საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wp16 № 2 გვ. 3-4
  • მართლა ეტანჯა და მოკვდა იესო?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მართლა ეტანჯა და მოკვდა იესო?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2016
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რაზე მოწმობს ფაქტები?
  • მართლა აღდგა იესო?
  • რას ნიშნავს იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა თქვენთვის?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2014
  • იესოს აღდგომა ნამდვილად მოხდა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • სახარებები — ისტორია თუ მითი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • მკვდრეთით აღდგომის უტყუარი იმედი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2020
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2016
wp16 № 2 გვ. 3-4
იესოს სხეული ბოძიდან ჩამოხსნეს, რასაც მოწაფეები უყურებენ

მთავარი თემა | რატომ ეტანჯა და მოკვდა იესო ქრისტე?

მართლა ეტანჯა და მოკვდა იესო?

ახ. წ. 33 წლის გაზაფხულზე იესო ნაზარეთელი სიკვდილით დასაჯეს. ის უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს ამბოხებაში, სასტიკად სცემეს და ბოძზე მიალურსმეს. მან ენით აუწერელი ტკივილით დაასრულა სიცოცხლე, მაგრამ ღმერთმა ის მკვდრეთით აღადგინა. 40 დღის შემდეგ კი იესო ზეცად ამაღლდა.

ამ განსაცვიფრებელ ამბავს იესოს შესახებ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ოთხი სახარება გვამცნობს, რომელთაც „ახალ აღთქმასაც“ უწოდებენ. მართლა მოხდა ეს ყველაფერი? ეს უდავოდ მართებული და მნიშვნელოვანი კითხვაა, ვინაიდან, თუ სახარებებში მონათხრობი სინამდვილეს არ შეესაბამება, ქრისტიანული რწმენა ყოველგვარ აზრს კარგავს და სამოთხეში მარადიული სიცოცხლის იმედი მხოლოდ აუხდენელ ოცნებად რჩება (1 კორინთელები 15:14). მეორე მხრივ, თუ ეს მოვლენები ნამდვილად მოხდა, მაშინ კაცობრიობას შესანიშნავი მომავალი ელის, მათ შორის თქვენც. მოდი, გავიგოთ, მითია თუ რეალობა სახარებებში ჩაწერილი მოვლენები.

რაზე მოწმობს ფაქტები?

ლეგენდებისგან განსხვავებით, რომლებსაც სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს, სახარებები დიდი სიზუსტით გამოირჩევა და დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას. მაგალითად, მათში მრავლად არის მოხსენიებული გეოგრაფიული სახელები იმ ადგილებისა, რომელთაგან ბევრს დღესაც შეგიძლიათ ესტუმროთ. სახარებები მოგვითხრობს რეალური ადამიანების შესახებ, რომელთა არსებობას ისტორიკოსებიც ადასტურებენ (ლუკა 3:1, 2, 23).

იესოს მოიხსენიებდნენ პირველ და მეორე საუკუნეებში მოღვაწე ისტორიკოსები და მწერლებიც.a ის, რასაც სახარებები იესოს სიკვდილით დასჯის შესახებ მოგვითხრობს, ზუსტად ეთანხმება სიკვდილით დასჯის იმდროინდელ რომაულ ჩვეულებას. გარდა ამისა, სახარებების დამწერები ფაქტებს ზედმიწევნით აღწერდნენ და მოწაფეების სისუსტეებსა და შეცდომებზე გულახდილად წერდნენ (მათე 26:56; ლუკა 22:24—26; იოანე 18:10, 11). ზემოხსენებული ყველა ფაქტორი იმის უტყუარი დასტურია, რომ სახარებების დამწერები გულწრფელები იყვნენ და ყველაფერი, რასაც იესოს შესახებ წერდნენ, სრულ სინამდვილეს შეესაბამებოდა.

მართლა აღდგა იესო?

მართალია, ბევრს სჯერა, რომ იესო ცხოვრობდა დედამიწაზე და მოკვდა, მაგრამ ზოგს შეიძლება მის მკვდრეთით აღდგომაში შეეპაროს ეჭვი. ამის დაჯერება თავიდან იესოს მოციქულებსაც გაუჭირდათ (ლუკა 24:11). მაგრამ, როდესაც მოციქულებმა და სხვა მოწაფეებმა მკვდრეთით აღმდგარი იესო სხვადასხვა ვითარებაში საკუთარი თვალით იხილეს, მათი ეჭვები სრულიად გაქარწყლდა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მკვდრეთით აღმდგარი იესო ერთხელ 500-ზე მეტ ადამიანს ეჩვენა (1 კორინთელები 15:6).

დაპატიმრებისა და სიკვდილის საშიშროების მიუხედავად, მოწაფეები იესოს მკვდრეთით აღდგომის შესახებ ყველას გაბედულად ამცნობდნენ, მათაც კი, ვისაც ბრალი მიუძღოდა მის სიკვდილში (საქმეები 4:1—3, 10, 19, 20; 5:27—32). იქადაგებდნენ ისინი ასე გაბედულად, იოტისოდენა ეჭვიც რომ შეჰპარვოდათ იესოს მკვდრეთით აღდგომაში? ფაქტია, იესოს აღდგომა მითი რომ ყოფილიყო, ქრისტიანობა ამხელა გავლენას ვერ მოახდენდა ვერც მაშინდელ და ვერც დღევანდელ მსოფლიოზე.

ის, რასაც სახარებები იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ მოგვითხრობს, სავსებით აკმაყოფილებს ყველა იმ აუცილებელ მოთხოვნას, რის საფუძველზეც ესა თუ ის ჩანაწერი შეიძლება სარწმუნოდ ჩაითვალოს. თუ გულისყურით წაიკითხავთ სახარებებს, დარწმუნდებით, რომ მათში აღწერილი ყველა მოვლენა ნამდვილად მოხდა. რწმენა კიდევ უფრო განგიმტკიცდებათ, როცა გაიგებთ, რატომ ეტანჯა და მოკვდა იესო. ამის შესახებ მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

a ტაციტუსი, რომელიც სავარაუდოდ ახ. წ. 55 წელს დაიბადა. ქრისტეს შესახებ იგი წერდა: „ქრისტუსი, საიდანაც წარმოდგება სახელი [ქრისტიანები], ტიბერიუსის მმართველობის დროს ჩვენი პროკურატორის, პონტიუს პილატეს, ბრძანებით სასტიკად აწამეს და სიკვდილით დასაჯეს“. იესოს მოიხსენიებენ აგრეთვე რომაელი ისტორიკოსი სვეტონიუსი (I საუკუნე), იუდეველი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი (I საუკუნე) და ბითინიის გამგებელი პლინიუს უმცროსი (II საუკუნის დასაწყისი).

რატომ არ მოიპოვება მეტი ისტორიული ჩანაწერები?

უნდა მოველოდეთ, რომ პირველი საუკუნის უფრო მეტ წყაროში იქნებოდა მოხსენიებული იესოს ცხოვრება და მისი მკვდრეთით აღდგომა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მან უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიოზე? ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. უპირველესად იმიტომ, რომ სახარებები თითქმის 2 000 წლის წინ დაიწერა. იმდროინდელი არაბიბლიური ხელნაწერებიდან კი ცოტამ თუ მოაღწია ჩვენამდე (1 პეტრე 1:24, 25). გარდა ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იესოს ბევრ მოწინააღმდეგეს მის შესახებ ისეთი რამ დაეწერა, რაც ხალხს მისადმი რწმენას ჩაუსახავდა.

იესოს მკვდრეთით აღდგომის შესახებ პეტრე მოციქულმა დაწერა: „ღმერთმა ის მესამე დღეს აღადგინა და ნება მისცა, გამოცხადებოდა ადამიანებს, მაგრამ არა ყველას, არამედ ღვთის მიერ წინასწარ დანიშნულ მოწმეებს — ჩვენ, ვინც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ“ (საქმეები 10:40, 41). რატომ არ გამოეცხადა იესო ყველას? მათეს სახარებიდან ვიგებთ, რომ როდესაც იესოს მტრებმა, რელიგიურმა წინამძღოლებმა, მისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ შეიტყვეს, მოითათბირეს, დაედუმებინათ ამ ცნობის გამავრცელებლები (მათე 28:11—15).

იქნებ იესოს არ სურდა, გახმაურებულიყო მისი მკვდრეთით აღდგომის ამბავი? ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით, რადგან პეტრე მოციქულმა თქვა: „მან გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და საფუძვლიანად დავამოწმოთ, რომ ღმერთმა ის ცოცხლებისა და მკვდრების მოსამართლედ დანიშნა“. ჭეშმარიტი ქრისტიანები პირველ საუკუნეშიც ამ სიტყვების თანახმად მოქმედებდნენ და დღესაც იმავეს აკეთებენ (საქმეები 10:42).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება