საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w09 2/1 გვ. 3-4
  • რა ვიცით ღმერთზე?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა ვიცით ღმერთზე?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • აუცილებელია ამ კითხვებზე პასუხების მიღება?
  • ვისი თაყვანისცემაა მისაღები ღმერთისთვის?
    მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
  • ქრისტიანები თაყვანს სცემენ ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“
    „მოდი და გამომყევი“
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
w09 2/1 გვ. 3-4

რა ვიცით ღმერთზე?

დღეს უმრავლესობას სწამს, რომ ღმერთი არსებობს და ისინი ცდილობენ, ერთგულები და ღვთისმოშიშები იყვნენ. მაგრამ მრავალმა ცოტა რამ იცის ღვთის შესახებ. თუ მორწმუნე ხართ, როგორ უპასუხებთ შემდეგ შეკითხვებს?

1. რეალური პიროვნებაა ღმერთი?

2. აქვს ღმერთს სახელი?

3. იესოა ყოვლისშემძლე ღმერთი?

4. ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?

5. იწონებს ღმერთი თაყვანისმცემლობის ყველა ფორმას?

ეს კითხვები რომ სხვებს დაუსვათ, მრავალ განსხვავებულ პასუხს მოისმენთ. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ღმერთზე მითები და არასწორი შეხედულებებია გავრცელებული.

აუცილებელია ამ კითხვებზე პასუხების მიღება?

მორწმუნე სამარიელ ქალთან საუბრისას იესომ ღვთის შესახებ ჭეშმარიტების ცოდნის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ამ ქალმა აღიარა, რომ იესო წინასწარმეტყველი იყო, თუმცა წუხილი გამოთქვა, რომ მისი რელიგია იესოს რელიგიისგან განსხვავდებოდა. იესომ პირდაპირ უთხრა მას: „თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს“ (იოანე 4:19—22). აქედან კარგად ვხედავთ, რომ ყველა მორწმუნე ადამიანი სინამდვილეში არ იცნობს ღმერთს.

ნიშნავს იესოს სიტყვები იმას, რომ არავის შეუძლია ღვთის გაცნობა? არა! სამარიელ ქალს იესომ შემდეგ ასეთი რამ უთხრა: „ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს, რადგან მამა სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“ (იოანე 4:23). ხართ თქვენც მათ შორის, ვინც ღმერთს „სულითა და ჭეშმარიტებით სცემს თაყვანს“?

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მიერ გაცემული პასუხი სიმართლეს შეესაბამებოდეს. რატომ? იმიტომ, რომ ლოცვისას იესომ საფუძვლიანი ცოდნის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მან თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). თქვენი მომავალი ღვთის შესახებ ჭეშმარიტების ცოდნაზეა დამოკიდებული!

დაგვეხმარება იესო ქრისტეს სწავლებების ცოდნა ღვთის გაცნობაში? იესომ თავის თავზე თქვა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6). მან აგრეთვე აღნიშნა: „არავინ იცის, ვინ არის მამა, გარდა ძისა და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ გაუმჟღავნოს“ (ლუკა 10:22).

ამგვარად, ღვთის ძის, იესო ქრისტეს, სწავლებები დაგვეხმარება, რომ სიმართლე გავიგოთ ღვთის შესახებ. იესო დაგვპირდა: „თუ ჩემს სიტყვაში რჩებით, ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:31, 32).

თქვენი აზრით, როგორ უპასუხებდა იესო ზემოთ დასმულ ხუთ შეკითხვას?

[სურათი 4 გვერდზე]

ნამდვილად იცნობთ ღმერთს, რომელსაც თაყვანს სცემთ?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება