საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w11 3/1 გვ. 23
  • იცოდით თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იცოდით თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • მსგავსი მასალა
  • ლევირატი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მაზლის ვალდებულება [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • კეისარი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ნერონი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
w11 3/1 გვ. 23

იცოდით თუ არა?

ვინ იყვნენ „ისინი, ვინც კეისრის სახლეულობას“ მიეკუთვნებოდნენ და პავლეს მეშვეობით ფილიპელებს ქრისტიანულ მოკითხვებს უთვლიდნენ?

▪ პავლე მოციქულმა ფილიპელების კრებისთვის წერილი რომში დაახლოებით ახ. წ. 60-61 წლებში დაწერა და მის მიერ მოხსენიებული კეისარი იმპერატორი ნერონი იყო. მაგრამ ნერონის სახლეულობიდან ვინ გაუგზავნიდა ფილიპელ ქრისტიანებს მოკითხვას? (ფილიპელები 4:22).

არასწორი იქნება დავასკვნათ, რომ სიტყვებში „კეისრის სახლეულობა“ იმპერატორის უახლოესი ნათესავები იგულისხმება. პირიქით, ეს სიტყვები მოიცავს იმპერატორის ყველა მონასა და მონობიდან გათავისუფლებულს, რომლებიც რომში და პროვინციებში ცხოვრობდნენ. ამიტომ „კეისრის სახლეულობა“ შესაძლოა ათასობით მსახურისგან შედგებოდა. იმპერატორის სასახლეებსა და მამულებში მათ სხვადასხვა პასუხისმგებლობა ეკისრათ — ზოგი გამგებელი იყო, ზოგი კი მონურ სამუშაოს ასრულებდა. ზოგიერთი მთავრობის ადმინისტრაციის საქმიანობაშიც კი იღებდა მონაწილეობას.

როგორც ჩანს, რომში იმპერატორის ზოგიერთი მსახური ქრისტიანი გახდა. თუმცა უცნობია, ეს პავლეს ქადაგების შედეგი იყო თუ არა. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ განსაკუთრებული ყურადღება გამოავლინეს ფილიპეს კრების მიმართ. იმის გამო, რომ ფილიპე რომის კოლონია იყო, სადაც ბევრი ყოფილი ჯარისკაცი და მთავრობის მოხელე ცხოვრობდა, შესაძლებელია, რომ ზოგ რომაელ ქრისტიანს იქ ჰყოლოდა მეგობრები, რომელთაც პავლეს მეშვეობით უთვლიდნენ მოკითხვებს.

რა იგულისხმება მოსეს კანონში მოხსენიებულ „მაზლის ვალდებულებაში“ ანუ ლევირატის წესით ქორწინებაში?

▪ ძველ ისრაელში თუ მამაკაცი ისე მოკვდებოდა, რომ ვაჟი არ ეყოლებოდა, სავარაუდოდ, მის ძმას უნდა შეერთო მისი ქვრივი, რათა მემკვიდრე გაეჩინა და გარდაცვლილი ძმის საგვარეულო ხაზი გაეგრძელებინა (დაბადება 38:8). ეს წესი, რომელიც მოგვიანებით მოსეს კანონში შევიდა, ცნობილი იყო, როგორც „მაზლის ვალდებულება“ ანუ ლევირატის წესით ქორწინება (კანონი 25:5, 6). ბოაზის მოქმედებიდან, რომელიც რუთის წიგნშია აღწერილი, ჩანს, რომ თუ გარდაცვლილს ძმა არ ეყოლებოდა, ეს ვალდებულება სხვა ნათესავს უნდა შეესრულებინა (რუთი 1:3, 4; 2:19, 20; 4:1—6).

„მაზლის ვალდებულების“ შესრულება იესოს დროშიც მიღებული იყო. ეს ჩანს სადუკეველების სიტყვებიდან, რომლებიც მარკოზის 12:20—22-შია ჩაწერილი. პირველ საუკუნეში მოღვაწე ებრაელი ისტორიკოსის იოსებ ფლავიუსის სიტყვების თანახმად, ამ ვალდებულების შესრულება არა მხოლოდ ოჯახის სახელს იცავდა, არამედ ოჯახის ქონებასაც, და ქვრივის კეთილდღეობას ემსახურებოდა. იმ დროს ცოლს მემკვიდრეობით არ გადაეცემოდა ქმრის ქონება. მაგრამ ეს ქონება გადაეცემოდა ბავშვს, რომელიც ლევირატის წესის შესრულების შედეგად დაიბადებოდა.

მოსეს კანონის თანახმად, ნათესავებს უფლება ჰქონდათ, უარი ეთქვათ „მაზლის ვალდებულების“ შესრულებაზე. მაგრამ თუ კაცი უარს განაცხადებდა „თავისი ძმის სახლის“ აშენებაზე, ეს სირცხვილად ითვლებოდა (კანონი 25:7—10; რუთი 4:7, 8).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება