პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
როგორ გაჩნდა ეშმაკი?
ეშმაკი ღმერთს არ შეუქმნია. ღმერთმა შექმნა ანგელოზი, რომელიც შემდგომში გახდა ეშმაკი, იგივე სატანა. იესომ ერთხელ აღნიშნა, რომ ეშმაკი ერთ დროს ერთგული და უმანკო ქმნილება იყო. თავდაპირველად, ის უმწიკვლო ანგელოზი, ღვთის შვილი იყო (წაიკითხეთ იოანეს 8:44).
როგორ შეიძლებოდა ღვთის ერთგული ანგელოზი ეშმაკი გამხდარიყო?
ანგელოზი, რომელიც ეშმაკი გახდა, დაუპირისპირდა ღმერთს და ადამიანთა პირველი წყვილიც აიყოლია ამ საქმეში. ასე გახდა ის სატანა, რაც „მოწინააღმდეგეს“ ნიშნავს (წაიკითხეთ დაბადების 3:1—5; გამოცხადების 12:9).
სხვა გონიერი ქმნილებების მსგავსად, ანგელოზსაც, რომელიც ეშმაკი გახდა, ჰქონდა მიცემული თავისუფლება, რომ არჩევანი გაეკეთებინა ცუდსა და კარგს შორის. მაგრამ მას დიდი სურვილი გაუჩნდა, რომ ღვთის ნაცვლად მისთვის ეცათ თაყვანი. საკუთარი განდიდების სურვილმა მთლიანად გადაფარა ღვთის განდიდების სურვილი (წაიკითხეთ მათეს 4:8, 9; იაკობის 1:13, 14).
როგორ ახდენს ეშმაკი დღემდე ხალხზე გავლენას? უნდა გვეშინოდეს მისი? ამ კითხვებზე პასუხები შეგიძლიათ ბიბლიაში იპოვოთ.