ყველგან იქადაგე კეთილი ცნობა
1 ადრინდელი ქრისტიანები ყველგან ქადაგებდნენ კეთილ ცნობას. ისინი იმდენად გულმოდგინენი იყვნენ, რომ იესო ქრისტეს აღდგომიდან 30 წლის განმავლობაში სამეფოს შესახებ ცნობა „ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლ. 1:23).
2 იეჰოვას დღევანდელ გულმოდგინე მსახურებსაც იგივე მიზანი აქვთ — შეძლებისდაგვარად, ყველას უქადაგონ სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა. რა დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში? უფრო და უფრო მეტი ადამიანი დროის უმეტეს ნაწილს სამუშაოს უთმობს და ხშირად არ არის სახლში, როცა ვაკითხავთ. თუ არ მუშაობენ, ისინი, ალბათ, ან სადმე მიემგზავრებიან, ან საყიდლებზე არიან, ან ისვენებენ. როგორ უნდა მიაღწიოს მათ შორის ღირსეულებთან სამეფოს შესახებ ცნობამ? (მათ. 10:11).
3 ზოგ პიროვნებას უკავშირდებიან მათ სამუშაო ადგილზე. პატარა ქალაქებშიც კი არის საქმიანი ნაწილი, სადაც მრავალი ადამიანი იმყოფება იქ დღის უმეტეს დროს. დიდ ქალაქებში ადამიანები მუშაობენ ინდუსტრიულ ნაწილში ან მაღალ მრავალოფისიან შენობებში და მათგან მრავალს, რომლებიც ცხოვრობენ უსაფრთხოების მკაცრად დაცულ ბინებში, პირველად უმოწმებენ. დასვენების დღეებში ზოგი, რომლებთანაც მივიდნენ მაშინ, როცა იყვნენ სათამაშო მოედნებზე, ისვენებდნენ პარკებში, კარვებსა თუ აგარაკებზე ან, როცა ელოდებოდნენ ავტოსადგომებში, ან კიდევ სავაჭრო დაწესებულებებში, დადებითად გამოეხმაურა კეთილ ცნობას.
4 მაუწყებლების მზარდი რიცხვი განსაკუთრებით ცდილობს, დაამოწმონ საჯარო ადგილებში, სადაც შეიძლება ადამიანების ნახვა. პირველად, ეს მოწმეები გაუბედავად გრძნობენ თავს და ნერვიულობენ, რადგან შეჩვეულნი არიან უფრო ოფიციალურ ვითარებაში ქადაგებას, როგორიცაა კარდაკარ ქადაგება. როგორ გრძნობენ ისინი ახლა თავს?
5 „ეს სიცოცხლეს მატებს ჩემს მსახურებას!“ — აღტაცებით წამოიძახა ერთმა გამოცდილმა ძმამ. სხვამ დაუმატა: „ეს ყურადღებისა და ძალების კონცენტრირებას მინარჩუნებს“. მოხუცმა პიონერმა თქვა: „ეს გონებრივად, ფიზიკურად და სულიერად მაძლიერებს. . . და მე ჯერ კიდევ ვიძენ სიბრძნეს“. ერთ-ერთმა მაუწყებელმა აღნიშნა, რომ ის ახლა მრავალ ისეთთან ქადაგებს, რომლებსაც არასოდეს ულაპარაკიათ იეჰოვას მოწმეებთან. ახალგაზრდებიც ენთუზიაზმით აღსავსენი ღებულობენ მონაწილეობას ამ სასიხარულო სამუშაოში. ერთმა ახალგაზრდამ შემდეგი აზრი გამოთქვა: „ეს სასიამოვნოა, რადგან შენ ელაპარაკები ძალიან ბევრს“. სხვამ თქვა: „მე აქამდე არასოდეს გამივრცელებია ამდენი ლიტერატურა!“ ყველაფერი ეს მოხდა იმ უბანზე, რომელიც დამუშავებული იყო რამდენჯერმე.
6 მიმომსვლელი ზედამხედველები უძღვიან წინ: იმის გათვალისწინებით, რომ „წარმავალია წუთისოფლის სახე“, საზოგადოებისგან ახლახან იყო რჩევა, რომ მიმომსვლელმა ზედამხედველებმა მოაწესრიგონ თავიანთი სამქადაგებლო მსახურების გეგმა კვირიდან კვირამდე, რათა, რაც შეიძლება, ბევრს ექადაგოს კეთილი ცნობა (1 კორ. 7:31). წლების განმავლობაში სარაიონო ზედამხედველები ყოველ დილას უთმობდნენ კარდაკარ მსახურებას და შუადღეს უძღვნიდნენ განმეორებით მონახულებებსა და სახლში ბიბლიის შესწავლების ჩატარებას. მრავალ ადგილას ეს გეგმა, შესაძლოა, ჯერ კიდევ პრაქტიკულია. სხვაგან, შესაძლოა, ცოტა კეთდება კარდაკარ ქადაგებით კვირის ზოგიერთი დღის დილის საათებში. ასეთ შემთხვევაში მიმომსვლელ ზედამხედველს შეუძლია, გადაწყვიტოს, რომ ამ საათებში უკეთესი იქნება, მაღაზიებში იქადაგონ ან ქუჩებში დაამოწმონ. ან მან შეიძლება, პატარა ჯგუფებს ორგანიზება გაუკეთოს, რათა მათ დაამოწმონ მაღალ მრავალოფისიან შენობებში, სავაჭრო ადგილებში, მანქანების გასაჩერებელ ან სხვა საჯარო ადგილებში. თუ მაუწყებლები სამქადაგებლო მსახურებისთვის ხელსაყრელ დროს უფრო ეფექტურად გამოიყენებენ, მრავალ ადამიანს დაუკავშირდებიან.
7 ანგარიშები აჩვენებს, რომ ეს ცვლილება კარგად აითვისეს მიმომსვლელმა ზედამხედველებმა და მათ მსგავსად მაუწყებლებმაც. უხუცესთა მრავალმა საბჭომ სთხოვა ერთ-ერთ სარაიონო ზედამხედველს, რომ ესწავლებინა რამდენიმე მაუწყებლისთვის საქმის თავისებურება, რომელიც ადგილობრივად საჭიროებს ყურადღებას. მაუწყებლებს ეხმარება მიმომსვლელ ზედამხედველთან თანამშრომლობა, როცა ის ამ საქმიანობებიდან ერთ-ერთს ეწევა. ამასთანავე, ისინი შეძლებენ სხვების დახმარებას (2 ტიმ. 2:2). ამის შედეგად, უფრო მეტ ადამიანს ექადაგება კეთილი ცნობა.
8 რასაკვირველია, არ უნდა ელოდო სარაიონო ზედამხედველის მონახულებას, რომ შეეცადო, გამოიყენო ქადაგების ამ ზოგიერთი საშუალებიდან ერთ-ერთი. აქ სხვადასხვაგვარი რჩევაა, რომლებიც პრაქტიკული იქნება შენს უბანში:
9 ქუჩაში დამოწმება: „სად არის ხალხი?“ — ზოგჯერ ვსვამთ ამ კითხვას, როცა მივდივართ დაცარიელებულ კვარტალში დილით. ზოგი მათგანი შეიძლება თავიანთ საქმეებზე ან მაღაზიებშია. გიცდია, დაგემოწმებინა მათთან ქუჩაში? როცა ეს სათანადოდ სრულდება, მსახურების ეს თავისებურება, შეიძლება, ძალიან ნაყოფიერი იყოს. ნაცვლად იმისა, რომ ერთ ადგილზე იდგე ჟურნალებით ხელში, უკეთესია, მიუახლოვდე ადამიანებს და წამოიწყო გულთბილი საუბარი. არ არის აუცილებელი, დაუმოწმო ყოველ გამვლელს. ესაუბრე მათ, რომლებიც არ ჩქარობენ, მაგალითად მაღაზიების ვიტრინების დამთვალიერებლებს, რომლებიც არ შედიან შიგნით, გაჩერებულ მანქანებში მსხდომებს ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომლოდინეებს. პირველ ყოვლისა, შეგიძლია, უბრალოდ, მეგობრულად მიესალმო და დაელოდო პასუხს. თუ პიროვნებას სურს ლაპარაკი, სთხოვე, გამოთქვას თავისი მოსაზრება იმ საკითხზე, რომელზეც ფიქრობ, რომ დააინტერესებს.
10 ერთ-ერთმა მიმომსვლელმა ზედამხედველმა ექვსი მაუწყებელი მიიწვია, რათა მასთან და მის მეუღლესთან ერთად დაემოწმებინათ ქუჩაში. რა შედეგებით? «მშვენიერი დილა გვქონდა! — აღნიშნა მან. — არ ყოფილა იმის პრობლემა, რომ სახლში არ იქნებოდნენ. ოთხმოცი ჟურნალი და მრავალი ტრაქტატი გავავრცელეთ. რამდენიმე წამახალისებელი საუბარი გვქონდა. ერთ-ერთმა მაუწყებელმა, რომელიც ქუჩაში პირველად ამოწმებდა, აღტაცებით წარმოთქვა: „მრავალი წელია ჭეშმარიტებაში ვარ და ვერ წარმომედგინა, რას ვკარგავდი!“ კვირის ბოლოს კრების ჟურნალების მთელი მარაგი გაიცალა“.
11 როცა იგივე მიმომსვლელი ზედამხედველი შემდეგ კრებასთან მსახურობდა, გაიგო, რომ რამდენიმე მაუწყებელმა დილით ადრე მიიღო მონაწილეობა ქუჩაში დამოწმებაში, მაგრამ მხოლოდ მცირე წარმატებით. ერთი და მხოლოდ ორ პიროვნებას ელაპარაკა მთელი დამოწმების განმავლობაში, რადგან ყველა დანარჩენი, რომლებსაც შეხვდა, სამსახურში მიიჩქაროდა. მიმომსვლელმა ზედამხედველმა ურჩია, რომ იმავე ქუჩაზე დაბრუნებულიყვნენ დილის საათებში, ცოტა მოგვიანებით. ისინი ასეც მოიქცნენ და შუადღემდე შემორჩნენ. დამ, რომელიც მხოლოდ ორს ესაუბრა დილით ადრე, უფრო ნაყოფიერად წარმართა თავისი საქმე, როცა იმავე ადგილზე დაბრუნდა. მან გაავრცელა 31 ჟურნალი და 15 ბროშურა, 7-მა პიროვნებამ მისამართი მისცა მას და დაიწყო ბიბლიის 2 შესწავლა! ამ ჯგუფიდან დანარჩენებსაც, მსგავსად, გამამხნევებელი შედეგები ჰქონდათ.
12 როცა შეხვდები ვინმეს, ვინც ინტერესს ავლენს, შეეცადე, გაიგო პიროვნების სახელი, მისამართი და ტელეფონის ნომერი. ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ ჰკითხო, შეგიძლია უთხრა: „მე სიამოვნება მომგვარა თქვენთან საუბარმა. არის რამე საშუალება, რომ სხვა დროს განვაგრძოთ?“ ან შეეკითხო: „შემიძლია, როგორმე გნახოთ სახლში?“ მრავალი, ვისაც ამგვარად გაესაუბრნენ, დათანხმდა განმეორებით მონახულებაზე. დარწმუნდი, რომ შეხვედრების, მისამართის, დროისა და დღეების შესახებ საინფორმაციო ფურცლების საკმარისი რაოდენობა გაქვს მათ მოსაწვევად, ვისაც კრების შეხვედრებზე დასწრება სურს.
13 თუ სხვა კრების ტერიტორიაზე მცხოვრებს ესაუბრები, ინფორმაცია უნდა გადაუგზავნო იმ კრებას, რათა ძმებმა მიაკითხონ დაინტერესებულს. იქნება ქუჩაში დამოწმება ეფექტური საშუალება შენს ტერიტორიაზე კეთილი ცნობის გასავრცელებლად? თუ დიახ, გადახედე 1994 წლის ივლისის თვის „ჩვენი სამეფო მსახურების“ სტატიას, „დაინტერესებულების პოვნა ქუჩაში ეფექტური დამოწმებით“ (რუს.). შემდეგ ორგანიზება გაუკეთე, რომ ქუჩაში დაამოწმო დღის სათანადო დროს, რაც შესაძლებლობას მოგცემს, რაც შეიძლება, ბევრ ადამიანთან მოახერხო ლაპარაკი.
14 დამოწმება საზოგადოებრივ ტრანსპორტში: ერთ დილას რამდენიმე პიონერმა გადაწყვიტა, დაემოწმებინათ ადამიანებისთვის, რომლებიც ადგილობრივ კოლეჯთან ელოდებოდნენ ავტობუსს. როცა სასიამოვნო საუბარი წამოიჭრებოდა, პრობლემა იქმნებოდა. საუბარი რომ აეწყობოდა, ავტობუსი მოდიოდა, რაც საუბარს უეცრად წყვეტდა. პიონერებმა გადაჭრეს პრობლემა — მიჰყვებოდნენ ავტობუსს და აგრძელებდნენ დამოწმებას მგზავრებთან, როცა ისინი მთელი ქალაქის გავლით მგზავრობდნენ. ავტობუსი თავისი მარშრუტის ბოლო გაჩერებას რომ მიაღწევდა, პიონერები უკან ბრუნდებოდნენ და ამ დროსაც დამოწმებისთვის იყენებდნენ. რამდენჯერმე წასვლა-წამოსვლის შემდეგ შეაჯამეს თავიანთი საქმიანობის შედეგები: 200 ჟურნალზე მეტი გაავრცელეს და დაიწყეს ბიბლიის 6 შესწავლა. ზოგმა მგზავრმა დიდი სიამოვნებით მისცა თავისი მისამართი და ტელეფონის ნომერი, რათა სახლში მიეკითხათ მათთვის. მომდევნო კვირას პიონერები დაბრუნდნენ ავტობუსის გაჩერებაზე და იგივე მეთოდი გამოიყენეს. მათ გაავრცელეს 164 ჟურნალი და დაიწყეს კიდევ ერთი ბიბლიის შესწავლა. ერთ გაჩერებაზე მგზავრი ავიდა ავტობუსში და მხოლოდ ერთი თავისუფალი ადგილი რომ მონახა, დაჯდა — ის პიონერის გვერდით აღმოჩნდა. მან შეხედა ძმას და ღიმილით უთხრა: «ვიცი, „საგუშაგო კოშკი“ გაქვთ ჩემთვის.»
15 მრავალმა მაუწყებელმა ეფექტურად დაამოწმა, როცა მგზავრობდნენ ავტობუსით, მატარებლითა თუ თვითმფრინავით. როგორ შეგიძლია, საუბარი დაიწყო შენს გვერდით მჯდომ მგზავრთან? ერთმა 12 წლის მაუწყებელმა, უბრალოდ, „გამოიღვიძეთ!“-ის კითხვა დაიწყო ავტობუსში იმ იმედით, რომ ცნობისმოყვარეობას გაუღვიძებდა თავის გვერდით მჯდომ მოზარდ გოგონას. ამან გაჭრა. ქალიშვილი შეეკითხა, რას კითხულობდა და მანაც უპასუხა, რომ ახალგაზრდების წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრის საშუალებების შესახებ კითხულობდა. მაუწყებელმა დასძინა, რომ თვითონ დიდი სარგებლობა მიიღო სტატიიდან და, რომ მასაც დაეხმარებოდა ის. ქალიშვილმა სიხარულით აიღო ჟურნალები. მათ საუბარს ყური მოჰკრა კიდევ ორმა მოზარდმა, რომლებმაც აგრეთვე მოითხოვეს ჟურნალები. ამის გამო მძღოლმა გზის პირას გადააყენა ავტობუსი და იკითხა, რატომ იყო გამოწვეული ასეთი ინტერესი ჟურნალებისადმი. როცა პასუხი მიიღო, მანაც აიღო ჟურნალები. რასაკვირველია, ყველაფერი ეს შეუძლებელი იქნებოდა, თუ ახალგაზრდა მაუწყებელს არ ექნებოდა ჟურნალების საკმარისი რაოდენობა, რომ ყველასთვის მიეცა, ვინც ინტერესი გამოავლინა!
16 დამოწმება პარკებში და ავტომობილების გასაჩერებელ ადგილებზე: პარკებში და ავტომობილების გასაჩერებელ ადგილებზე დამოწმება საუკეთესო საშუალებაა, რომ ხალხს დაუკავშირდე. გიცდია, დაგემოწმებინა სავაჭრო ტერიტორიებში არსებულ ავტომობილების გასაჩერებელ ადგილებზე? ორიოდ წუთით გარემო მოათვალიერე. ისეთი პიროვნება მოძებნე, ვინც არ ჩქარობს ან, ვინც გაჩერებულ მანქანაში იცდის და ეცადე წამოიწყო მეგობრული საუბარი. თუ საუბარი გაგრძელდება, წარუდგინე ცნობა სამეფოს შესახებ. შეეცადე, მარტომ იქადაგო, მაგრამ სხვა მაუწყებელიც იყოს მახლობლად. მოერიდე დიდი, მძიმე ჩანთის ტარებას ან ყურადღების სხვაგვარად მიპყრობას შენს მსახურებაზე. გონივრულად მოიქეცი. შეიძლება უკეთესი იყოს, მხოლოდ მცირე დრო დახარჯო ავტომობილების ერთ გასაჩერებელ ადგილზე და შემდეგ სხვაგან გადახვიდე. თუ ვინმეს არ სურს შენთან საუბარი, თავაზიანობა გამოავლინე, გააგრძელე გზა და ეძებე სხვა, რომ უქადაგო. ამ მეთოდების გამოყენებით ერთ-ერთმა ძმამ 90 ჟურნალი გაავრცელა ერთ თვეში ავტომობილების გასაჩერებელ ადგილებზე დამოწმებისას.
17 ზოგი პარკში მიდის დასასვენებლად; სხვები იქ სათამაშოდ მიდიან ან ბავშვებთან ერთად დროის გასატარებლად. მათ საქმიანობებში უადგილო ჩარევის გარეშე ეძებე დამოწმების შესაძლებლობა. ერთმა ძმამ საუბარი დაიწყო პარკის მომვლელთან და ნახა, რომ ის წუხდა შვილების მომავალზე და ნარკოტიკებთან დაკავშირებით. მათ ბიბლიის საშინაო შესწავლა დაიწყეს და რეგულარულად ტარდებოდა პარკში.
18 არაფორმალური დამოწმება სავაჭრო ადგილებზე: როცა ყოველთვის არ არის შესაძლებელი, ოფიციალურად დავამოწმოთ მაღაზიებში, სავაჭრო ადგილებზე, ზოგიერთი მაუწყებელი შესაძლებლობას იქმნის, დაამოწმოს იქ არაფორმალურად. ისინი სხდებიან გრძელ სკამზე და მეგობრულ საუბარს იწყებენ დასასვენებლად შეჩერებულ ადამიანებთან. როცა ინტერესი ვლინდება, გონივრულად სთავაზობენ ტრაქტატს ან ჟურნალს და ცდილობენ, ორგანიზება გაუკეთონ განმეორებით მონახულებებს. სავაჭრო ადგილზე რამდენიმე წუთის დამოწმების შემდეგ ისინი აგრძელებენ სხვა განყოფილებაში და სხვა ვინმეს იწვევენ საუბარში. რასაკვირველია, უნდა იზრუნო, რომ არ მიიქციო გადამეტებული ყურადღება ამგვარი არაფორმალური დამოწმებით.
19 როცა ესალმები პიროვნებას, საუბარი მეგობრულად დაიწყე. თუ მსმენელი გამოგეხმაურება, დაუსვი კითხვა, შემდეგ ყურადღებით მოუსმინე მის მიერ გამოთქმულ აზრს. მისი ნათქვამისადმი პირადი ინტერესი გამოავლინე. აჩვენე, რომ აფასებ მის თვალსაზრისს. თუ შესაძლებელია, დაეთანხმე.
20 როცა ერთმა დამ ახსენა, რამდენად მაღალია საარსებო მინიმუმი, ხალისის მომგვრელი საუბარი ჰქონდა მოხუც ქალთან. ქალი ხალისით დაეთანხმა და სასიამოვნო საუბარი წარიმართა. დამ შეძლო, გაეგო ქალის სახელი და მისამართი და იმავე კვირას მოინახულა განმეორებით.
21 მაღაზიებში მუშაობა: ზოგ კრებას უბნებად აქვს გამოყოფილი საქმიანი რაიონები. ძმამ, რომელიც იმ უბანზე ზრუნავდა, იმ რთულად განლაგებული საქმიანი ნაწილის სპეციალური რუკა მოამზადა. ნებისმიერი საცხოვრებელი უბნის რუკებმა, რომლებშიც საქმიანი უბნები შედის, ნათლად უნდა აჩვენოს, რომ საქმიანი ადგილები არ უნდა დამუშავდეს, როგორც უბნის ნაწილი. სხვა ადგილებში საქმიანი უბნები შეიძლება, დამუშავდეს საცხოვრებლებთან ერთად. უხუცესები, ალბათ, უნარიან მაუწყებლებს სთხოვენ, დაამუშაონ საქმიანი უბნები რეგულარულად, რომ მაღაზიებში ქადაგება ნაკლებად მნიშვნელოვნად არ ჩაითვალოს.
22 თუ პირველად ხარ მიწვეული, რომ მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში, საუკეთესო საშუალება, რომ ‘გავბედოთ’, არის თავიდან რამდენიმე პატარა მაღაზიაში დამოწმება; შემდეგ, როცა უფრო დაჯერებულად იგრძნობ თავს, გადახვალ უფრო დიდ ადგილებში (1 თეს. 2:2). როცა მაღაზიებში ამოწმებ, ისე გეცვას, როგორც სამეფო დარბაზში ჩაიცმევდი შეხვედრების დროს. თუ შესაძლებელია, მაშინ შედი მაღაზიაში, როცა მყიდველი არ ელოდება მომსახურებას. ითხოვე მენეჯერთან ან ზედამხედველთან საუბარი. სითბო გამოავლინე და, უწინარეს ყოვლისა, მოკლედ ისაუბრე. არ არის აუცილებელი, უადგილო მობოდიშებები. მრავალი საქმე კლიენტებზეა ორიენტირებული და უნდა მოელოდე, რომ გაგაწყვეტინებენ.
23 როცა მაღაზიის მფლობელს მიესალმები, შეგიძლია უთხრა შემდეგი: „საქმოსან ადამიანებს ისეთი გადატვირთული დღის განრიგი გაქვთ, რომ იშვიათად გნახულობთ სახლში, ასე რომ, ჩვენ აქ მოგაკითხეთ, თქვენს სამუშაო ადგილზე, რათა წასაკითხად დაგიტოვოთ აზრის მეტად აღმძვრელი სტატია“. შემდეგ ერთი-ორი სიტყვა თქვი შესათავაზებელი ჟურნალის შესახებ.
24 ან შეგიძლია, სცადო შემდეგი, როცა მენეჯერთან მიდიხარ: «ჩვენ შევნიშნეთ, რომ საქმოსანი პირები ცდილობენ, კარგად იყვნენ ინფორმირებული. „საგუშაგო კოშკის“ (ან „გამოიღვიძეთ!“-ის) უკანასკნელი ნომერი მთავარ ადგილს უთმობს სტატიას, რომელიც ყველაზე მოქმედებს პირადად». აუხსენი, რა არის ის და დაასრულე შემდეგი სიტყვებით: „დარწმუნებულები ვართ, რომ სიამოვნებას მოგანიჭებთ ამის წაკითხვა“.
25 თუ იქ არიან მუშები და თუ თვლი, რომ შესაფერისია, შეგიძლია ჰკითხო: „საწინააღმდეგო ხომ არაფერი გექნებათ, ასევე მოკლედ რომ გავესაუბრო თქვენს მუშებს?“ თუ დაგთანხმდა, გახსოვდეს, რომ შეჰპირდი მოკლე გასაუბრებას და მენეჯერი მოელის შენგან სიტყვის შესრულებას. თუ რომელიმე მუშას სურს უფრო ვრცლად საუბარი, უკეთესი იქნებოდა, სახლში მიგეკითხა.
26 არც ისე დიდი ხნის წინ, რამდენიმე მაუწყებელი პატარა ქალაქში შეუერთდა სარაიონო ზედამხედველს მაღაზიებში დამოწმების საქმეში. პირველად, ზოგიერთი მაუწყებელი შეშინდა, მანამდე მათ არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა ამ საქმეში; მაგრამ მალე დაძაბულობა მოეხსნათ და სიამოვნება იგრძნეს ამ საქმით. საათზე ნაკლებ დროში ისინი დაელაპარაკნენ 37 პიროვნებას და გაავრცელეს 24 ჟურნალი და 4 ბროშურა. ერთმა ძმამ შენიშნა, რომ, ჩვეულებრივ, თვის განმავლობაში კარდაკარ ქადაგებისას ისინი ვერ შეძლებდნენ დაკავშირებოდნენ ისე ბევრ ადამიანს, როგორც ეს მათ შეძლეს მაღაზიებში დამოწმებისას ასე მცირე დროში.
27 შექმენი შესაძლებლობები ქადაგებისთვის: იესოს არ შემოუზღუდავს თავისი დამოწმების საქმე ოფიციალური ვითარებით. მან კეთილი ცნობა ყველა შესაძლო ვითარებაში გაავრცელა (მათ. 9:9; ლუკ. 19:1–10; იოან. 4:6–15). აღნიშნე, როგორ შექმნა ზოგიერთმა მაუწყებელმა ქადაგების ვითარება.
28 ზოგი ამას ახორციელებს, როცა უმოწმებს მშობლებს, რომლებიც შვილებს ელოდებიან სკოლის შესასვლელთან. რადგან მრავალი მშობელი 20 წუთით ადრე მიდის, ამ დროს შეგვიძლია მათი ჩართვა წამახალისებელ საუბარში ბიბლიური საკითხის შესახებ.
29 მრავალი პიონერი აღიარებს აუცილებლობას, რომ მივიდეს ადამიანებთან, რომლებსაც, ალბათ, განსაკუთრებით აინტერესებთ განსაზღვრული საკითხი, რომელიც ირჩევა ჩვენს ჟურნალებში. მაგალითად, ერთი დის ქადაგებამ კარგი გამოხმაურება პოვა, როცა მივიდა ექვს სკოლაში თავისი კრების ტერიტორიაზე 1995 წლის 22 დეკემბრის ჟურნალის, „გამოიღვიძეთ!“-ის, სტატიის სერიით — „სკოლები კრიზისშია“ (რუს.). ის აგრეთვე ეწვია სახელმწიფო დაწესებულებას — „მომსახურება ოჯახზე ზრუნვისთვის“ — ოჯახური ცხოვრებისა და ბავშვებზე ძალადობის შესახებ ჟურნალებით და კვლავაც მიიწვიეს, რომ მისულიყო მომდევნო ნომრებით მსგავსი საკითხების შესახებ. უმუშევართა სოციალური უზრუნველყოფის ოფისში გამოხმაურება მიიღო 1996 წლის 8 მარტის ჟურნალმა, „გამოიღვიძეთ!“, უმუშევრობის შესახებ, რაც „განსაცვიფრებლად“ იყო აღწერილი (რუს.).
30 საოლქო ზედამხედველმა აღნიშნა, რომ მეუღლესთან ერთად არაფორმალურად ამოწმებს რეგულარულად, როცა გასტრონომში მიდიან საყიდლებზე. ისინი ყიდულობენ დღის იმ დროს, როცა მაღაზია არ არის ხალხით გადატვირთული და მყიდველები საქონლის თაროებს შორის გასასვლელებში მიდი-მოდიან აუჩქარებელი ნაბიჯით. მათ მრავალი შესანიშნავი საუბარი აღწერეს.
31 ზოგან შერჩეულ მაუწყებლებს ნებართვა აქვთ, დაამოწმონ აეროპორტებში. დროდადრო მათი სიხარულის მიზეზი იყო იმ საერთაშორისო რეისების მგზავრებთან დამოწმება, რომლებიც იყვნენ იმ ქვეყნებიდან, სადაც იეჰოვას ხალხი ცოტაა. როცა ინტერესი ვლინდებოდა, ისინი სთავაზობდნენ ტრაქტატს ან ჟურნალს.
32 თუ არ არის შესაძლებლობა, პირადად დაუმოწმო კრების ტერიტორიაზე არსებულ უსაფრთხოების მკაცრად დაცულ ბინებში მცხოვრებლებს, ზოგი პრაქტიკაში ანხორციელებს, ტაქტიანად დაუმოწმოს უსაფრთხოების მცველს მათი მორიგეობისას ან მენეჯერებს საიჯარო ოფისში. იგივე მეთოდი გამოიყენება საკუთარ, შემოღობილ უბნებთან დაკავშირებით. სარაიონო ზედამხედველმა და რამდენიმე მაუწყებელმა მიაკითხეს ამგვარად მოწყობილ შვიდი შენობის კომპლექსს. ყოველი შემთხვევისას მენეჯერს ეუბნებოდნენ, რომ, თუმცა არ გვრთავენ ნებას, მივიდეთ ბინებთან ჩვენთვის ჩვეული გზით, არ გვსურს, რომ მას გამოეტოვებინა ინფორმაცია ბოლო ნომრის ჟურნალებიდან. შვიდივე შენობის კომპლექსის მენეჯერებმა სიხარულით მიიღეს ჟურნალები და სთხოვეს მომავალი ნომრებიც! შემდეგ ამ კომპლექსის მცხოვრებლებს დაუკავშირდნენ ტელეფონით.
33 შეეცადე, ყველგან იქადაგო: ჩვენი მიძღვნის თანახმად ცხოვრება მოიცავს, მნიშვნელობა მიანიჭო ჩვენი დავალების, სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგების, გადაუდებლობას. ადამიანებთან მათთვის ხელსაყრელ დროს რომ მივიდეთ, ჩვენი პირადი საქმეები უნდა გადავდოთ, რათა ‘როგორმე ვიხსნათ ზოგიერთები’. იეჰოვას ყველა მიძღვნილ მსახურს სურს, შეეძლოს იმის თქმა, რაც პავლე მოციქულმა თქვა: „ყოველივე ამას ვაკეთებ სახარებისათვის, რათა მეც გავხდე მისი თანამონაწილე“ (1 კორ. 9:22, 23).
34 შემდეგ პავლემ დაწერა: „ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემი უძლურებებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში. . . ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“ (2 კორ. 12:9, 10). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია ამ საქმის შესრულება ჩვენი ძალებით. ჩვენ უნდა ვთხოვოთ იეჰოვას მისი ძლიერი სულიწმიდა. თუ ღმერთს ვევედრებით, რომ გაგვაძლიეროს, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ გვიპასუხებს ლოცვებზე. შემდეგ ადამიანებისადმი სიყვარული აღგვძრავს, ვეძებოთ შესაძლებლობები, ვუქადაგოთ კეთილი ცნობა, სადაც კი ვნახავთ მათ. მომავალი კვირის განმავლობაში რატომ არ შეეცდებოდი, გამოგეყენებინა ამ დანართში მოცემული ერთ-ერთი რჩევა?