„ის ზრუნავს თქვენზე“
მაშინაც კი, თუ ცხოვრებაში იმედს გაგიცრუებენ, იცოდეთ, რომ არსებობს პიროვნება, რომელიც არასდროს მიგატოვებთ.
მეფე დავითმა ასეთი სიტყვები თქვა: „დედ-მამამაც რომ მიმატოვოს, იეჰოვა შემიფარებს“ (ფსალმუნი 27:10).
იეჰოვა არის თანამგრძნობი და ყოველმხრივ ნუგეშისმცემელი ღმერთი, „რომელიც ნებისმიერი გასაჭირის დროს გვანუგეშებს“ (2 კორინთელები 1:3, 4).
„ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7).
იმაში დასარწმუნებლად, რომ ღმერთი ნამდვილად ზრუნავს თქვენზე, იხილეთ წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ მე-8 გაკვეთილი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.jw.org.