საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w06 8/15 გვ. 30
  • გახსოვთ თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გახსოვთ თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • მსგავსი მასალა
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • „ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • ბიბლიის წიგნი 19 — ფსალმუნები
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
w06 8/15 გვ. 30

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, რამდენად შეძლებთ შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემას.

• როგორ „იხსნის [იესო] ღარიბს“, როგორც ეს ფსალმუნების 71:12-შია ნაწინასწარმეტყველები?

ქრისტეს მმართველობის დროს მთელ დედამიწაზე სამართალი იზეიმებს. აღარ იარსებებს კორუფცია. სიღარიბეს ძირითადად ომი იწვევს, ქრისტე კი ნამდვილ მშვიდობას მოიტანს დედამიწაზე. იესო თანაუგრძნობს ადამიანებს და მისი მმართველობისას ყველა ისე იცხოვრებს, როგორც ერთი ბედნიერი ოჯახი. მაშინ ადამიანებს უხვად ექნებათ საკვები (ფსალმუნები 71:4—16) (01.05, გვერდი 7).

• როგორ შეგვიძლია ქრისტიანებს ‘სიტყვაში სითამამის’ გამოვლენა? (1 ტიმოთე 3:13; ფილიმონი 8; ებრაელები 4:16).

ჩვენ ამგვარად მოვიქცევით, თუ სხვებს გაბედულად ვუქადაგებთ, ვასწავლით და მივცემთ გონივრულ რჩევებს. ამასთანავე, ‘სიტყვაში სითამამე’ რომ გვქონდეს, გული უნდა გადავუშალოთ იეჰოვას და დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ის მოგვისმენს და გვიპასუხებს (15.05, გვერდები 14—16).

• მოსეს კანონის თანახმად, რატომ ხდიდა ადამიანს „უწმინდურად“ სასქესო ორგანოების გარკვეული ფუნქციები?

ძველი ისრაელისთვის მიცემული კანონები გაუწმინდურების შესახებ, რომლებიც თესლის დენას, მენსტრუაციასა და მშობიარობას ეხება, ხელს უწყობდა ჰიგიენის დაცვასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ეს კანონები აგრეთვე ხაზს უსვამდა სისხლის სიწმინდეს და ცოდვათა მისატევებლად გამოსასყიდის საჭიროებას (01.06, გვერდი 31).

• თუ ადამიანს სურს, იყოს ბედნიერი, რატომ იქნებოდა სასარგებლო, დაფიქრებულიყო წიგნზე „ფსალმუნები“?

ფსალმუნების დამწერებმა იცოდნენ, რომ ბედნიერება იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის შედეგად მიიღწევა (ფსალმუნები 111:1). ისინი ხაზგასმით ამბობდნენ, რომ ადამიანთა შორის ურთიერთობებს, სიმდიდრესა თუ პირად მიღწევებს არ მოაქვს ნამდვილი ბედნიერება. ბედნიერები ისინი არიან, რომელთა „ღმერთიც უფალია [იეჰოვაა]!“ (ფსალმუნები 143:15) (15.06, გვერდი 12).

• რა განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ძველ ისრაელს იეჰოვასთან?

ძვ. წ. 1513 წელს იეჰოვამ დედამიწაზე თავის მსახურებთან ახალი სახით დაიწყო ურთიერთობა. მან ისრაელებთან შეთანხმება დადო (გამოსვლა 19:5, 6; 24:7). მას შემდეგ ისრაელები ღვთისადმი მიძღვნილი ერის შვილებად იბადებოდნენ. მაგრამ თითოეულ პიროვნებას თავად უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ემსახურა თუ არა ღვთისთვის (01.07, გვერდები 21, 22).

• რატომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი უდრტვინველად? (ფილიპელები 2:14).

ბევრი ბიბლიური მაგალითი გვიჩვენებს, რომ დრტვინვამ დამღუპველი გავლენა მოახდინა ღვთის ხალხზე. ჩვენ სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ იმ საზიანო გავლენაზე, რომელიც დღეს დრტვინვამ შეიძლება გამოიწვიოს. არასრულყოფილი ადამიანი მიდრეკილია დრტვინვისკენ. ამიტომ ჩვენ თავი უნდა დავიცვათ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება დრტვინვამდე მიგვიყვანოს (15.07, გვერდები 16, 17).

• საიდან ვიცით, რომ იგავების 8:22—31-ში (აქ) აღწერილი სიბრძნე განკაცებამდე მცხოვრებ იესო ქრისტეზე მიუთითებს?

აქ აღწერილი სიბრძნე ‘შეიქმნა’ და ის შემოქმედებითი გზის დასაწყისი იყო. იეჰოვა ღმერთი ყოველთვის არსებობდა და მას ყოველთვის ჰქონდა სიბრძნე. იგავების 8:22—31-ში მოხსენიებული სიბრძნე იეჰოვას, შემოქმედის, გვერდით იყო, როგორც „ოსტატი“. ეს მიუთითებს იესოზე, როგორც სულიერ ქმნილებაზე, რომელიც შემოქმედებისას მჭიდროდ თანამშრომლობდა იეჰოვასთან (კოლოსელები 1:17; გამოცხადება 3:14) (01.08, გვერდი 31).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება