საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w08 12/1 გვ. 31
  • შემოქმედი უნდა განვადიდოთ!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შემოქმედი უნდა განვადიდოთ!
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • მსგავსი მასალა
  • რატომ ვარსებობთ?
    გამოიღვიძეთ! — 2009
  • ყოველმა ჩვენგანმა პატივი მიაგოს იეჰოვასა და მის ძეს.
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
  • ყველას სათანადო პატივი ეცით!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
  • იეჰოვა — ყოვლადძლიერი ღმერთი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
w08 12/1 გვ. 31

დაუახლოვდით ღმერთს

შემოქმედი უნდა განვადიდოთ!

გამოცხადება 4:11

გიფიქრიათ, რა არის სიცოცხლის აზრი? ვინც ევოლუციის თეორიას იზიარებს, ამაოდ ეძებს ამ კითხვაზე პასუხს. მაგრამ ამას ვერ ვიტყვით მათზე, ვისაც სწამს, რომ იეჰოვა ღმერთია სიცოცხლის წყარო და ვისი რწმენაც არ არის საფუძველს მოკლებული (ფსალმუნი 36:9). მათ იციან, რომ ღმერთს ადამიანი უმიზნოდ არ შეუქმნია, და ეს მიზანი გამოცხადების 4:11-შია ჩაწერილი. ვნახოთ, როგორ განმარტავს იოანე მოციქული ჩვენი ცხოვრების მიზანს.

იოანე აღწერს, როგორ ასხამს ხოტბას ზეციერი გუნდი ღმერთს: „შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“. მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვას ეკუთვნის დიდება და პატივი. რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერი მან შექმნა. რისკენ უნდა აღძრას ამის ცოდნამ გონიერი ქმნილება?

იეჰოვაზე ნათქვამია, რომ ის ღირსია მიიღოს დიდება, პატივი და ძლიერება. ეჭვგარეშეა, რომ ის ყველაზე დიდებული, პატივდებული და ძლიერი პიროვნებაა მთელ სამყაროში. მართალია, ადამიანთა უმრავლესობა არ აღიარებს, რომ იეჰოვაა შემოქმედი, მაგრამ ბევრი ღვთის ქმნილებებში აშკარად მის „უხილავ თვისებებს“ ხედავს (რომაელები 1:20). მადლიერება აღძრავს მათ, პატივი და დიდება მიაგონ იეჰოვას. ამ ხალხს მოსასმენად განწყობილი ადამიანებისთვის იმის დამაჯარებელი მტკიცებები მოჰყავს, რომ ყველაფერი იეჰოვამ საოცრად შექმნა, რის გამოც დიდ პატივს იმსახურებს (ფსალმუნი 19:1, 2; 139:14).

რა გაგებით მიიღებს იეჰოვა ძლიერებას თავისი თაყვანისმცემლებისგან? ვერც ერთი ქმნილება ვერ შეედრება ყოვლისშემძლე შემოქმედს ძლიერებით (ესაია 40:25, 26). ვინაიდან ღმერთმა თავის ანარეკლად შეგვქმნა, თავისივე თვისებები, მათ შორის ძლიერება, გვიბოძა (დაბადება 1:27). თუ ნამდვილად ვაფასებთ იმას, რაც ღმერთმა ჩვენთვის გააკეთა, ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ პატივი და დიდება მივაგოთ მას. იმის მაგივრად, რომ საკუთარ კეთილდღეობას მოვახმაროთ მთელი ჩვენი ენერგია, გვინდა იეჰოვასთვის დავიხარჯოთ (მარკოზი 12:30).

და მაინც, რატომ ვარსებობთ? გამოცხადების 4:11 გვპასუხობს: „ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“. ჩვენ ჩვენით არ შევქმნილვართ, ღვთის ნებით შევიქმენით. კმაყოფილება მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრებას როდი მოაქვს. შინაგანი სიმშვიდე, სიხარული და კმაყოფილება რომ ვიგრძნოთ, ჯერ ღვთის ნება უნდა გავიგოთ და მერე მის თანახმად უნდა ვიცხოვროთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩავწვდებით სიცოცხლის აზრს (ფსალმუნი 40:8).

[სურათის საავტორო უფლება 31 გვერდზე]

NASA, ESA, and A. Nota (STScI)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება