მთავარი თემა | რა გააკეთა ღმერთმა თქვენთვის?
მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ
სიკვდილის წინა ღამეს იესომ თავის ერთგულ მიმდევრებს უთხრა, რომ ხსომებოდათ მის მიერ გაღებული მსხვერპლი. უფუარი პურისა და წითელი ღვინის გამოყენებით, მან დააწესა „საიდუმლო სერობა“, იგივე „უფლის გახსენების საღამო“ და თქვა: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (ლუკა 22:19).
ყოველ წელს იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში იკრიბებიან იესოს სიკვდილის გასახსენებლად. 2014 წელს გახსენების საღამო აღინიშნება ორშაბათს, 14 აპრილს, მზის ჩასვლის შემდეგ.
გულთბილად გიწვევთ ამ შეხვედრაზე, სადაც ფართოდ იქნება ახსნილი იესოს სიკვდილის მნიშვნელობა. დასწრება უფასოა. არ მოხდება ფულის აგროვება. ის, ვინც ეს ჟურნალი მოგცათ, სიამოვნებით გეტყვით, სად და როდის ჩატარდება გახსენების საღამო თქვენს ტერიტორიაზე ან შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს jw.org. გთხოვთ ჩაინიშნოთ ეს თარიღი. იმედია, არ გამოტოვებთ ამ დღეს.