საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w18 ივლისი გვ. 30-31
  • გამოიკვლიეთ ბიბლია მეტი ხალისითა და ინტერესით

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გამოიკვლიეთ ბიბლია მეტი ხალისითა და ინტერესით
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2018
  • მსგავსი მასალა
  • ღმერთს სურს, რომ წარმატებულნი ვიყოთ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • იესო ნავეს ძის 1:9 — „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი“
    ბიბლიური მუხლების ახსნა
  • სწავლა — დამაჯილდოებელი და სასიამოვნო
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • რა არის საჭირო, რომ ბიბლიის კითხვამ შედეგი გამოიღოს?
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2018
w18 ივლისი გვ. 30-31
იესო ნავეს ძე კანონს კითხულობს ლამპრის შუქზე

გამოიკვლიეთ ბიბლია მეტი ხალისითა და ინტერესით

იესო ნავეს ძე კანონს კითხულობს; იერიხონის კედლები ინგრევა, რახაბის სახლი კი უვნებელი დგას; იესო ნავეს ძე ხელებაპყრობილი ლოცულობს

იესო ნავეს ძე დიდი პასუხისმგებლობის წინაშე დგას. მან ისრაელი ერი აღთქმულ მიწაზე უნდა შეიყვანოს, რისთვისაც დიდი დაბრკოლებების გადალახვა მოუწევს. თუმცა იეჰოვა არწმუნებს, რომ წარმატებას მიაღწევს, და ამხნევებს: „მოიკრიბე გამბედაობა [და] გამაგრდი . . . შეასრულე მთელი კანონი . . . იკითხე ის დღედაღამ, რათა გულდასმით შეასრულო ყველაფერი, რაც მასში წერია; მაშინ წარგემართება გზა და მაშინ იმოქმედებ ბრძნულად“ (იეს. 1:7, 8).

ამ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ჩვენც გვიწევს დიდი დაბრკოლებების გადალახვა (2 ტიმ. 3:1). ჩვენც მივაღწევთ წარმატებას, თუ გავითვალისწინებთ იეჰოვას რჩევას, რომელიც მან იესო ნავეს ძეს მისცა. რეგულარულად უნდა ვიკითხოთ ბიბლია, დავფიქრდეთ მასში ჩაწერილ პრინციპებზე და განსაცდელების დროს გამოვიყენოთ.

მაგრამ ბევრმა ჩვენგანმა შეიძლება თქვას, რომ არც ისე ბეჯითი მოსწავლეა და სწავლა მაინცდამაინც არ უადვილდება. ვინაიდან ბიბლიის გამოკვლევა ასე მნიშვნელოვანია, თანდართულ ჩარჩოში „ეცადეთ, ასე მოიქცეთ“ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ, მეტი ინტერესითა და ხალისით იკითხოთ ბიბლია.

ფსალმუნმომღერალი წერდა: „შენი მცნებების ბილიკებზე მატარე, რადგან ეს მსიამოვნებს“ (ფსალმ. 119:35). ღვთის სიტყვაზე ფიქრი დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. თუ სულიერი საგანძურის ძიებას დაიწყებთ, დიდძალ ძვირფასეულობას აღმოაჩენთ.

მიუხედავად იმისა, რომ იესო ნავეს ძისგან განსხვავებით ერის წინამძღოლობა არ გავალიათ, სირთულეების გადალახვა თქვენც გიწევთ. ასე რომ, მიჰბაძეთ იესო ნავეს ძეს, გამოიკვლიეთ ბიბლია და დაფიქრდით, რაში დაგეხმარებათ ნასწავლი. თუ ასე მოიქცევით, თქვენც წარმატებული იქნებით და ბრძნულად იმოქმედებთ.

ეცადეთ, ასე მოიქცეთ

  • კაცს ლოცვის დროს ხელები აქვს გადაჭდობილი

    წაკითხვამდე ილოცეთ. ბიბლიაში ჩაწერილია ყოვლისშემძლე ღვთის აზრები, რომლებიც მან თქვენ სასარგებლოდ დააწერინა თავის მსახურებს. ამიტომ ბიბლიის კითხვის დროს სთხოვეთ ღმერთს დახმარება, რომ გაიგოთ, დაიმახსოვროთ და ცხოვრებაში გამოიყენოთ წაკითხული (ეზრ. 7:10).

  • კაცი საკუთარ თავს ეკითხება

    ჰკითხეთ საკუთარ თავს, როცა ბიბლიას ან ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს კითხულობთ: რას ვიგებ იეჰოვას შესახებ ბიბლიის ამ მონაკვეთიდან? როგორ უკავშირდება ის ბიბლიის მთავარ თემას? როგორ შემიძლია ამ აზრების გამოყენება სხვების დასახმარებლად?

  • კაცი ფიქრობს

    დაფიქრდით ნასწავლზე. კითხვის დროს შეჩერდით და დაფიქრდით: რა გრძნობებს იწვევს წაკითხული ჩემში? რატომ გამიჩნდა ასეთი გრძნობები? როგორ უკავშირდება ის ჩემს წარსულს, ახლანდელ მდგომარეობას ან იმას, რაც შეიძლება მომავალში მოხდეს? როგორ გამოვიყენებ ამ ბიბლიურ პრინციპებსა და რჩევებს ცხოვრებაში? (იობ. 23:5; ფსალმ. 49:3). შეეცადეთ, დაინახოთ, რატომ მოუწოდებს იეჰოვა თავის ხალხს, მოერიდონ ამა თუ იმ საქციელს. ან დაფიქრდით, რა შედეგით შეიძლებოდა დასრულებულიყო იმ ბიბლიური პერსონაჟის შემთხვევა, ვის შესახებაც კითხულობთ, თუ ის სხვანაირად მოიქცეოდა (კან. 32:28, 29).

  • კაცი გონებაში აცოცხლებს ბიბლიურ ეპიზოდს

    გამოიყენეთ წარმოსახვის უნარი, როცა ბიბლიურ მონაკვეთებს კითხულობთ. მაგალითად, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ მიჰყიდეს ძმებმა იოსები ისმაელელებს? (დაბ. 37:18—28). რას ხედავთ? რა გესმით? რისი სურნელი ტრიალებს გარშემო? შეეცადეთ, საკუთარი თავი მოქმედი პირების ადგილას წარმოიდგინოთ. რაზე ფიქრობენ ისინი და რას გრძნობენ? თუ ასე მოიქცევით, ბიბლიის ეს მონაკვეთი თქვენთვის უფრო ცოცხალი და ბევრის მთქმელი გახდება.

  • კაცი იყენებს შესწავლაში დამხმარე საშუალებებს

    გამოიყენეთ შესწავლაში დამხმარე საშუალებები, რათა საინტერესო გახადოთ კვლევა. გაიგეთ, რა საკვლევი საშუალებებია თქვენს ენაზე ხელმისაწვდომი, იქნება ეს ელექტრონული თუ ბეჭდვითი სახით. ნუ მოგერიდებათ სხვებისთვის იმის კითხვა, თუ როგორ შეიძლება მათი ეფექტურად გამოყენება. მაგალითად, „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებლისა“ და „იეჰოვას მოწმეების საკვლევი სახელმძღვანელოს“ მეშვეობით ადვილად იპოვით ყველაფერს, რაც კი ამა თუ იმ საკითხის შესახებ დაწერილა, და ბიბლიური მუხლების ახსნას. გამოიყენეთ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ დანართები, თუ ხელმისაწვდომია თქვენთვის გასაგებ ენაზე, ან ბროშურა „ბიბლიის გზამკვლევი“. მათში მოცემულია ინფორმაცია გეოგრაფიული ადგილების, ქრონოლოგიური მოვლენების, ზომა-წონის ერთეულების შესახებ და ა. შ.

  • კაცი აჯამებს მთავარ აზრებს

    შეაჯამეთ მთავარი აზრები, რაც განხილული მასალის დამახსოვრებაში დაგეხმარებათ. უკეთესი იქნება, თუ ამ აზრებს სხვებსაც გაუზიარებთ. შეგიძლიათ ნასწავლიდან რომელიმე აზრი მსახურებაში გამოიყენოთ? თუ ასე მოიქცევით, მხოლოდ მთავარ აზრებს კი არ დაიმახსოვრებთ, არამედ ნასწავლს სხვების დასახმარებლადაც გამოიყენებთ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება