საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w11 3/1 გვ. 16-17
  • ვინ არის იესო ქრისტე?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ვინ არის იესო ქრისტე?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • მსგავსი მასალა
  • ვინ არის იესო ქრისტე?
    სასიხარულო ცნობა ღვთისგან
  • იესო ქრისტე — ღმერთის წარმოგზავნილია?
    შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
  • ვინ არის იესო ქრისტე?
    რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?
  • რატომ გამოგზავნა ღმერთმა იესო დედამიწაზე?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
w11 3/1 გვ. 16-17

ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან

ვინ არის იესო ქრისტე?

ამ სტატიაში დასმულია კითხვები, რომლებზეც შესაძლოა არაერთხელ გიფიქრიათ, და მითითებულია ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ კითხვებს სცემს პასუხს. იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით იმსჯელებენ თქვენთან ერთად ამ ბიბლიურ მუხლებზე.

ვინ არის იესო ქრისტე?

სხვა ნებისმიერი ადამიანისგან განსხვავებით, იესო სანამ ქვეყნიერებას მოევლინებოდა, ზეცაში ცხოვრობდა როგორც სულიერი პიროვნება (იოანე 8:23). ის იყო პირველი ქმნილება და ღმერთს სხვა ყველაფრის შექმნაში ეხმარებოდა. ვინაიდან იესო ერთადერთია, ვინც უშუალოდ იეჰოვამ შექმნა, მას „მხოლოდშობილი“ ძე ეწოდება. იესო ღვთის სიტყვას გადასცემდა და ამიტომ ეწოდა „სიტყვა“ (იოანე 1:1—3, 14; წაიკითხეთ იგავების 8:22, 23, 30; კოლოსელები 1:15, 16).

რატომ მოვიდა იესო დედამიწაზე?

ღმერთმა თავისი ძის სიცოცხლე ზეციდან დედამიწაზე ებრაელი ქალწულის, მარიამის საშვილოსნოში გადმოიტანა. ასე რომ, იესოს არ ჰყოლია ხორციელი მამა (ლუკა 1:30—35). იესო დედამიწაზე მოვიდა, რათა 1) ღვთის შესახებ ჭეშმარიტება ესწავლებინა, 2) თავისი მაგალითით დაენახვებინა ხალხისთვის, რას ნიშნავს ღვთის ნების შესრულება, 3) თავისი სრულყოფილი სიცოცხლე „მრავალთა გამოსასყიდად“ გაეღო (წაიკითხეთ მათეს 20:28; იოანე 18:37 ).

რატომ ვსაჭიროებთ გამოსასყიდს?

გამოსასყიდი არის საფასური, რომელსაც ადამიანის გასათავისუფლებლად იხდიან. ღვთის განზრახვა არ იყო, რომ ადამიანი დაბერებულიყო და მომკვდარიყო. საიდან ვიცით ეს? ღმერთმა უთხრა პირველ ადამიანს, ადამს, რომ თუ არ დაემორჩილებოდა, ანუ გააკეთებდა იმას, რასაც ბიბლია ცოდვას უწოდებს, მოკვდებოდა. ადამს რომ არ შეეცოდა, მარადიულად იცოცხლებდა. მართალია, ადამმა საუკუნეები იცხოვრა, მაგრამ ის სიკვდილს იმ დღიდან დაექვემდებარა, რა დღესაც ღმერთს ეურჩა (დაბადება 2:16, 17; 5:5). ადამმა თავის შთამომავლებს ცოდვა გადასცა და სიკვდილი, ცოდვის საზღაური. ამრიგად, ადამმა სიკვდილი „შემოიტანა“ ქვეყნიერებაში. აი, რატომ გვჭირდება გამოსასყიდი (წაიკითხეთ რომაელების 5:12; 6:23).

რატომ მოკვდა იესო?

ვის შეეძლო გადაეხადა გამოსასყიდი, სიკვდილისგან რომ გავეთავისუფლებინეთ? როცა ვკვდებით, ეს უკვე ჩვენი სასჯელია. არც ერთ არასრულყოფილ ადამიანს არ შეუძლია ცოდვისგან ჩვენი გამოსყიდვა (წაიკითხეთ ფსალმუნის 49:7—9).

ვინაიდან იესოს მემკვიდრეობით არ მიუღია არასრულყოფილება, ის მოკვდა არა საკუთარი, არამედ სხვების ცოდვების გამო. ღმერთმა თავისი ძე იმისთვის გამოგზავნა, რომ ჩვენთვის მომკვდარიყო, და ამით კაცობრიობის მიმართ უდიდესი სიყვარული გამოავლინა. იესომაც დაამტკიცა ჩვენდამი სიყვარული, რადგან მამას დაემორჩილა და სიცოცხლე გასწირა ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად (წაიკითხეთ იოანეს 3:16; რომაელები 5:18, 19).

რას აკეთებს ახლა იესო?

ის ფაქტი, რომ იესო ავადმყოფებს კურნავდა, მკვდრებს აცოცხლებდა და ადამიანები ცოდვისა და სიკვდილის მონობიდან დაიხსნა, იმაზე მოწმობს, თუ რას გააკეთებს ის მომავალში მორჩილი ადამიანებისთვის (ლუკა 18:35—42; იოანე 5:28, 29). იესო სიკვდილის შემდეგ ღმერთმა სულიერ პიროვნებად აღადგინა (1 პეტრე 3:18). შემდეგ იესო ღვთის მარჯვნივ დაჯდა და ელოდებოდა იმ დროს, როცა იეჰოვა მას სამეფო ძალაუფლებას მისცემდა (ებრაელები 10:12, 13). ახლა იესო ზეცაში მეფობს, მისი მიმდევრები კი დედამიწაზე სასიხარულო ცნობას ავრცელებენ მთელ მსოფლიოში (წაიკითხეთ დანიელის 7:13, 14; მათე 24:14).

მალე იესო თავის სამეფო ძალაუფლებას გამოიყენებს და ბოლოს მოუღებს ყოველგვარ უბედურებას და მათ, ვინც ამას იწვევს. მილიონები, რომლებსაც სწამთ იესო და ემორჩილებიან მას, გაიხარებენ დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრებით (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:9—11).

თუ გსურთ მეტი გაიგოთ იესო ქრისტეს შესახებ, წაიკითხეთ მე-4 თავი წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება