საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w11 8/15 გვ. 17
  • მკითხველთა შეკითხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა შეკითხვები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • მსგავსი მასალა
  • ამტკიცებს მესიის შესახებ წინასწარმეტყველებები, რომ იესო იყო მესია?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • „ჩვენ ვიპოვეთ მესია“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • წინასწარმეტყველება მესიაზე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • მესია — ღვთისგან მოვლენილი მხსნელი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
w11 8/15 გვ. 17

მკითხველთა შეკითხვები

შესაძლებელია ზუსტად განსაზღვრა, რამდენი წინასწარმეტყველებაა ჩაწერილი ებრაულ წერილებში მესიის შესახებ?

ებრაული წერილების გულმოდგინე გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ იესო ქრისტეზე შესრულებული მრავალი წინასწარმეტყველება. ამ წინასწარმეტყველებებში მოცემული დეტალები ეხება მესიის დაბადებას, გამოჩენის დროს, მის საქმიანობას, მისადმი სხვების დამოკიდებულებას და ღვთის განზრახვაში მის როლს. ეს ყოველივე ქმნის ნათელ სურათს, რომელიც გვეხმარება, ამოვიცნოთ იესოში მესია. მაგრამ, სიფრთხილე გვმართებს, როდესაც ვცდილობთ, განვსაზღვროთ, ზუსტად რამდენი წინასწარმეტყველებაა ებრაულ წერილებში მესიაზე.

არსებობს აზრთა სხვაობა იმის თაობაზე, რა შეიძლება მივიჩნიოთ მესიასთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებად და რა — არა. თავის წიგნში ალფრედ ედერშაიმმა აღნიშნა, რომ რაბინების ხელნაწერებში ებრაული წერილებიდან 456 ადგილია მიჩნეული მესიასთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებად, თუმცა მრავალ მათგანში კონკრეტულად მესია არ არის მოხსენიებული. მაგრამ, თუ ყურადღებით დავაკვირდებით ამ 456 ადგილს, გაგვიჩნდება კითხვა, არის თუ არა ზოგიერთი მათგანი იესო ქრისტეზე. მაგალითად, როგორც ედერშაიმმა თქვა, იუდეველები დაბადების 8:11-ს მესიის შესახებ წინასწარმეტყველებად მიიჩნევდნენ. მათი აზრით, „მტრედის მიერ მოტანილი ზეთისხილის ფოთოლი მესიის მთაზე იყო მოწყვეტილი“. ავტორმა აგრეთვე მოიყვანა გამოსვლის 12:42 და აღნიშნა, რომ იუდეველებს ეს მუხლი არასწორად ესმოდათ. მან დაწერა: „[მათი აზრით] როგორც მოსე გამოვიდა უდაბნოდან, ისე მესია გამოვიდოდა რომიდან“ (The Life and Times of Jesus the Messiah). მრავალი მეცნიერისთვის თუ უბრალო ადამიანისთვის რთული იქნებოდა, ეს ორი მუხლი და მათი არასწორი განმარტებები იესო ქრისტესთან დაეკავშირებინათ.

მაშინაც კი, თუ მხოლოდ იმ წინასწარმეტყველებებით შემოვიფარგლებოდით, რომლებიც სინამდვილეში შესრულდა იესო ქრისტეზე, ზუსტ რიცხვთან დაკავშირებით მაინც აზრთა სხვაობას წავაწყდებოდით. მაგალითად, ავიღოთ ესაიას 53-ე თავი, რომელშიც მესიის შესახებ რამდენიმე დეტალია ნაწინასწარმეტყველები. ესაიას 53:2—7-ში ნათქვამია: „არც წარმოსადეგია . . . მოძულებული იყო ის და თავს არიდებდნენ . . . თვითონ ატარა ჩვენი სნეულებები . . . ჩვენი ცოდვებისთვის განიგმირა . . . ისე წაიყვანეს, როგორც ცხვარი მიჰყავთ დასაკლავად“. ესაიას 53-ე თავში მოყვანილი მთელი ეს მონაკვეთი ერთ წინასწარმეტყველებად უნდა მივიჩნიოთ თუ აქ გამოყოფილი თითოეული ფრაზა ცალკეულ წინასწარმეტყველებად უნდა ჩაითვალოს?

აგრეთვე დავფიქრდეთ ესაიას 11:1-ზე, სადაც წერია: „ამოვა ყლორტი იესეს ძირკვიდან და ნაყოფიერი იქნება მისი ფესვის ამონაყარი“. ეს წინასწარმეტყველება მე-10 მუხლში მსგავსი სიტყვებით მეორდება. ეს ორი მუხლი ორ წინასწარმეტყველებად უნდა ჩავთვალოთ თუ ერთ წინასწარმეტყველებად? ის, თუ რა დასკვნამდე მივიდოდით ესაიას 53-ე და მე-11 თავებთან დაკავშირებით, აშკარად აისახებოდა მესიის შესახებ წინასწარმეტყველებების სრულ რიცხვზე.

ამგვარად, კარგია, თუ არ დავკონკრეტდებით ებრაულ წერილებში მესიის შესახებ წინასწარმეტყველებების სრულ რიცხვზე. იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციებში იესოზე შესრულებული წინასწარმეტყველებების არაერთი ჩამონათვალია მოცემული.a ეს ინფორმაცია გვამხნევებს და დიდ დახმარებას გვიწევს როგორც მსახურებაში, ისე პირადი თუ ოჯახური შესწავლის დროს. გარდა ამისა, მესიაზე შესრულებული მრავალი წინასწარმეტყველება, და არა მათი ზუსტი რაოდენობა, გვაძლევს იმის მტკიცე საფუძველს, რომ იესო არის ქრისტე, ანუ მესია.

[სქოლიო]

a „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტომი 1, გვ. 1223; ტომი 2, გვ. 387 (ინგლ.); „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“, გვ. 343, 344; „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვ. 200.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება