გამჭრიახობა გამოავლინე სასიხარულო ცნობის ქადაგებისას
1 ღვთის მიერ შთაგონებულ იგავში ნათქვამია: «ჭკუის [„გამჭრიახობის“, აქ] შემნახველი სიკეთეს ჰპოვებს» (იგავ. 19:8). ამ სიტყვების სიბრძნე ხშირად ჩვენს სამქადაგებლო საქმიანობაში დასტურდება. მაგალითად, გამჭრიახობისა და ტაქტის წყალობით, მრავალი მაუწყებელი ახერხებს განაგრძოს პიროვნებისთვის ქადაგება, როცა ის საუბრის გაწყვეტას ცდილობს. ან გამჭრიახობა ნიადაგის მოამზადების საშუალებს მაინც აძლევთ, რომ სხვა დროს უქადაგონ მას. როგორ შეიძლება ამის მიღწევა?
2 საუბრის გაწყვეტის მცდელობის გადალახვა. ხალხი ხშირად გვეუბნება „დაკავებული ვარ“. მართლა დრო არა აქვს მასპინძელს თუ შეიძლება, უბრალოდ, ხანგრძლივი საუბრის წამოწყება არ სურს? აქ გამჭრიახობაა საჭირო. თუ ვხედავთ, რომ მართლა დაკავებული არ არის, შეგვიძლია შევეცადოთ საუბრის გაგრძელებას. შეგვეძლო ასე გვეთქვა: „მაშინ მოკლედ გეტყვით“. ამის შემდეგ შეგვიძლია მოკლედ გავაცნოთ, რაზეც გვინდოდა საუბარი და არ დავივიწყოთ, რომ შევპირდით, ბევრ დროს არ წავართმევდით. ჩვენი მხრიდან თავაზიანობის გამოვლენისა და საინტერესო საკითხების წამოჭრის შემდეგ შეიძლება პიროვნებამ მოისურვოს საუბრის გაგრძელება.
3 დავუშვათ, შენი მოსაუბრე მართლაც დაკავებულია. მართალია არ გვსურს, რომ უბრალოდ თავიდან მოგვიცილონ, მაგრამ თუ დაჟინებული ვართ და ხალხს თავს ვაბეზრებთ, ჩვენზე ცუდი შთაბეჭდილება დარჩებათ. თუ დიასახლისი ბინიდან ჩამჩით ხელში გამოდის და სამზარეულოდან საჭმლის სუნი გვცემს, როგორც ჩანს, ის ნამდვილად დაკავებულია. ასე რომ გამჭრიახობა და საღი აზროვნებაა საჭირო. ჩვენი მხრიდან არ იქნებოდა თავაზიანობა, თუკი ასეთ შემთხვევაში საუბრის გაგრძელებას შევეცდებოდით. გაცილებით უკეთესი იქნება, თუ მას ტრაქტატს დავუტოვებთ და ვეტყვით, რომ სხვა დროს გამოვუვლით. ეს ჩვენზე უკეთეს შთაბეჭდილებას დაუტოვებს და კარგი ნიადაგი მომზადდება მომავალში საფუძვლიანი ქადაგებისთვის.
4 შენიშნეთ როგორ არის მოსაუბრე განწყობილი. დროდადრო კარდაკარ მსახურების დროს ვხვდებით ისეთებსაც, ვინც უხეშად გვესაუბრება. როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? იგავნის 17:27 გვირჩევს: «გონების [„გამჭრიახობის“, აქ] კაცი დიდსულოვანია». ჩინებული რჩევაა! მშვიდი ტონი, რომელიც ადამიანისადმი გულთბილ დამოკიდებულებას გამოხატავს, ხშირად ამშვიდებს ასეთ პიროვნებას. უფრო მეტიც, თუკი ტაქტიანად შევძლებთ იმას, რომ მან თავისი საფიქრალი გაგვიზიაროს, თუ რა აწუხებს, შეიძლება პიროვნება საუბარზე წამოვიდეს. და თუნდაც მან მოკლედ მოგვიჭრას და დაასრულოს საუბარი, ჩვენი მშვიდი პასუხი კარგ შთაბეჭდილებას დაუტოვებს იეჰოვას მოწმეების საქმიანობაზე. ეს უკვე დიდი მიღწევაა. თუ მოსაუბრე ღიზიანდება და ბრაზობს, რა თქმა უნდა, უმჯობესია მშვიდად გავეცალოთ და შეიძლება სხვა დროს შევეცადოთ მასთან ქადაგებას.
5 აგრეთვე გვხვდებიან ისეთებიც, რომლებიც გვეკამათებიან, მაგრამ გულწრფელები არიან. ასეთ დროს საუბრის გაგრძელება ჩვენი მოთმინების ნამდვილი გამოცდა იქნება. მაგრამ თუ გამჭრიახები ვართ, არ ვიჩქარებთ, დავასკვნათ, რომ ასეთ პიროვნებას არა აქვს ინტერესი, მხოლოდ იმიტომ რომ ის პირდაპირ გამოხატავს განსხვავებულ აზრს. შეიძლება ვარჩიოთ, ტაქტიანი კითხვები დავუსვათ, რომ დავადგინოთ რატომ აქვს მას ასეთი თვალსაზრისი. შემდეგ კი ვაჩვენოთ, ბიბლია რას ამბობს ამ საკითხზე (იგავ. 20:5). იმისდა მიხედვით, თუ ამას როგორი რეაქცია მოჰყვება, შეგვიძლია გადავწყვიტოთ ღირს თუ არა საუბრის გაგრძელება.
6 გამჭრიახ მაუწყებელს ესმის, რომ დრო და გარემოებები ხშირად ცვლის ადამიანის დამოკიდებულებას სამეფოს შესახებ ცნობის მიმართ. ის შეიძლება სრულიად სხვაგვარად მოიქცეს შემდეგი შეხვედრის დროს. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ წინასწარ არ განვეწყოთ უარყოფითი საუბრისთვის, იმის საფუძველზე, თუ წინა შეხვედრისას, როგორ მოიქცა ეს პიროვნებ.
7 ადვილი არ არის გადაწყვიტო, ღირს თუ არა საუბრის გაგრძელება. და მაინც, თუკი დახელოვნებული მასწავლებლები გავხდებით, უფრო უკეთესად შევძლებთ სასიხარულო ცნობის ქადაგებისას გამჭრიახობის გამოვლენას და ამავე დროს ვიმედოვნებთ, რომ იეჰოვა აკურთხებს ჩვენს მცდელობას (1 კორ. 3:6; ტიტ. 1:9).