შესავალი
ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?
როცა რაიმე უბედურება ხდება, ხალხი იტანჯება ან იხოცება, საგონებელში ვვარდებით და ვფიქრობთ: ხედავს ამ ყველაფერს ღმერთი ან საერთოდ აღელვებს კი ჩვენი მდგომარეობა? ბიბლიაში ნათქვამია:
„იეჰოვას თვალი მართლებისკენ აქვს მიპყრობილი და ყური — მათი ვედრებისკენ, ავისმქნელთ კი უარყოფს იეჰოვა“ (1 პეტრე 3:12).
„საგუშაგო კოშკის“ ამ ნომრიდან გაიგებთ, როგორ გვეხმარება ღმერთი და რას აკეთებს ყოველგვარი ტანჯვის აღმოსაფხვრელად.