საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wp16 № 6 გვ. 16
  • რას ასწავლის ბიბლია?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რას ასწავლის ბიბლია?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2016
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ყველა ლოცვას პასუხობს ღმერთი?
  • აქვს ღვთისთვის მნიშვნელობა, რა მდგომარეობაში ვილოცებთ?
  • დაუახლოვდი ღმერთს ლოცვის მეშვეობით
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • ისმენს ღმერთი ჩემს ლოცვებს?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ლოცვით დაუახლოვდით ღმერთს
    რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?
  • როგორ შეგვიძლია დახმარების მიღება ლოცვის საშუალებით
    შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2016
wp16 № 6 გვ. 16
ქალი ლოცულობს

რას ასწავლის ბიბლია?

ყველა ლოცვას პასუხობს ღმერთი?

რას ფიქრობთ, ვის ლოცვას პასუხობს ღმერთი?

  • ყველას

  • ზოგის

  • არავის

რას ასწავლის ბიბლია?

„იეჰოვა ახლოს არის ყველასთან . . . ვინც ჭეშმარიტებით მოუხმობს მას“ (ფსალმუნი 145:18).

კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?

  • ღმერთი არ ისმენს მათ ლოცვებს, ვინც განზრახ ეწინააღმდეგება მის ნებას (ესაია 1:15). თუმცა ასეთებს შეუძლიათ ღმერთთან კარგი ურთიერთობის აღდგენა, თუ შეიცვლიან ცხოვრების წესს (ესაია 1:18).

  • ღმერთმა ლოცვებზე რომ გვიპასუხოს, მისი მოთხოვნების თანახმად უნდა მოვიქცეთ, რომელთაც ბიბლიიდან ვეცნობით (1 იოანე 5:14).

აქვს ღვთისთვის მნიშვნელობა, რა მდგომარეობაში ვილოცებთ?

ზოგის აზრით, ლოცვის დროს მუხლი უნდა გვქონდეს მოდრეკილი, თავი დახრილი ან ხელისგულები ერთმანეთზე მიდებული. თქვენც ეთანხმებით ამ აზრს?

რას ასწავლის ბიბლია?

ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღვთის მსახურები სხვადასხვა მდგომარეობაში ლოცულობდნენ და ღმერთმაც შეისმინა მათი სათხოვარი. მაგალითად, ლოცვის დროს ზოგი იჯდა, ზოგი იდგა, ზოგიც დამხობილი ან მუხლმოდრეკილი იყო (1 მატიანე 17:16; 2 მატიანე 30:27; ეზრა 10:1; საქმეები 9:40). ასე რომ, ღმერთისთვის არა აქვს მნიშვნელობა, რა პოზაში ვილოცებთ.

კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?

  • ღმერთი თავმდაბალი ადამიანების ლოცვებს ისმენს (ფსალმუნი 138:6).

  • თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ენაზე მიმართოთ ღმერთს ლოცვით. იგი გულში წარმოთქმულ ლოცვებსაც ისმენს (2 მატიანე 6:32, 33; ნეემია 2:1—6).

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-17 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

აგრეთვე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.pr2711.com

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება