საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w15 10/1 გვ. 15
  • მთელი გულით აპატიეთ

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მთელი გულით აპატიეთ
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • მსგავსი მასალა
  • „მიუტევეთ ერთმანეთს“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • რა არის პატიება?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • რატომ უნდა ვიყოთ მიმტევებლები?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1994
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
w15 10/1 გვ. 15

დღემდე ფასეული უძველესი სიბრძნე

მთელი გულით აპატიეთ

ბიბლიური პრინციპი: „მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლოსელები 3:13).

გაბრაზებული ქალები ერთმანეთს შორდებიან

რას ნიშნავს მთელი გულით პატიება? ბიბლიაში ცოდვა ვალთან არის შედარებული, პატიება კი — ვალის გაუქმებასთან (ლუკა 11:4). ერთი ნაშრომის თანახმად, წმინდა წერილებში პატიებად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ნიშნავს „ვალის პატიებას ისე, რომ უკან აღარ ითხოვ“. ამგვარად, როდესაც მწყენინებელს ვპატიობთ, მისგან სანაცვლოდ არაფერს ვითხოვთ. პატიება არ ნიშნავს, რომ არასწორ საქციელს ვიწონებთ ან თვალს ვხუჭავთ განცდილ ტკივილზე. ჩვენ უბრალოდ ვივიწყებთ წყენას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ შეიძლება „ჩივილის მიზეზიც“ გვქონდეს.

დღესაც გამოსადეგია ეს პრინციპი? არასრულყოფილების გამო ყველა ვცოდავთ (რომაელები 3:23). აქედან გამომდინარე, გონივრული იქნება, მთელი გულით ვაპატიოთ სხვას, რადგან ადრე თუ გვიან, ჩვენც დაგვჭირდება სხვისგან პატიება. უფრო მეტიც, როცა სხვას ვპატიობთ, ამით საკუთარ თავსაც ვრგებთ. რა გაგებით?

ორი ქალი ერთმანეთს ეხუტება

როდესაც გულში ბრაზსა და წყენას ვიტოვებთ, ანუ უარს ვამბობთ პატიებაზე, საკუთარ თავს დიდ ზიანს ვაყენებთ. ასეთი უარყოფითი გრძნობების გამო შეიძლება დავკარგოთ სიხარული, საკუთარ თავში ჩავიკეტოთ და თავი უბედურად ვიგრძნოთ. ამან შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებიც შეგვიქმნას. ამერიკაში გამომავალ ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ ანგარიშში დოქტორი იოჩი ჩიდა და ფსიქოლოგიის პროფესორი ენდრუ სტეპტო წერდნენ: „უახლესი გამოკვლევები ადასტურებს, რომ ბრაზი და შუღლი ადამიანში იწვევს გულის კორონარულ დაავადებას“ (Journal of the American College of Cardiology).

პატიებას კი უამრავი დადებით მხარე აქვს. როცა სხვას მთელი გულით ვპატიობთ, მშვიდობასა და ერთობას ვინარჩუნებთ, ამასთანავე ვუფრთხილდებით სხვებთან ურთიერთობას. რაც ყველაზე მთავარია, ვბაძავთ ღმერთს, რომელიც მომნანიებელ ცოდვილებს მთელი გულით პატიობს და ჩვენც სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს (მარკოზი 11:25; ეფესოელები 4:32; 5:1).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება