საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w17 მარტი გვ. 32
  • ბიბლიური სახელი უძველეს ჭურჭელზე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ბიბლიური სახელი უძველეს ჭურჭელზე
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
  • მსგავსი მასალა
  • ეშბაალი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იშ-ბოშეთი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • დოქი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ღვთის სახელი
    გამოიღვიძეთ! — 2017
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
w17 მარტი გვ. 32
3000 წლის წინანდელ თიხის ჭურჭელზე გაკეთებულ ქანაანურ წარწერაში ბიბლიური სახელი გვხვდება

ბიბლიური სახელი უძველეს ჭურჭელზე

3000 წლის წინანდელი თიხის ჭურჭელი

ამ ბოლო დროს მკვლევრების ყურადღება მიიპყრო 3 000 წლის წინანდელმა კერამიკული ჭურჭლის ნატეხებმა, რომლებიც 2012 წელს აღმოაჩინეს. რა იყო განსაკუთრებული ამ აღმოჩენაში? მკვლევრების ინტერესი გამოიწვია ამ ნატეხებზე გაკეთებულმა წარწერამ.

როცა არქეოლოგებმა საბოლოოდ ეს ნატეხები შეაერთეს, მათ შეძლეს ძველი ქანაანური წარწერის გაშიფვრა. იქ ეწერა: „ეშბაალ ბენ-ბედა [ბედას ძე]“. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა არქეოლოგებმა ეს სახელი აღმოაჩინეს უძველეს წარწერაში.

თუმცა სხვა ეშბაალი მოხსენიებულია ბიბლიაში. ის იყო მეფე საულის ერთ-ერთი ვაჟი (1 მატ. 8:33; 9:39). პროფესორი იოზეფ გარფინკელი, რომელიც ამ გათხრებში მონაწილეობდა, ამბობს: „საინტერესოა, რომ სახელი ეშბაალი ბიბლიისა და ახლა უკვე არქეოლოგიური აღმოჩენის თანახმადაც მხოლოდ დავითის მეფობის პერიოდში გვხვდება“. ზოგის აზრით, ამ სახელს მხოლოდ იმ პერიოდში არქმევდნენ. არქეოლოგიურმა აღმოჩენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბიბლიაში მოხსენიებული პატარა დეტალი.

ბიბლიის სხვა მონაკვეთებში ეშბაალის ნაცვლად მოიხსენიება იშბოშეთი, რომელშიც „ბაალი“ ჩანაცვლებულია „ბოშეთით“ (2 სამ. 2:10). მკვლევრების აზრით, წიგნ „მეორე სამუელის“ დამწერთ ეთაკილებოდათ სახელ ეშბაალის გამოყენება, რადგან ქანაანელთა ქარიშხლის ღვთაება ბაალს ახსენებდათ, თუმცა ის შემორჩენილია წიგნ „მატიანეში“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება