საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 6/97 გვ. 1
  • „გააკეთე მაქსიმუმი“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „გააკეთე მაქსიმუმი“
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1997
  • მსგავსი მასალა
  • „როგორები უნდა იყოთ!“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • საუკეთესო გაიღეთ იეჰოვასთვის და გაიხარეთ ამით!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
  • ყოველმხრივ ასრულებთ თქვენს მსახურებას?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2019
  • „ყოველდღე“ ჩვენი მიძღვნის თანახმად ცხოვრება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1995
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 1997
km 6/97 გვ. 1

„გააკეთე მაქსიმუმი“

1 როდესაც თავი მივუძღვენით იეჰოვას, ჩვენ დავპირდით, რომ საუკეთესოს მივცემდით მას. მართებულად ამხნევებდა პეტრე მოციქული პირველი საუკუნის ქრისტიანებს, რომ მაქსიმუმი გაეკეთებინათ, რათა იეჰოვას წინაშე კარგი რეპუტაცია შეექმნათ (2 პეტ. 1:10). ნამდვილად გვსურს მაქსიმუმის გაკეთება, რათა ვასიამოვნოთ იეჰოვას ჩვენი მსახურებით დღეს. რას შეიცავს ეს? იეჰოვასთან ურთიერთობის გაღრმავებისა და იმაზე ფიქრის შედეგად, რაც მან გააკეთა, ჩვენი გულები აღგვძრავს, ყოველთვის საუკეთესო გავაკეთოთ მისადმი მსახურებაში. გვსურს, გავაუმჯობესოთ მსახურების ხარისხი და სადაც შესაძლებელია, გავზარდოთ (ფსალმ. 33:9; 2 ტიმ. 2:15).

2 ახალგაზრდა ძმამ, რომელსაც უფრო მეტის გაკეთება სურდა მსახურებაში, აღმოაჩინა, რომ ღვთის სიტყვის რეგულარულმა შესწავლამ გაუღრმავა იეჰოვასადმი მადლიერების გრძნობა და ჩანერგა მასში უფრო მეტი ენთუზიაზმი. ამან აღძრა, განცხადება დაეწერა პიონერული მსახურებისთვის. ერთმა დამ, რომელსაც უჭირდა უცნობებთან საუბარი, მას შემდეგ რაც ზოგი შეთავაზება წინასწარ გაივარჯიშა, ის უფრო წარმატებული გახდა მსახურებაში. მან შესწავლის დაწყება შეძლო წყვილთან, რომელმაც ჭეშმარიტება მიიღო.

3 გაიხარე იმით, რის გაკეთებაც შეგიძლია. ზოგი ჩვენგანი რთულ სიტუაციებშია, მაგალითად: სუსტი ჯანმრთელობა, ოჯახში წინააღმდეგობა, სიღარიბე ან არ ეხმაურებიან ტერიტორიაზე. სხვა მრავალი პრობლემა, რომელიც ამ ბოლო დღეებშია, შეიძლება ხელს გვიშლის მსახურებაში (ლუკა 21:34; 2 ტიმ. 3:1). ნიშნავს ეს, რომ მარცხი განვიცადეთ იეჰოვასადმი ჩვენს მიძღვნაში? არა, თუ მას ვემსახურებით მაქსიმალურად.

4 არ არის სწორი, თუ საკუთარ თავს განვსჯით იმის საფუძველზე, რის გაკეთებაც სხვებს შეუძლიათ. პირიქით, საღვთო წერილი გვამხნევებს, რომ „ყველამ თავისი საქმე გამოსცადოს“. თუ ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე საკუთარ თავს სრულად გავცემთ, იეჰოვას ესიამოვნება ეს და მოგვცემს ‘სიქადულის’ მიზეზს (გალ. 6:4; კოლ. 3:23, 24).

5 მოდი ყურადღება მივაქციოთ პეტრეს სიტყვებს: ‘იბეჯითეთ, რომ შეუბღალავნი და უბიწონი წარსდგეთ მშვიდობით ღვთის წინაშე’ (2 პეტ. 3:14). ასეთი სულისკვეთება მოგვანიჭებს უსაფრთხოების გრძნობას და მოგვიტანს გონების სიმშვიდეს, რომლის მოცემა მხოლოდ იეჰოვას შეუძლია (ფსალმ. 4:9).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება