საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w09 6/1 გვ. 27
  • იცოდით თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იცოდით თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • მსგავსი მასალა
  • ურიმი და თუმიმი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • თუმიმი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • „ამინ“ — სიტყვა, რომელსაც იეჰოვა ძალიან აფასებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2019
  • ამინ
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
w09 6/1 გვ. 27

იცოდით თუ არა?

რატომ ამბობს ხალხი ლოცვის ბოლოს სიტყვა „ამინს“?

სიტყვა „ამინ“, რომელიც ქართულად და ბერძნულად ერთნაირად გამოითქმის, ებრაული სიტყვა ამენ-ის ტრანსლიტერაციაა. ამ სიტყვას ჩვეულებრივ ხალხი ერთხმად წარმოთქვამს, როცა ისმენენ ლოცვას, ფიცს, კურთხევას ან წყევლას და ეთანხმებიან. „ამინ“ ნიშნავს „დაე იყოს ასე“, „ჭეშმარიტად“. ერთი ნაშრომის თანახმად, ამ სიტყვაში იგულისხმება „ნამდვილი, უტყუარი, ერთგული და სანდო“. ბიბლიურ დროში, თუ ადამიანი ფიცის ან შეთანხმების დროს წარმოთქვამდა სიტყვა „ამინს“, ვალდებული იყო შესაბამისად მოქცეულიყო, ხოლო თუ ვერ შეასრულებდა დადებულ ფიცს ან შეთანხმებას, ის თანახმა იყო, დასჯილიყო (კანონი 27:15—26).

ზოგჯერ ქადაგებისა და სწავლების დროს იესოც ამბობდა „ამინს“, სანამ რამეს იტყოდა. ამ სიტყვით ის ხაზს უსვამდა იმას, რომ სრულ სიმართლეს ამბობდა. ბიბლიაში ასეთ ადგილებში ეს სიტყვა „ჭეშმარიტებად“ არის ნათარგმნი (მათე 5:18; 6:2, 5). ზოგან, მაგალითად იოანეს სახარებაში, ეს სიტყვა ხაზგასმის მიზნით ზედიზედ არის გამოყენებული: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით“ (იოანე 1:51). იესოს მიერ სიტყვა „ამინის“ ამგვარად გამოყენება, შეიძლება ითქვას, რომ სახარებების გარდა არ გვხვდება არც ბიბლიის სხვა წიგნებში და არც სხვა რელიგიურ ლიტერატურაში.

ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში იესოს „ამინი“ ეწოდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის „ერთგული და ჭეშმარიტი“ მოწმეა (გამოცხადება 3:14).

რისთვის გამოიყენებოდა ურიმი და თუმიმი?

ურიმსა და თუმიმს, როგორც ჩანს, ძველ ისრაელში იყენებდნენ იმისთვის, რომ გაეგოთ, რა იყო იეჰოვას ნება ერთან ან მის წინამძღოლებთან დაკავშირებით. ურიმი და თუმიმი იყო საგნები, რომლებსაც მღვდელმთავარი „გასამართლების სამკერდეში“ ინახავდა (გამოსვლა 28:15, 16, 30). წმინდა წერილებში დაწვრილებით არ არის აღწერილი, როგორი იყო ეს საგნები ან როგორ გამოიყენებოდა ისინი, თუმცა ბიბლიის სხვადასხვა მონაკვეთიდან ვიგებთ, რომ მათ კენჭის საყრელად იყენებდნენ. ურიმისა და თუმიმის მეშვეობით იეჰოვა მათ კითხვაზე დადებით ან უარყოფით პასუხს აძლევდა, ზოგჯერ კი არაფერს პასუხობდა.

განვიხილოთ ბიბლიაში აღწერილი ერთ-ერთი შემთხვევა. დავითმა აბიათარს მოატანინა ეფოდი, რომელიც შესაძლოა მღვდელმთავრისა იყო. ამ ეფოდში იდო ურიმი და თუმიმი. დავითმა ორი კითხვა დაუსვა იეჰოვას: ‘დამედევნება საული?’ და ‘გადამცემენ კეილას მცხოვრებნი საულის ხელში?’ ურიმისა და თუმიმის მეშვეობით დავითმა ორივე კითხვაზე დადებითი პასუხი მიიღო, რაც მას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა (1 სამუელი 23:6—12).

ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მეფე საულმა გამოიყენა ურიმი და თუმიმი, რომ გაეგო, ვინ იყო დამნაშავე — ხალხი თუ თვითონ და იონათანი. როცა ხალხი გამოირიცხა, საულმა კიდევ ჰკითხა ღმერთს, თვითონ იყო დამნაშავე თუ იონათანი (1 სამუელი 14:40—42). მოგვიანებით, როცა საულმა ღვთის კეთილგანწყობა დაკარგა, ღმერთი მეტად აღარ უწევდა მას ხელმძღვანელობას „არც სიზმრით, არც ურიმითა და არც წინასწარმეტყველთა პირით“ (1 სამუელი 28:6).

იუდაური გადმოცემის თანახმად, ურიმი და თუმიმი ძვ. წ. 607 წელს იეჰოვას ტაძრის განადგურების დროს დაიკარგა.

[სურათი 27 გვერდზე]

„ამინ“ (გამოცხადება 3:14, ალექსანდრიის კოდექსი, ახ. წ. V საუკუნე).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება