ახალგაზრდა მკითხველებისთვის
როგორ დავკარგეთ სამოთხე
მითითებები: ეს სავარჯიშო მშვიდ გარემოში გააკეთე. ბიბლიური მუხლების კითხვისას წარმოიდგინე, რომ მოვლენები შენ თვალწინ ვითარდება. რას ხედავ? რა გესმის? რას იგრძნობდი მოქმედ პირთა ადგილზე?
წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები. წაიკითხე დაბადების 3:1—24.
შენი აზრით, რა რეაქცია ექნებოდა ევას, როცა გველი დაელაპარაკა?
․․․․․
თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამმა და ევამ შეგნებულად შესცოდეს, მე-7—10 მუხლებიდან გამომდინარე რას იგრძნობდნენ ისინი შეცოდების შემდეგ?
․․․․․
როგორ წარმოგიდგენია ედემის ბაღიდან ადამისა და ევას გაძევება, როგორც ეს 22—24-ე მუხლებშია აღწერილი?
․․․․․
გამოიკვლიე
როგორ მიიყვანა თვალით დანახულმა ევა შეცოდებამდე? (კიდევ ერთხელ წაიკითხე მე-6 მუხლი)
․․․․․
რატომ გახდა ევასთვის აკრძალული ხის ნაყოფი „მიმზიდველი“? (კიდევ ერთხელ წაიკითხე მე-4 და მე-5 მუხლები)
․․․․․
რატომ აუბა ადამმა მხარი ევას ცოდვაში? (კიდევ ერთხელ წაიკითხე მე-6 მუხლი)
․․․․․
როგორ იმოქმედა ცოდვამ მთლიანობაში კაცებისა და ქალების ურთიერთობაზე? (კიდევ ერთხელ წაიკითხე მე-16 მუხლი)
․․․․․
საიდან ჩანს, რომ ცოდვამ უარყოფითად იმოქმედა ადამისა და ევას ურთიერთობაზე? (კიდევ ერთხელ წაიკითხე მე-12 მუხლი)
․․․․․
რა გადაწყვეტილება მიიღო იეჰოვამ მაშინვე, რომ მისი განზრახვა საბოლოოდ მაინც შესრულებულიყო? (კიდევ ერთხელ წაიკითხე მე-15 მუხლი)
․․․․․
მოიქეცი ნასწავლის შესაბამისად. ჩამოწერე, რაც ისწავლე . . .
რატომ არის სახიფათო დამოუკიდებლობის სული?
․․․․․
როგორ შეუძლია თვალს არასწორი სურვილების აღძვრა?
․․․․․
რატომ არის არასწორი საკუთარი შეცდომების სხვისთვის გადაბრალება?
․․․․․
რა იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბიბლიური მონაკვეთიდან და რატომ?
․․․․․