მეგობრული საუბრები გულამდე აღწევს
1 საუბარი შეიძლება განიმარტოს, როგორც „სიტყვების საშუალებით ერთმანეთისთვის აზრის გაზიარება“. ისეთ საკითხზე მეგობრული საუბრის დაწყებამ, რომელიც აღელვებს სხვებს, შეიძლება გამოიწვიოს მათი ინტერესი და დაგვეხმაროს, მათ გულებამდე მიაღწიოს სამეფოს შესახებ ცნობამ. გამოცდილება აჩვენებს, რომ გაცილებით ეფექტურია, ადამიანებთან გავმართოთ მეგობრული და თავისუფალი საუბარი, ვიდრე ქადაგება დავიწყოთ.
2 როგორ დავიწყოთ მეგობრული საუბარი: საუბრის უნარი არ ნიშნავს ღრმა შთაბეჭდილების მომხდენი აზრებისა და მუხლების წარდგენას. ეს, უბრალოდ, იმას შეიცავს, რომ სხვა აალაპარაკო. მაგალითად, როცა მეგობრულად ვესაუბრებით კარის მეზობელს, საუბარი არ არის მკაცრად განსაზღვრული, არამედ თავისუფალია. არ ვფიქრობთ მომდევნო სიტყვებზე, არამედ ჩვეულებრივ ვსაუბრობთ იმ აზრის ირგვლივ, რომელიც მან გამოთქვა. მისი ნათქვამისადმი გულწრფელი ინტერესის გამოვლენით წავახალისებთ, რომ გააგრძელოს ჩვენთან საუბარი. ასევე უნდა მოვიქცეთ, როცა სხვებს ვუმოწმებთ.
3 მეგობრული საუბრები შეიძლება დავიწყოთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დამნაშავეობა, ახალგაზრდების პრობლემები, ადგილობრივი უთანხმოებები, მსოფლიო ვითარებები ან ამინდიც კი. საკითხები, რომლებიც უშუალოდ მოქმედებს ადამიანების ცხოვრებაზე, ძალიან ეფექტურია მათი ინტერესის აღსაძვრელად. როგორც კი წამოიჭრება საუბარი, ის შეგვიძლია, მშვიდად წარვმართოთ სამეფოს შესახებ ცნობისკენ.
4 თავისუფალი საუბარი არ ნიშნავს, რომ არ არის საჭირო წინასწარ მომზადება. ეს საჭიროა. მაგრამ არ არის საჭირო მყარი გეგმის შედგენა ან ქადაგების გაზეპირება, რაც წამოჭრის მოუქნელ და იმ მომენტში არსებულ ვითარებებთან შეუწყობელ საუბარს (შეადარე 1 კორინთელთა 9:20–23). მომზადების საუკეთესო მეთოდია ერთი ან ორი ბიბლიური თემის ამორჩევა იმ აზრით, რომ საუბარი ამ თემაზე ააგო. ამაში დაგვეხმარება საკითხების განხილვა, რომლებიც მოცემულია ბროშურაში „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“.
5 ძირითადი თვისებები მეგობრული საუბრებისთვის: როცა სხვებს ვესაუბრებით, სითბო და გულწრფელობა უნდა გამოვავლინოთ. ღიმილი და მხიარული განწყობილება დაეხმარება მათ, აირეკლონ ეს თვისებები. ჩვენ საუკეთესო ცნობა გვაქვს მთელ მსოფლიოში; ის ძალიან მიმზიდველია გულწრფელი ადამიანებისთვის. თუ გრძნობენ, რომ მათდამი ჩვენი ინტერესი გამოწვეულია წრფელი სურვილით — გავუზიაროთ კეთილი ცნობა მათ — ისინი მოსასმენად აღიძვრებიან (2 კორ. 2:17).
6 საუბარში ჩაბმა სასიამოვნო უნდა იყოს. ამიტომ თავაზიანი და ტაქტიანი უნდა ვიყოთ სამეფოს შესახებ ცნობის შეთავაზებისას (გალ. 5:22; კოლ. 4:6). შეეცადე, შენთან მოსაუბრეს იეჰოვას მოწმეებზე კეთილგანწყობილი შთაბეჭდილება დაუტოვო. პირველად წარმატებულიც რომ არ ვიყოთ მისი გულის მიღწევაში, მეორედ დამოწმებისას უფრო მოგისმენს ასეთი ქცევის შედეგად.
7 მეგობრული საუბრის დაწყებას არ წარმოშობს რთულ ქადაგებაში დახელოვნება. უბრალოდ, ეს არის იმ საკითხზე ინტერესის აღძვრა, რომელიც აწუხებს პიროვნებას. თუ წინასწარ ვიქნებით მომზადებულები, ადამიანებს ჩავაბამთ მეგობრულ საუბარში. მოდი, ძალიან მოვინდომოთ, შევაღწიოთ მათ გულებში, რომლებსაც ვხვდებით საუკეთესო ცნობის, სამეფოს მიერ მარადიული კურთხევების გაზიარებისას, რომელიც არსებობს (2 პეტ. 3:13).