლა 34:11—16). სამსონს ფილისტიმელი ქალი „მოეწონა“, რადგან „საბაბს ეძებდა ფილისტიმელთა წინააღმდეგ“. სამსონი ამ ქალით სწორედ ამ მიზნის მისაღწევად დაინტერესდა. მას ღვთის სული ამოძრავებდა (მსაჯულთა 13:25; 14:3, 4, 6) (15.03, გვერდი 26).

• მისაღებია თუ არა ქრისტიანისთვის გარკვეული მომსახურებისთვის საჩუქრის მირთმევა?

ქრთამად ითვლება, თუ თანამდებობის პირს ფულს ან საჩუქარს ვაძლევთ იმ მიზნით, რომ მან სამართალს გვერდი აუაროს, თვალი დახუჭოს დარღვევაზე ან რაღაცაში შეღავათი გაგვიწიოს. მაგრამ არ ჩაითვლება ქრთამად ფულის ან საჩუქრის მიცემა კანონიერი მომსახურებისთვის ან უსამართლოდ მოპყრობის თავიდან ასარიდებლად გაწეული დახმარებისთვის (01.04, გვერდი 29).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება