საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w09 1/1 გვ. 19
  • იცოდით თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იცოდით თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • მსგავსი მასალა
  • ტიბერიუსი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • პილატე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ვინ იყო პონტიუს პილატე?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • კეისარი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
w09 1/1 გვ. 19

იცოდით თუ არა?

ჰქონდა პონტიუს პილატეს იმის მიზეზი, რომ კეისრის შეშინებოდა?

რომის მმართველი პონტიუს პილატე რომ იძულებული გაეხადათ, იესო სიკვდილით დაესაჯა, იუდეველმა წინამძღოლებმა უთხრეს: „შენ თუ ამას გაათავისუფლებ, კეისრის მეგობარი არ ყოფილხარ“ (იოანე 19:12). ამ მუხლში მოხსენიებული კეისარი რომის იმპერატორი ტიბერიუსი იყო. ჰქონდა პილატეს იმის მიზეზი, რომ კეისრის შეშინებოდა?

როგორი პიროვნება იყო ტიბერიუს კეისარი? იესოს წამებით სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე ტიბერიუსს იცნობდნენ ისეთ „ადამიანად, რომელიც თავისი სურვილების შესასრულებლად და სიამოვნების მისაღებად ყველაფერზე წავიდოდა“, — ნათქვამია „ახალ ენციკლოპედია ბრიტანიკაში“. ის საშინლად ეჭვიანი იყო, ამიტომ ვინც თვალში არ მოუვიდოდა და ვის ერთგულებაშიც ეჭვი შეეპარებოდა, წამებით კლავდა. „როგორც მის დროს მცხოვრები ისტორიკოსები იტყობინებიან, — ნათქვამია ზემოხსენებულ ენციკლოპედიაში, — ის სიამოვნებით ერთობოდა სისასტიკითა და უზნეობით. მასზე სხვას ვერაფერს ვიტყვით, თუ არა იმას, რომ ის კლავდა, ვისაც უნდოდა და სადაც უნდოდა“.

ამგვარად, პილატემ იცოდა, როგორი პიროვნება იყო ტიბერიუსი და ამან, როგორც ჩანს, გავლენა იქონია მის გადაწყვეტილებაზე. პილატემ დააკმაყოფილა იუდეველი წინამძღოლების მოთხოვნა და იესო სიკვდილით დაასჯევინა (იოანე 19:13—16).

რატომ დაჰბანა იესომ ფეხები მოციქულებს?

ძველ ისრაელში ზოგი ფეხშიშველი დადიოდა, ზოგს კი სანდლები ეცვა. სანდალი იყო ტერფის ზომის ტყავის ნაჭერი, რომელსაც გრძელი თასმით კოჭთან იკრავდნენ. გზები და მინდვრები მტვრიანი და ტალახიანი იყო, ამიტომ ხალხს ფეხები ესვრებოდა.

ისრაელში წესად ჰქონდათ, რომ სახლში შესვლამდე სანდლები უნდა გაეხადათ. სტუმრისთვის ფეხების დაბანა სტუმართმოყვარეობის მაჩვენებელი იყო. ამას ან მასპინძელი აკეთებდა, ან მსახური. ბიბლიაში ამის არაერთი მაგალითია მოყვანილი. მაგალითად, აბრაამმა თავის სტუმრებს უთხრა: „წყალს მოვატანინებ, ფეხებს დაგაბანინებთ და ხის ქვეშ დაისვენეთ. პურს მოვიტან, დანაყრდით“ (დაბადება 18:4, 5; 24:32; 1 სამუელი 25:41; ლუკა 7:37, 38, 44).

აქედან გამომდინარე, გასაგებია, რატომ დაჰბანა იესომ თავის მოწაფეებს ფეხები ბოლო პასექზე. იქ არ იყო მასპინძელი და არც მსახური და, როგორც ჩანს, არც მოწაფეთაგან გამოუთქვამს ვინმეს სურვილი, ფეხები დაებანა სხვებისთვის. იესომ მოიტანა წყლით სავსე ტაშტი და პირსახოცი, რათა მოწაფეებისთვის ფეხები დაებანა და შეემშრალებინა. ამით იესომ მათ სიყვარულისა და თავმდაბლობის მაგალითი მისცა (იოანე 13:5—17).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება