განმეორებით მოინახულე ხალხი ზოგიერთის გადასარჩენად
1 ღვთის სურვილია, „რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმ. 2:4). რისი გაკეთება შეიძლება მათ დასახმარებლად? განმეორებით მოინახულე იმ მიზნით, რომ ჭეშმარიტება ასწავლო. რა შეიძლება თქვა? ამაში დაგეხმარება მომდევნო რჩევები.
2 როცა მიდიხარ მასთან, ვისთანაც დატოვებული იყო წიგნი „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“, შეგიძლია მობინადრის ყურადღება კვლავ მიაქციო 133-ე თავში მოცემულ ილუსტრაციაზე და ჰკითხო:
◼ „იმ წიგნის განხილვის შემდეგ, რომელიც დაგიტოვეთ და იმის შემდეგ, რაც იფიქრეთ ღვთის დაპირებულ სამოთხეზე, რას გრძნობთ ამ დიდებულ განზრახვებზე, ღმერთს რომ აქვს კაცობრიობისთვის?“ იმის შემდეგ, რაც მობინადრეს შეუქებ პასუხს და მოკლე კომენტარს გააკეთებ ამის შესახებ, შეგიძლია ყურადღება გაამახვილებინო 111-ე თავზე და განიხილო, როდის შეგვიძლია ველოდოთ ამ განზრახვების შესრულებას.
3 თუ დატოვე წიგნი, შეგიძლია საუბარი შემდეგი სიტყვებით განაახლო:
◼ „ამას წინათ, როცა აქ ვიყავი, ვისაუბრეთ ღვთის განზრახვის შესახებ, შექმნას ახალი მშვიდობიანი ქვეყნიერება. ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ მისცემს ასეთი იმედი რეალურ აზრსა და მნიშვნელობას ჩვენს სიცოცხლეს. ახლა ვდგავართ შემდეგი კითხვის წინაშე: რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავიმსახუროთ ეს კურთხევები? როგორ უპასუხებდით ამ შეკითხვას?“ საშუალება მიეცი, გიპასუხოს. დაუბრუნდი 35-ე გაკვეთილის ქვესათაურს „სიცოცხლის გზა“ და განიხილე აზრები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებს მტკიცე რწმენის განვითარების საჭიროებაზე, რაც მიიღწევა ღვთის სიტყვის შესწავლით. აუხსენი, როგორ შეიძლება გაკეთდეს ეს ბიბლიის შესწავლის პროგრამის გამოყენებით.
4 სადაც წიგნი დატოვე, შეგიძლია შემდეგნაირად გააგრძელო საუბარი:
◼ „წინათ თქვენი ყურადღება გავამახვილე ღვთის განზრახვაზე, გაანადგუროს ტანჯვა და ძალადობა ქვეყნიერებაზე. ფიქრობთ თუ არა, რომ ღმერთი ბოლოს მოუღებს რელიგიურ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებიც ასე მრავალ უბედურებას წარმოშობენ დღეს კაცობრიობისთვის? მე მსურს მხოლოდ რამდენიმე წუთი შეგაყოვნოთ, რომ თქვენთან ერთად განვიხილო ინფორმაცია 109-ე თავიდან“. თუ პიროვნება თანახმაა, განიხილე მასალა.
5 სადაც წიგნი დატოვე, შეგიძლია შემდეგი სიტყვებით გააგრძელო საუბარი:
◼ „მე მსურდა კვლავ მოვსულიყავი, რომ მეჩვენებინა თქვენთვის უფრო მეტი იმ ზოგიერთი მშვენიერი განზრახვის შესახებ, რომლებსაც ღმერთი შეასრულებს“. მონახე 90-ე და 91-ე თავები წიგნში „ყველაზე დიდებული ადამიანი“ და უჩვენე, რას აკეთებდა იესო, როცა დედამიწაზე იყო. წაიკითხე გამოცხადების 21:3, 4 და შემდეგ მოკლედ აუხსენი, როგორ შეასრულებს ამ აღთქმას ღვთის სამეფო. შესთავაზე სახლში ბიბლიის უფასო შესწავლა.
6 დაიმახსოვრე, რომ განმეორებითი მონახულების მიზანია, დაიწყო ბიბლიური შესწავლები. ახალი წიგნი, „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, განსაკუთრებით, შესწავლების ჩასატარებლად არის განკუთვნილი. როცა მივდივართ იქ, სადაც ნებისმიერი პუბლიკაცია დავტოვეთ, ფაქტიურად, ვიწყებთ შესწავლას და კარგი იქნებოდა, ყურადღება გადაგვეტანა ამ ახალ წიგნზე. უფრო მეტ სიხარულს ვპოვებთ, როცა ისინი, ვინც სწავლობენ, დაიწყებენ იმის შესწავლას, თუ როგორ მოუხმონ იეჰოვას, რათა გადარჩნენ (საქ. 2:21).