საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w12 7/1 გვ. 11
  • იცოდით თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იცოდით თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • მსგავსი მასალა
  • ფისი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • დუღაბი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იცოდით თუ არა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2014
  • კუპრი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
w12 7/1 გვ. 11

იცოდით თუ არა?

რატომ იყენებდნენ ბიბლიურ დროში დუღაბად ფისს?

▪ ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ბაბილონის კოშკის მშენებლებმა „ქვის მაგივრად აგური გამოიყენეს და დუღაბის მაგივრად — ფისი“ (დაბადება 11:3).

ფისი ბუნებრივად წარმოიქმნება. ის ნავთობპროდუქტია, რომელიც მზა სახით მოიპოვება შუამდინარეთის ტერიტორიაზე. ის მიწიდან ამოჩქეფს და შემდეგ იძენს მყარ სახეს. მისი წებოვნება ბიბლიურ დროში მცხოვრებთათვის კარგად იყო ცნობილი. სწორედ ამიტომ, როგორც ერთ ცნობარშია ნათქვამი, ფისი „საუკეთესო საშუალებად ითვლებოდა გამომწვარი აგურების ერთმანეთთან შესადუღაბებლად“.

ჟურნალ „არქეოლოგიაში“, შუამდინარეთის უძველეს ქალაქ ურში მდებარე ზიქურათის ნანგრევების მონახულების შემდეგ, ერთ-ერთმა მკვლევარმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო: „ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც ფისი დუღაბად გამოიყენეს, დღევანდელი სამხრეთ ერაყის ნავთობით მდიდარი ველების მკვიდრი ხალხები იყვნენ. ნანგრევებში დღემდე ადვილად შეიმჩნევა გამომწვარ აგურებს შორის დუღაბად გამოყენებული ფისი“. სწორედ ამ შავმა, შეწებების უნარის მქონე ნავთობპროდუქტმა აქცია დღევანდელი ახლო აღმოსავლეთის ტერიტორია კონფლიქტის ცხელ კერად, თუმცა თავის დროზე ამ ნივთიერებამ „შექმნა“ და „შეადუღაბა“ შუმერული ცივილიზაცია. შუმერები ფისს იყენებდნენ ტალახისგან დამზადებული გამომწვარი აგურების ერთმანეთთან შესადუღაბებლად და ქვაფენილის დასაგებად. აღსანიშნავია, რომ ასეთი აგური საკმაოდ მყიფე და მსხვრევადი იყო, და რომ არა დუღაბად გამოყენებული ფისი, იმდროინდელი ნაგებობები ნამდვილად ვერ გაუძლებდა ათასწლეულებს.

რა სახის „ქაღალდს“ იყენებდნენ საწერად ბიბლიურ დროში?

▪ ბუნებრივია, ეს კითხვა დაგვებადოს, რადგან ბიბლიაში იოანე ასეთ სიტყვებს წერს: „თუმცა, ბევრი რამ მაქვს თქვენთვის მოსაწერი, არ მსურს ქაღალდითა და მელნით“ (2 იოანე 12).

ამ მუხლში „ქაღალდად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „ხარტეს“, სიტყვასიტყვით „პაპირუსის ქაღალდს“ ნიშნავს. პაპირუსი, იგივე ჭილი, მცენარეა, რომელიც წყალში ან წყლის სიახლოვეს ხარობს. ერთ ცნობარში ვკითხულობთ, თუ რა ტექნოლოგიით მუშავდებოდა პაპირუსი, მისგან საწერი მასალა რომ მიეღოთ: „პაპირუსის ღეროს, რომელიც ზოგჯერ 3 მეტრამდე იზრდებოდა, კანს აცლიდნენ, სიგრძეზე თლიდნენ თხელ ფენებად და მიჯრით, ერთიმეორის მიყოლებით, აწყობდნენ. პირველ ფენას ზევიდან ადებდნენ მეორე ფენას საწინააღმდეგო მიმართულებით. შემდეგ ხის ჩაქუჩით ტკეპნიდნენ, ბოლოს კი ხაოიან ზედაპირს სპეციალური საფხეკით ხვეწდნენ“.

არქეოლოგებმა აღადგინეს პაპირუსზე შესრულებული ბევრი უძველესი ხელნაწერი, რომლებიც მათ ეგვიპტესა და მკვდარი ზღვის მიდამოებში აღმოაჩინეს. გარდა ამისა, სწორედ ამ ადგილებში მიაკვლიეს პაპირუსზე შესრულებულ წმინდა წერილების ფრაგმენტებს. ეს გრაგნილები იესოს დროით, ახ. წ. პირველი საუკუნით ან უფრო ადრეული ხანით თარიღდება. სავსებით შესაძლებელია, რომ თავდაპირველად წმინდა წერილები პაპირუსზე დაწერილიყო, მაგალითად, მოციქულთა წერილები.

[სურათის საავტორო უფლებები 11 გვერდზე]

Spectrumphotofile/photographersdirect.com

© FLPA/David Hosking/age fotostock

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება