ჩვენი დიდებული შემოქმედი ზრუნავს ჩვენზე!
1 როცა იეჰოვა ცდილობდა დაეფიქრებინა ურჩი ისრაელი, ასეთი კითხვა დაუსვა: „განა არ იცი? ნუთუ არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების შემქმნელი“ (ეს. 40:28). ჩვენ ვიცნობთ ჩვენს დიდებულ შემოქმედს და ვხედავთ მის სათუთ მზრუნველობას. მაგრამ მილიონობით ადამიანს ეეჭვება ღვთის არსებობა, ან მათი წარმოდგენები ღმერთზე არ ეთანხმება ბიბლიაში ნათქვამს. როგორ დავეხმაროთ მათ?
2 ასეთების დასახმარებლად გამოიცა ახალი წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“. ის აღძრავს მოაზროვნე ადამიანებს, დაფიქრდნენ ფაქტებზე. იმედია, წიგნში მოცემული საინტერესო მასალა და დამაჯერებელი არგუმენტები მიიზიდავს მკითხველს.
3 გაეცანი წიგნ „შემოქმედს“. დაიმახსოვრე მისი შინაარსის ძირითადი მომენტები. მე-2—მე-5 თავებში განიხილება როგორ გაჩნდა სამყარო, სიცოცხლე და ადამიანი, აგრეთვე, რა იყო ყოველივე ამის გაჩენის მიზეზი. მე-6—მე-9 თავები მოგვითხრობს ბიბლიის ავტორის შესახებ და მიმოიხილავს ბიბლიას, კერძოდ კი, რამდენად სანდოა წიგნ „დაბადებაში“ შემოქმედების შესახებ მოცემული ცნობა. მე-10 თავი იძლევა დამაკმაყოფილებელ პასუხს ერთ-ერთ ყველაზე დამაფიქრებელ კითხვაზე: „თუ შემოქმედი მზრუნველია, რატომ არის ამდენი ტანჯვა?“
4 შეეცადე იმსჯელო მათთან, ვისაც ეეჭვება. წიგნ „შემოქმედის“ 78-ე და 79-ე გვერდებზე მოყვანილია მსჯელობა, რომლის გამოყენებითაც სხვებს დაეხმარები ღვთის შესახებ სწორი დასკვნის გაკეთებაში. შეეკითხე მათ: „ჰქონდა სამყაროს დასაწყისი?“. მრავალი დაგეთანხმება, რომ ჰქონდა. შემდეგ ჰკითხე: „გამოიწვია ეს დასაწყისი ვინმემ ან რამემ თუ ის არაფერს გამოუწვევია?“. მრავალი აღიარებს, რომ რაღაცას უნდა გამოეწვია. ამას მივყავართ ბოლო შეკითხვამდე: „გამოიწვია სამყაროს დასაწყისი რაღაცამ, რაც მარადიულია, თუ ვიღაცამ, ვინც მარადიულია?“. ასეთი მიდგომით მრავალი შეიძლება დარწმუნდეს შემოქმედის არსებობაში.
5 „შემოქმედი“ ზუსტად ის წიგნია, რომელიც მრავალს სჭირდება. მიეცი ის შენს ნათესავებს, თანამშრომლებს, თანასკოლელებსა და სხვა ნაცნობებს. თან ატარე ის მსახურებაში, რათა მისცე მათ, ვისაც ღვთის არსებობა ეეჭვება. რაც უფრო კარგად გავეცნობით ამ წიგნს, მით უფრო გაგვიღრმავდება სიყვარული შემოქმედის მიმართ და ეს აღგვძრავს, ყოველთვის ვიაროთ მისი ამაღლებული ნორმებით (ეფეს. 5:1; გამოცხ. 4:11).